სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა

საკმარისია, რომ იმ სამ მოსამართლეს, რომლებმაც ჩემი იმპიჩმენტის საქმის დროს დადო განსხვავებული მოსაზრება, დაემატოს სამი ადამიანი და ამ ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს გადაარჩენენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ეთერიდან მიმართა. „საკმარისია, რომ იმ სამ მოსამართლეს, რომლებმაც ჩემი იმპიჩმენტის საქმის დროს დადო განსხვავებული მოსაზრება, […]

ისრაელის მორიგ თავდასხმას ლიბანზე 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის არმიამ კვლავ შეუტია ლიბანს და შედეგად დახოცილთა რაოდენობა 62-ით გაიზარდა. Reuters-ის ცნობით, სულ შარშან ოქტომბრის შემდეგ ლიბანში ისრაელის არმიის იერიშებს 3645 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს 22 ნოემბრის ამ მონაცემებით, ამ პერიოდში დაშავებულთა რაოდენობა ლიბანში 15 355-ია. AFP-ი იტყობინება, რომ ლიბანში ისრაელის თავდასხმას ემსხვერპლა საავადმყოფოს დირექტორი და მისი ექვსი კოლეგა.

“გვეუბნებოდნენ, მოდი, გაყალბებაზე არ ვისაუბროთ”; “ეს სწორი გათვლა იყო” – გიორგი გაბუნია და სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას კითხვებს პასუხობს. გიორგი გაბუნია: -უნდა ვთქცა, მედიაშიც კი, თავს ვარიდებდით შესაძლო გაყალბებაზე საუბარს, იმიტომ რომ სულ გვეუბნებოდნენ, თქვენ თუ ილაპარაკებთ გაყალბებაზე, ხალხი არ დაიჯერებს რომ არჩევნებზე მოსვლას საერთოდ აზრი აქვს, ამიტომ, მოდი, გაყალბებაზე საერთოდ არ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ის მასა, რომელიც ქუჩაში ვნახეთ, უნდა არჩევნებზე მოვიდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ […]

“ეშინია რუსეთის, იცის კარგად როგორ იშორებს, როცა აღარ სჭირდება” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მთავარ არხთან, ამბობს: მე ერთი რამე არ მჯერა. შეიძლება რაღაც ნაწილს, ერთ კაცს, ისიც არ ვიცი, მაგრამ მე მგონი, რომ შეიძლება იმას შეიძლება უნდოდეს ან ეუბნებოდნენ რომ ასე უნდა იყოს, მაგრამ იმასაც ეშინია რუსეთის და იცის კარგად ის რუსეთი როგორ იშორებს, როცა აღარ სჭირდება ადამიანები. მაგრამ მე იმისი არ მჯერა, რომ […]

“აგვაგდეს” – დიდი რუსული სცენარი, რომელსაც სპეცსამსახური 2 წელი ამზადებდა – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი წინასაარჩევნო პერიოდში, რუსული კანონის ხელახლა შემობრუნებას რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებს და ამბობს, რომ შესაძლოა, 2 წლის წინაც კი დაიგეგმა ეს სპეცოპერაცია. იგი ამბობს, რომ მაშინ არაფრით ესმოდა, რაში სჭირდებოდა ივანიშვილს წინასაარჩევნოდ ეს კანონი, თუმცა ახლა თვლის, რომ აგვაგდეს: მოგვიწყვეს დიდი სცენარი, ერთი ორი წლის მომზადებულია არჩევნებისთვის. რუსული კანონის ხელახლა შემოტანით აგვაგდეს, ხომ იცოდნენ რა […]

მერკელმა „შპიგელს“ გაუზიარა აზრები პუტინზე, „ჩრდილოეთის ნაკადზე,“ უკრაინის ომის დამთავრებაზე და სხვა თემებზე

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა თავისი მემუარების სახელწოდებით, „თავისუფლება,“ გამოსვლამდე გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში, დაიცვა თავისი გადაწყვეტილება, არ შეეწყვიტა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ პროექტი 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. მერკელმა აღნიშნა, რომ ამას გარკვეული ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა. „ჩემი ამოცანაა იყო მიმეღო იაფი გაზი გერმანიის ეკონომიკისთვის“ – თქვა ყოფილმა კანცლერმა, რომელმაც განმარტა: „ხედავთ […]

OECD-ის რომელ ქვეყანაში ჩადის ყველაზე მეტი მიგრანტი?

მიგრაციამ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) შემავალ განვითარებულ ქვეყნებში არნახულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, ამასთან, გაერთიანების წევრ 11 ქვეყანაში ახლად ჩასულთა რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება. 2023 წელს OECD-ის წევრ ქვეყნებში მუდმივად საცხოვრებლად გადასული ადამიანების საერთო რაოდენობამ 6,5 მილიონ ადამიანს გადააჭარბა (აქ არ იგულისხმებიან უკრაინელები, რომლებისთვისაც ომის გამო მოქმედებს სპეციალური მიგრაციის წესები). მიგრანტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით […]

ზურაბიშვილი: არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვარ

მე ძალიან არ მიყვარს, პირდაპირ ვამბობ, როგორი პესიმისტის როლშიც არ უნდა ვიყო, მაინც არ მომწონს ის, როდესაც ამბობენ, რომ ამ ქვეყანას აღარაფერი ეშველება და წავალ და რაც გინდა, ის მოხდეს. არა, მე პირადად არ ვაპირებ არსად წასვლას, აქ ვარ. ადრეც მაქვს ეს ნათქვამი და ვიცი, რომ თქვენც იცით. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ ძალიან კომფორტულად […]

ზურაბიშვილი: ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავარ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებს სთხოვს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ. ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ მთავარია, მოვლენებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და აპათიური, ნიჰილისტური და ყველასადმი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდეთ. “აქციები უნდა გაგრძელდეს, აუცილებელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ 25 ნოემბერს ძალიან ბევრი ხალხი იქნება. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის გადამწყვეტი მომენტი. […]

“ხარება დასანქცირებულია და დასეირნობს – რა მოიტანა სანქციებმა? – გიორგი გაბუნიას კითხვა და პრეზიდენტის პასუხი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას კითხვებს პასუხობს. -სანქციებზე მინდა გკითხოთ, ვერ ვნახე ეფექტი სანქციების, ხარება დაასანქცირეს და მშვენივრად დასეირნობს, აკეთებს ისევ იგივე საშინელ საქმეს, სხვებიც დასანქცირებულნი არიან და რა მოიტანა ამან? არსებობს სანქციები, რომელზედაც ხალხი დავინახავთ, რომ იქონია ეფექტი, აი, რაღაცას ქართული ოცნება ვეღარ აკეთებს სანქციების გამო. ამ სანქციებს თვითონაც დასცინიან. ცოტა მოსახლეობაშიც […]