“რეალის” სამი გულშემატკივარი დააპატიმრეს – მიზეზი “ელ კლასიკოს” დროს მომხდარი ფაქტია

El Mundo-ს ცნობით, ესპანეთს პოლიციამ მადრიდის “რეალის” 3 გულშემატკივარი დააკავა და მიზეზი “ელ კლასიკოს” დროს მომხდარი ინციდენტია. ლა ლიგის მე-11 ტურში “ბარსელონამ” გასვლაზე “ბლანკოსს” 4:0 სძლია და მე-3 გოლის შემდეგ, რომელიც ლამინ იამალმა შეაგდო, “რეალის” ფანებმა 17 წლის ფეხბურთელის მიმართ შეურაცხმყოფელი სკანდირება დაიწყეს. მათ ასევე შეურაცხყოფა მიაყენეს ალეხანდრო ბალდეს, ანსუ ფატისა და რაფინიას. გამომძიებლებმა ზუსტად […]

შსს: პარლამენტის შენობის ბლოკირება დანაშაულია, თავი შეიკავეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. სამინისტრო აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად. ” მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ შეკრების მიზანს წარმოადგენს მეთერთმეტე მოწვევის […]

შსს პარლამენტთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს

შსს დღეს პარლამენტთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ დაგეგმილი აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები გასცდებიან შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად. “როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე, 24 ნოემბრიდან, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და შემდგომ პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა. […]

“ამოიღე ხმა! დაიბრუნე ხმა” — 24 ნოემბერს დაანონსებული აქცია-მსვლელობების განრიგი

დღეს, 24 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, თბილისში რამდენიმე აქციაა დაგეგმილი. დღის 15 საათზე, თავისუფლების მოედანზე ქალთა მარში გაიმართება. ქალთა მოძრაობისა და “საფარის” ორგანიზატორობით დაანონსებული აქციის მონაწილეები მსვლელობას გამართავენ ივანიშვილის შუშის სასახლის მიმართულებით, სადაც პერფორმანსი მოეწყობა: “გაყალბებული არჩევნების ფონზე, ძირგამოთხრილი და დასუსტებული დემოკრატიის პირობებში, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ – ახალი და მასშტაბური ემიგრაციის ტალღის საფრთხის წინაშე” […]

გიორგი ვაშაძე – ლეგიტიმაციას თუ არ ანიჭებ, სიები უნდა ჩახსნა, ორმაგი თამაში არის რაღაც გაუგებარი პროცესი, რომელიც ცუდად დაუმთავრდება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას

ლეგიტიმაციას თუ არ ანიჭებ, სიები უნდა ჩახსნა, ორმაგი თამაში არის ფაქტობრივად რაღაც გაუგებარი პროცესი, რომელიც ცუდად დაუმთავრდება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ მანდატზე უარი უნდა თქვას და სიები ჩახსნას. „ლეგიტიმაციას თუ არ ანიჭებ, სიები უნდა ჩახსნა, ორმაგი თამაში […]

უმორჩილესად გთხოვთ, 25 ნოემბერი გამოაცხადეთ დასვენების დღედ, დაეთხოვეთ სამსახურებში, აიღეთ შვებულება და შემოგვიერთდით – გიორგი ვაშაძე

დღეს, 24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით წავალთ საქართველოს პარლამენტისკენ – განვლაგდებით პარლამენტის წინ, სადაც გავშლით კარვებს და სადაც მთელი ღამის განმავლობაში ვაპირებთ დარჩენას, -ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ მსვლელობაზე მათ უერთდებიან რეგიონებიდანაც. ამასთან, მსვლელობის პარალელურად, გაიმართება მანქანების მარშიც, რომელიც 2 საათის განმავლობაში […]

იორდანიაში, ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად შეიარაღებული პირი დაიღუპა, 3 პოლიციელი კი დაშავდა

იორდანიაში ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი-დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაღუპულია თავად შეიარაღებული თავდამსხმელი, დაჭრილები კი პოლიციელები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა პოლიციის პატრულს რაბიას რაიონში ცეცხლი გაუხსნა და საპასუხო სროლისას დაიღუპა. იორდანიის მთავრობის კომუნიკაციების მინისტრმა, მოჰამედ მომანიმ განაცხადა, რომ ეს იყო ტერორისტული თავდასხმა, რომლის სამიზნე […]

“უზრუნველვყოთ, რომ ქალებმა შიშის გარეშე იცხოვრონ” – ევროკავშირის ელჩი ქალებზე ძალადობის აღმოფხვრის დღეს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი განცხადებით ეხმაურება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, სადაც ნათქვამია, რომ საჭიროა დაირღვეს ამ საკითხთან დაკავშირებული დუმილი და სტიგმა, რათა ქალებმა შეძლონ შიშის გარეშე ცხოვრება. “გენდერული ძალადობა არა მხოლოდ პიროვნული ტრაგედიაა, ეს ასევე არის ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს ინდივიდებზე, ოჯახებსა და საზოგადოებებზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. […]

კურორტების განაშენიანების რისკი ტურიზმში – ავთენტურობის დაკარგვის საფრთხე

ტურისტულ რეგიონებში ბინებზე დიდი მოთხოვნაა. მშენებლობების გააქტიურება კი დიდ რისკს უკავშირდება. ქვეყნის სახელგანთქმული კურორტები იერსახეს და ავთენტურობას, ფაქტობრივად, კარგავს. ამის მაგალითია ბაკურიანი, გუდაური, ბახმარო და თითქმის ყველა ზღვისპირა კურორტი, სადაც ქაოსური განაშენიანება მიდის. საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ კურორტები მახინჯდება და ვიზუალურად განსხვავებული ტიპის კონცეფცია ყალიბდება, როგორც ურბანისტები აცხადებენ, ინერციით მიმდინარე მშენებლობებს ახლავს სხვა […]

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

Rugby Europe U18 Championship 2024 – Spain vs Georgia – 23. 11. 2024 – Marketa Stadium, Prague, Czech Republic – (Photo: Martin FLOUSEK / www.rugbyunion.cz). პრაღაში „რაგბი ევროპის“ ფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა უმცროსი ბორჯღალოსნების გამარჯვებით ანგარიშით 32:11 დასრულდა. ქართველმა მორაგბეებმა ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეექვსედ იზეიმეს. ბორჯღალოსნებმა მეოთხედფინალში გერმანიას სძლიეს, ნახევარფინალში კი ნიდერლანდების ნაკრები […]