ბოლო ორ წელში რუბლი დოლართან ყველაზე მკვეთრად გაუფასურდა

2022 წლის გაზაფხულის შემდეგ , რუსული რუბლი 2024 წლის 22 ნოემბერს აშშ დოლართან ყველაზე მეტად გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულება 103 რუბლს გადაცდა. ერთი კვირის წინ ერთი დოლარის ყიდვა 96 რუბლად იყო შესაძლებელი. Reuters-ის თანახმად, რუბლის ასეთი გაუფასურება უკავშირდება რუსეთის მიერ ბირთვული დოქტრინის ცვლილებას, რაც ბირთვული იარაღის გამოყენების ზღვარს უფრო დაბლა სწევს, რაც, თავის მხრივ, ბირთვული […]

საერთაშორისო ტურნირზე ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა, ორი პროგრამის ჯამში, 202.03 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა

ვარშავაში დასრულდა ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში. სპორტულ წყვილებში მონაწილე 14 ქვეყნის 15 წყვილს შორის გამოდიოდა ჩვენი ნაკრების სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა. ჩვენი მოციგურავეებისთვის ეს სტარტი იაპონიის გრან-პრის ეტაპზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა იყო გრან-პრის ფინალში ასპარეზობის წინ. ჩვენმა წყვილმა წარმატებით იასპარეზა პოლონეთში და ორი პროგრამის ჯამში 202.03 […]

„აგროსფეროში“ მწვანე პარასკევი დაიწყო – რა პროდუქციას შეიძენთ ფასდაკლებით?

მწვანე პარასკევის ფარგლებში, ფასდაკლებები „აგროსფეროს“ ექსკლუზიური ბრენდების სრულ ასორტიმენტზე ამოქმედდა. გარდა ამისა, კომპანია განსაკუთრებულ აქციებს გთავაზობთ გარკვეული კატეგორიის პროდუქტებზე. მათ შორისაა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ხელსაწყოები, ღვინის საწარმოო ინვენტარი და ავზები. მწვანე პარასკევი არ უნდა გამოტოვოს მან, ვინც ტრაქტორის შეძენას გეგმავს, რადგან აქციის პერიოდში ამ კატეგორიის პროდუქციას 7,500-21,500 ლარი დააკლდება. გაითვალისწინეთ, სააქციო პროდუქტთა ჩამონათვალშია CLAAS-ის 2023 წლის […]

პინგვინი, რომელმაც ანტარქტიდიდან ავსტრალიამდე გაცურა, ოკეანეში გაუშვეს

გუსი ერთადერთი საიმპერატორო პინგვინია, რომელმაც ანტარქტიდიდან ავსტრალიამდე გაცურა. მას რომის იმპერატორის, ოქტავიანე ავგუსტუსის, სახელის შემოკლებული ვერსია ჰქვია. პინგვინმა ოცი დღე ავსტრალიის ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ სანაპიროზე ხეტიალში გაატარა. გუსი ანტარქტიდის სანაპიროს ყინულოვანი წყლებიდან დაახლოებით 3 500 კილომეტრში, სამხრეთ-დასავლეთ ავსტრალიაში იპოვეს. პინგვინი პირველ ნოემბერს იპოვეს. 20 ნოემბერს კი, სამხრეთის ოკეანის ველურ ბუნებაში გაუშვეს. ავსტრალიაში ყოფნისას მასზე ველური […]

დღეს გიორგობაა

დღეს გიორგობაა – ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ტაძრებში დილიდან წირვა შესრულდება. ქართული ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ – 6 მაისს და 23 ნოემბერს აღნიშნავს. დღევანდელი დღე საქართველოში უქმედ არის გამოცხადებული.

შაბათ-კვირას მოქმედი ლარის კურსი – რა ღირს დოლარი და ევრო?

ეროვნული ბანკის ოფიციალური, მონაცემებით, 25 ნოემბრის ჩათვლით: 1 აშშ დოლარი – 2.7384 ლარი ეღირება;1 ევრო – 2.8548 ლარი;1 ფუნტი – 3.4293 ლარი;1 ლირა კი 0.0792 ლარი;ახალ გაცვლით კურსს სებ-ი ორშაბათს დაადგენს.

დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოტანა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოტანა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. საქმე ეხება ტრამპის მიერ პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსისთვის სექსუალური კავშირის შეახებ დუმილის სანაცვლოდ გადახდილ 130 ათას დოლარს. სასამართლომ ტრამპი დამნაშავედ ცნო ამ თანხის გადახდასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბებაში. მოსამართლე ხუან მერჩანმა გადაწყვიტა, განუსაზღვრელი ვადით გადადოს აღნიშნულ საქმეზე განაჩენის გამოტანა, […]

პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორ მოჭადრაკეთა შორის ქართველი მოჭადრაკეები კვლავ ლიდერობენ

პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორ-ქალთა შორის, 6 ტურის შემდეგ 4,5 ქულით I-III ადგილს: მაშა კლინოვა (ისრაელი;2229), სოფიო ტერელაძე (2185) და სილვია ალექსიევა (საფრანგეთი;2180) ინაწილებენ. +65 წლის ასაკის სენიორთა შორის ნონა გაფრინდაშვილი და გერმანელი ბრიჯიტ ბურხარდი ლიდერობენ. +65 ვაჟთა შორის ჩემპიონატზე I-VI ადგილს ინაწილებს ზურაბ სტურუა, ხოლო, +50 ვაჟთა შორის 4 ქულით XI ადგილზე იმყოფება მიხეილ […]

მეტალურგიის დარგისთვის ენერგეტიკულ ბირჟაზე გასვლა ელექტროენერგიას ძალიან გააძვირებს – ასოციაცია

მეტალურგიული დარგისთვის ენერგეტიკულ ბირჟაზე სავალდებულო წესით ვაჭრობა მნიშვნელოვან გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული – ამის შესახებ მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, მარიანა მორგოშიამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, სატესტო რეჟიმმა აჩვენა, რომ ამ სექტორის საწარმოებისთვის წინასწარ, საათობრივ რეჟიმში ელექტროენერგიის მოხმარების პროგნოზირება შეუძლებელია. ამიტომ მოლოდინია, რომ მომავალ წელს ბირჟაზე სავალდებულო რეჟიმში გასვლის შემთხვევაში, მეტალურგიის დარგის საწარმოებს ელექტროენერგია გაუძვირდებათ, […]

“ნაპოლის” საუკეთესო შემტევი სათადარიგოთა სკამზე ზის” – ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

Radio Kiss Kiss Napoli-ს ჟურნალისტმა პაოლო დელ გენიომ “პარტენოპეის” შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის “ნაპოლის” საუკეთესო შემტევი დავიდ ნერეშია. “კონტე ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია და არ ვფიქრობ, რომ გადაუხვევს იმ ტაქტიკიდან, რომელსაც სარგებელი მოაქვს. მესმის, რომ ნერეში დაცვაში იმდენად სასარგებლო არაა, რამდენადაც პოლიტანო და ნგონგე არიან, თუმცა ბრაზილიელი ამ მომენტისთვის გუნდის საუკეთესო შემტევია და ის […]