ნინო რუხაძე – როგორც არ უნდა ცდილობდნენ ჩვენი ოპონენტები რეალობის გამრუდებას, ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოავლინა ძალიან მტკიცე მხარდაჭერა მმართველი პოლიტიკური ძალისადმი

როგორც არ უნდა ცდილობდნენ ჩვენი ოპონენტები რეალობის გამრუდებას, ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოავლინა ძალიან მტკიცე მხარდაჭერა მმართველი პოლიტიკური ძალისადმი – მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ისევ “ქართულ ოცნებას” ანდო ამ ქვეყნის მმართველობა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო რუხაძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. როგორც რუხაძე აცხადებს, 26 ოქტომბრის არჩევნებმა წარმოაჩინა, თუ როგორ გაიზარდა საქართველოს სახელმწიფო […]

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი სოფელ ალმატის, მთის ალპურ ზონაში გაჩნდა. ხანძრის რამდენიმე კერა ადგილობრივებმა შენიშნეს და სახანძრო – სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ადგილზე მეხანძრე – მაშველები უკვე მუშაობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია.

ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთი დატოვა

ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვა. ამის შესახებ მან რუსულ სახელისუფლებო გამოცემა TASS-ს განუცხადა. “ამჟამად აფხაზეთში არ ვიმყოფები, მივემგზავრები მოსკოვში რამდენიმე დღით”, – თქვა მან. 19 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა. მარიონეტული რეჟიმის პარლამენტის სხდომას 31 ე.წ. დეპუტატი დაესწრო, აქედან 28 ე.წ.-მა დეპუტატმა ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი […]

მალდივები ტურისტებისთვის გადასახადებს გაზრდის

მალდივის კუნძულების მთავრობამ გადაწყვიტა ბიუჯეტის შესავსებად ტურისტებისთვის გადასახადები გაზარდოს – ინფორმაციას,ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათ შორისაა „მწვანე“ გადასახადი, ტურისტული გადასახადი, აეროპორტის მომსახურების გადასახადი და ტურისტული საქონლისა და მომსახურების გადასახადი – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. 2025 წლის 1 იანვრიდან გაორმაგდება მწვანე გადასახადი, რომელიც თითოეულ ტურისტს ეკისრება სასტუმროში ან სხვა განსახლების ობიექტში დღიური ყოფნის პერიოდში. გადასახადი იქნება […]

400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის ბრალდებულები, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი. მათ პატიმრობა აქვთ შეფარდებული “აგენტების კანონის” საპროტესტო აქციაზე 400 -ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის. ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლას მოითხოვდნენ, სანაცვლოდ კი სთავაზობენ გირაოს ან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ვალდებულების შესრულებას. ადვოკატების მტკიცებით, არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომელიც ბრალდებულების პატიმრობის გახანგრძლივებას ამართლებს. მათი ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების […]

ისაკო დევიძე მე-2 დღეა მშრალად შიმშილობს და ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვს — ადვოკატი

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული ისაკო დევიძე, რომელმაც მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ „ტვ პირველს“ ისაკო დევიძის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა. „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ძალიან მალე გაუარესდეს, რადგან მშრალ შიმშილზეა. როდესაც ადამიანი რამდენიმე დღე წყალს არ იღებს, შეიძლება მძიმე შედეგი დაუდგეს. ისაკო უკვე 48 საათზე მეტია, რაც დაკავებულია და მას […]

ვინ არიან „ოქროს ბურთის“ მიღების პრეტენდენტები?

ავტორიტეტულმა პორტალმა, Goal-მა განაახლა 2024-25 წლების სეზონის „ოქროს ბურთის“ რეიტინგი. პირველ ადგილზე გადაინაცვლა „ლივერპულის“ გარემარბმა მოჰამედ სალაჰმა, რომელიც, წინა შუალედური რეიტინგის მიხედვით, მეშვიდე ადგილზე იყო. „ოქროს ბურთი” 2024-25. TOP 15 1(7). მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) 2(1). რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) 3(5). რაფინია (ბარსელონა) 4(3). ვინისიუსი (რეალი) 5(15). ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) 6(2). ლამინ იამალი (ბარსელონა) 7(4). ერლინგ ჰალანდი […]

“400 ლარიანი ჯებირის საქმე” – სასამართლომ პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა

ცნობისთვის, დამდგარი ზიანი – 400 ლარი ორგანიზაცია DRI-იმ ივლისში გადაიხადა, გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

21 წლის აქტივისტს 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება – “არცერთ პოლიციელს ბრალი არ წარედგინა” – ნონა ქურდოვანიძე

21 წლის აქტივისტს 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება – მესამე სექტორში ამბობენ, რომ მათე დევიძე შერჩევითი სამართლის მსხვერპლია. საიას აღმასრულებელი დირექტორი სამართალდამცველის მხრიდან ჩადენილ ძალადობაზე საუბრობს. ნონა ქურდოვანიძის თქმით, მაშინ როცა არცერთი პოლიციელი პასუხისგებაში მიცემული არ არის, ამ ფონზე სისტემა აქტივისტებს სამაგალითოდ სჯის. “ეს არის აქტივისტების სამაგალითო დასჯის მცდელობა. ამის მაგალითები ჩვენ ვნახეთ გაზაფხულზე მიმდინარე აქციების […]

დროებითი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

400-ლარიანი დროებითი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებულები საბა მეფარიშვილი და ომარ ოკბელაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატები ორივე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ. პროცესზე შეუძლოდ გახდა საბა მეფარიშვილის დედა და მას დახმარება დასჭირდა. რის გამოც სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა. ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით […]