კანდელაკის თქმით, საქართველოს დელეგაციამ კანადის ვიზები ვერ მიიღო, წილოსანი ამას სიცრუეს უწოდებს

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” პროექტების მენეჯერის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ კანადის ვიზა ვერ მიიღო. ამის შესახებ იგი ფეისბუქზე ავრცელებს ინფორმაციას. “ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას კანადამ (სადაც ახლა იმართება ასამბლეის სესია) ვიზებზე უარი უთხრა”, – დაწერა გიორგი კანდელაკმა. მან, მალევე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ხატია წილოსანმა. მისი კომენტარი ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა, სადაც ნათქვამია, […]
სატელიტის ფოტოებიდან ჩანს, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან ნავთობს იღებს – ბრიტანელი ანალიტიკოსები

ბრიტანულმა ორგანიზაციამ “Open Source Centre”-მა და ტელეკომპანია BBC-იმ გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეამ ბოლო 8 თვის განმავლობაშ, რუსეთისგან დაახლოებით 1 მილიონი ბარელი ნავთობი მიიღო. ეს კი გაეროს სანქციების დარღვევაა. ჩრდილოეთ კორეული ნავთობის ტანკერები მარტიდან მოყოლებული რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთში, ვოსტოჩნის პორტში 40-ზე მეტჯერ გაჩერდნენ. ამ დასკვნას “ღია მონაცემთა ცენტრის” ანალიტიკოსები მონაცემთა და სატელიტური სურათების […]
“რევოლუცია, დამხობა, თუ რა გზით უნდა ვაიძულოთ ოცნებას ხელახალი არჩევნები? – ზურაბიშვილის პასუხი

-რამდენად რეალისტურია ხელახალი არჩევნები? ავტოკრატიული რეჟიმისკენ მივდივართ. პარლამენტის შეკრებამდე მაქსიმალურად უნდათ მშვიდად მივიდნენ. რუსული კანონი არც აამოქმედეს, მაგრამ არც გააუქმებენ, აუცილებლად აამოქმედებენ, ალბათ, ან დასავლეთთან სავაჭროდ გამოიყენებენ. როგორ უნდა შეცვალოს ხალხმა ავტოკრატული რეჟიმი არჩევმებით? ბევრი ამბობს რომ დემოკრატიული მეთოდებით ქართულ ოცნებას ვერ გავუშვებთ და საჭიროა სრულფასოვანი რევოლუცია, დამხობა ხელისუფლების, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. […]
“ოპოზიციისგან ამის მოსმენა “მქრინჯავს”; “არ ვარ ოპოზიციის “გამპრავებელი” – გიორგი გაბუნია და პრეზიდენტი

-ყველას გვაქვს კითხვა, სად წავიდა ხალხი? მესმის ის შოკი, მაგრამ გავიდა 1 თვე და რით ვერ მორჩა ეს შოკი. ამდენს ვუხსნით ხალხს, ეს მოხდა, ეს მოგველის, მაგრამ ხალხი ქუჩაში არ ჩანს. ორი ნაწილია, ვიღაცა ამბობს, რომ ხალხის ბრალია და ეს ხალხი მაინც ვერაფერს იზამს, აი, ოპოზიცია დგას ქუჩაში, მოუწოდებს და არ გამოდიან. ვიღაცა ამბობს, ოპოზიციის […]
თეთრი სახლი უარყოფს საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გადაწყვეტილებას

თეთრ სახლში ხუთშაბათს, 21 ნოემბერს, განაცხადეს, რომ თეთრმა სახლმა უარყო საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს [ICC] გადაწყვეტილება დაკავების ორდერი გაეცა ისრაელელ ოფიციალურ პირებზე. სასამართლომ აღნიშნული ორდერები ღაზაში ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულების ჩადენის გამო გასცა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამ გადაწყვეტილებას “ანტისემიტური” უწოდა. შეერთებულმა შტატებმა უარყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი თავდაცვის […]
ვაშინგტონმა რუსულ “გაზპრომბანკს” ახალი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ ხუთშაბათს, 21 ნოემბერს, რუსეთს მორიგი სანქციები დააწესა. სანქციების სამიზნე რუსეთის ფინანსური სექტორია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს უწყობს ხელს. სანქციებში მოხვდა რუსული “გაზპრომბანკიც”, ისევე როგორც სხვა ფინანსური ინსტიტუტები, სუბიექტები და ფიზიკური პირები. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა განაცხადა, რომ სანქციები მოიცავს “გაზპრომბანკს” – რუსეთის უმსხვილეს აქამდე არასანქცირებულ ბანკს; […]
სააპელაციომ არ დააკმაყოფილა საიასა და სამი პარტიის სარჩელი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობაზე

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამი პარტიისა და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის, არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ. საქმე 22 ნოემბერს მოსამართლეებმა, ნათია მერაბიშვილმა, ხატია არდაზიშვილმა და ნინო ჭალიძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილეს. სასამართლოს სარჩელით სამმა პარტიამ [„გახარია საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო“ და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”] და „ახალგაზრდა […]
თუ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აპირებს, რომ დაიტოვოს მანდატები, ეს არის პარლამენტის ლეგიტიმაცია

თუ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აპირებს, რომ დაიტოვოს მანდატები და არ თქვას მანდატებზე უარი, ეს არის სრული ფარსი, ეს არის თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დღის წესრიგზე თამაში, ეს არის პარლამენტის ლეგიტიმაცია, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის” ეთერში. „პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ჩახსნის მანდატებს, არ ჩახსნის სიებს, ის არის კოლაბორაციონისტული […]
კლიმატის ცვლილება მტვრის ალერგიის ზრდას იწვევს – კვლევა

კლიმატის ცვლილებამ გაზარდა ყვავილობის სეზონის ხანგრძლივობა დანიაში, ხოლო მაღალმა ტემპერატურამ და ნოტიო ატმოსფერომ გააუარესა მტვერზე ალერგიის სიმპტომები. მცენარეების მიერ წარმოებული მტვრის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 1980-იანი წლებიდან: ბალახის მტვერი 19%-ით და არყის მტვერი 35%-ით. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია ატმოსფეროში ნახშირორჟანგის უფრო მაღალი დონის არსებობით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მცენარეებში უფრო სწრაფი და მეტი ფოტოსინთეზი, ასევე მტვრის მაღალი წარმოქმნა. […]
ყველაზე განათლებული პოლიტიკოსები უკრაინას, პოლონეთს და ჩეხეთს ჰყავს – The Economist-ის კვლევა

The Economist-მა პოლიტიკოსთა განათლების დონის მიხედვით, ქვეყნების რეიტინგი წარმოადგინა. გამოცემამ რეიტინგი 2023 წლის დასასრულს გამოქვეყნებულ ორ კვლევაზე დაყრდნობით შეადგინა. სტატიის დასაწყისში, რომელიც ჩამონათვალს უძღვის წინ, The Economist-ი ორ ძირითადად მონაცემზე ამახვილებს ყურადღებას – დღეს არჩეულ კანონმდებელთა საშუალო ასაკი 51 წელს უტოლდება, მათ შორის კი ქალთა რიცხვი მხოლოდ 27%-ია. გამოცემის მიერ რეიტინგის შესადგენად გამოყენებული პირველი კვლევა […]