ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი წყვილი ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი წყვილი ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთში, ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე, სახელწოდებით “ვარშავის თასი”, ქართულმა სპორტულმა წყვილმა – ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ გამარჯვება მოიპოვა. მათივე ცნობით, სპორტსმენებმა ორი პროგრამის შედეგად 202.03 ქულა დააგროვეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს. “სპორტსმენებმა მოკლე პროგრამა 67,17 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს. […]

ტრამპი სამართლიანი არჩევნების მტკიცე მხარდამჭერია. საქართველო ჩვენი მეგობარია და მისთვის დემოკრატიისკენ სვლის გაგრძელება გვსურს – კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი

ტრამპი სამართლიანი არჩევნების მტკიცე მხარდამჭერია. საქართველო ჩვენი მეგობარია და მისთვის დემოკრატიისკენ სვლის გაგრძელება გვსურს – კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და იმის უზრუნველყოფას, რომ ის [არჩევნები] სამართლიანი იყოს. ასე რომ, ცხადია, ესაა ის, რისი ნახვაც გვსურს, საქართველოში იქნება, თუ სხვა ქვეყნებში,- ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა რობერტ […]

მარკ რუტე დონალდ ტრამპს შეხვდა

მარკ რუტე დონალდ ტრამპს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს. ნატო-ს პრესსამსახურის ცნობით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ და აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში გამართული შეხვედრისას ალიანსის წინაშე მდგარი გლობალური უსაფრთხოების რიგი საკითხები განიხილეს. ასევე, ნატო-ს გენერალური მდივანი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ კონგრესმენ, მაიკ უოლცსა და […]

ონლაინ კამპანია – „ქალებს მოგვპარეს ხმა” იწყება

ქალთა და გოგონათა ჯგუფებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები „ნაამბობი“ და „ფემინა“, 16 დღიან, ონლაინ კამპანიას “ქალებს მოგვპარეს ხმა” იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ნაამბობი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კამპანია 25 ნოემბერს დაიწყება და 16 დღის განმავლობაში გაგრძელდება. „კამპანია მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის კვირეულის ფარგლებში წარიმართება და გულისხმობს სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი ქალების პერსპექტივიდან დანახულ მოპარულ არჩევნებს. ემიგრანტები, მარტოხელა […]

ცენტრალურ ბეირუთში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

ცენტრალურ ბეირუთში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო ამ დროისთვის დაშავებულთა რაოდენობა 63-ს აღწევს. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მიერ დღეს განხორციელებული საჰაერო დარტყმის სამიზნე „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი უფროსი მეთაური, მუჰამედ ჰაიდარი იყო, რომლის ბედი ამ დროისთვის უცნობია.

მეუფე იაკობი – ჩვენი ბედი თვითონვე უნდა განვსაზღვროთ, არც რუსეთში გვინდა შესვლა და არც სადმე – გეუბნებით, 2 მილიონიდან უმეტესობა ჯანსაღ აზრზე ვართ, ახლა რომ შეიკრიბნენ, მაქსიმუმ 2000- 3000 იყვნენ, იმათ მივმართავ, ნუ მიჰყვებიან ღალატის გზას!

რა სჯობია, ვაჟკაცური ისტორიები სჯობია, თუ ქალაჩუნების ისტორიები?! კაცი კაცად უნდა ვარგოდე ცხოვრებაში, – ამის შესახებ ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობმა ქადაგებისას წმინდა გიორგის ბორბალზე წამების შესახებ ისაუბრა და ამ კონტექსტში მორწმუნის გაუტეხელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ზოდად მორწმუნე ადამიანს ვერაფრით გატეხ, რადგან მასთან ყოველთვის ღმერთია. „მასთან ყოველთვის ღმერთია და როდესაც […]

ნათია თურნავამ ევროპის ეკონომიკური ინტეგრაციის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ მონაწილეობა CEEI-ის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო, რომელზეც ევროპული ეკონომიკური ინტეგრაციის პროგრესი და გამოწვევები მიმოიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფინანსური სერვისების ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციის დაჩქარება პრიორიტეტია. მან ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ასევე […]

ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს – კონგრესმენი ადერჰოლტი

ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს – კონგრესმენი ადერჰოლტი ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და იმის უზრუნველყოფას, რომ ის [არჩევნები] სამართლიანი იყოს. ასე რომ, ცხადია, ესაა ის, რისი ნახვაც გვსურს, საქართველოში იქნება, თუ სხვა ქვეყნებში,- ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა რობერტ ადერჰოლტიმ „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. […]

ისლანდიაში ვულკანი ერთ წელიწადში უკვე მეშვიდედ ამოიფრქვა

სამხრეთ-დასავლეთ რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი კვლავ ამოიფრქვა. ეს ერთ წელიწადში უკვე მეშვიდე შემთხვევაა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამჯერად ის არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც აგვისტოში, რაც იმას მანიშნებელია, რომ ამ ადგილებში ვულკანურმა აქტივობამ უკვე მიაღწია პიკს. ქალაქ გრინდავიკის მახლობლად ვულკანის რამდენჯერმე ამოფრქვევამ დააზიანა ინფრასტრუქტურა, მოქალაქეების უმეტესობა კი იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გრინდავიკს ამჯერად […]

მეუფე იაკობი – უნდა დავაფასებინოთ ჩვენი ქვეყანა ყველას, რომ გარბიხარ და წერილებით მიმართავ, მაგ საქციელს ჩემ ახალგაზრდობაში ოთხი ასო ერქვა – ნურც რუსებს ავარევინებთ და ნურც ევროპელებს

ჩვენ უნდა დავაფასებინოთ ჩვენი ქვეყანა ყველას, რომ გარბიხარ და წერილებით მიმართავ, მაგ საქციელს ჩემ ახალგაზრდობაში ოთხი ასო ერქვა, რა მათი საქმეა რა კანონს მივიღებთ? – რაც ქვეყანას ჭირდება იმ კანონს მივიღებთ! – ვიდგებით იქ, სადაც საჭიროა და ყოველთვის დაგიცავთ. ისე არ გვაქვს გაფლანგული ავტორიტეტი, როგორც პოლიტიკოსებს, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას ოთხი […]