ასლან ბჟანიას თქმით, ის მოსკოვში იმყოფება

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი, ბჟანია ამბობს, რომ მოსკოვში იმყოფება. „ამჟამად მე აფხაზეთში არა ვარ, მოსკოვში ვარ რამდენიმე დღით“, – განუცხადა მან რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტულ მედიას, ТАСС-ს. ასლან ბჟანიას გადადგომა ოპოზიციის პროტესტსა და მათ მიერ „სამთავრობო კომპლექსის“ დაკავებას მოჰყვა. 15 ნოემბერს რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოსულმა დემონსტრანტებმა „სამთავრობო შენობების“ კომპლექსის გარშემო აღმართული ღობე მოანგრიეს […]
ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia” შესახებ გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტის – „ECO.Georgia” ფარგლებში, გურიის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. „პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანია ტყეების მდგრადი მართვის გზით ემისიების შემცირება, ენერგოეფექტური და ალტერნატიული […]
Reuters – დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე რიჩარდ გრენელის კანდიდატურას განიხილავს

დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე რიჩარდ გრენელის კანდიდატურას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი დონალდ ტრამპის გუნდთან დაახლოებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს წყაროებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შექმნას გეგმავს, რომლის მთავარი მოვალეობა „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის“ მოგვარება იქნება. თუმცა, აღნიშნული თანამდებობის შექმნის შესახებ დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება […]
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. კონკრეტული მონაკვეთი საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ. „გვინდა, მოვუწოდოთ მოსახლეობას, კერძო კომპანიებს, ნუ დავარღვევთ კანონს, ნუ დავაბინძურებთ ქალაქის ქუჩებსა და შემოგარენს. ძალიან დასანანია, რაც აქ ხდება. მსგავს პრობლემებს თბილისის მასშტაბით მხოლოდ […]
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის მთაზე ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის მთაზე ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ადგილობრივების თქმით, დამწვარია ხმელი ბალახი. ამ დროისთვის შეინიშნება მცირე კვამლი. ხანძარი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში ტყის მიმდებარედ ალპურ ზონაში გუშინ შენიშნეს, თუმცა ადგილი რთულად მიუვალია, რის გამოც ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონაში პრევენციისთვის იმყოფებიან სახანძრო სამაშველო ჯგუფები. რამ გამოიწვია აალება და რა ფართობზე იყო გავრცელებული […]
„სენა ავტო ჯგუფი“ წამყვანი საავტომობილო ბრენდის JAC Motors-ის უახლესი პიკაპის 2025 წლის მოდელის JAC T9 Hunter-ის გაყიდვებს იწყებს

კომპანია „სენა ავტო ჯგუფი“ საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საავტომობილო ბრენდის JAC Motors-ის ახალი პიკაპის JAC T9 Hunter-ის გაყიდვებს იწყებს. JAC T9 Hunter-ის ბაზარზე გამოსვლა ბრენდის 60 წლიან ისტორიას ეძღვნება და მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად, ახალი თაობის ტექნოლოგიებს, უსაფრთხოებასა და ახალ შესაძლებლობებს აერთიანებს. ახალი მოდელი განსაკუთრებული დიზაინით, ძლიერი ძრავით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და როგორც მძღოლისთვის, ისე მგზავრებისთვის შექმნილი […]
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში? – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +17, +22°; მაღალ მთაში ღამით -1, +4°, დღისით +12, +17°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +3, […]
სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს 19 ნოემბერს აქციაზე დაკავებული ისეკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა, რაც დეზინფორმაციაა, – აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „აღნიშნული პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 19 ნოემბერს, დაკავების პირველივე დღეს მოინახულა. მისი განცხადების საფუძველზე გაკეთდა შესაბამისი ოქმი და რეაგირებისთვის გადაეგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. რაც შეეხება შიმშილობას, გუშინ შემოვიდა […]
სათამაშო ბიზნესის საბიუჯეტო შენატანები იზრდება – ინდუსტრიამ ათ თვეში ₾181 მლნ შეიტანა

სათამაშო ბიზნესის ბიუჯეტში შენატანები იზრდება. 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საქართველოს ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესმა 181 707 703 ლარი შეიტანა – მოსაკრებლიდან 113 780 694 ლარი, ხოლო ბიზნესის ნებართვის სანაცვლოდ – 67 927 009 ლარი. ამის შესახებ საქართველოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული. გასული წლის პირველ ათ თვეში კი ბიუჯეტში სათამაშო ინდუსტრიიდან 158 359 069 ლარი შევიდა – […]
უილსონი: ვმუშაობთ იმაზე, რომ “მეგობარი აქტი” დადებითად გადაწყდეს

მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ისევ და ისევ გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს საქართველოში. “მეგობარი აქტი” უნდა ამოქმედდეს, ის ორპარტიულია და ასევე უნდა დავუდგეთ გვერდით საქართველოს. ამ მამაც, უნარიან ხალხს, მათთვის ყოველივე საუკეთესოს იმედი გვაქვს. […] მე პატივს ვცემ იმას, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს. დავუჭერ მხარს, რა კურსსაც ის მიიჩნევს ქართველი ხალხისთვის სასარგებლოდ, რაც არის დემოკრატიის […]