ყოველ ათ წუთში რომელიმე ახლობლის ხელით ერთი ქალი კვდება – გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი

„გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის“ ბოლო ანგარიში გერმანიაში ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულების ზრდას ადასტურებს. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს ამ ქვეყანაში გენდერულ ნიადაგზე ძალადობას 360 ქალი ემსხვერპლა. „ქალს თითქმის ყოველდღე კლავენ. ყოველ სამ წუთში ქალი ან გოგონა ოჯახში ძალადობას განიცდის. ყოველდღიურად 140 გერმანელი ქალი და გოგონა სექსუალურ ძალადობას ექვემდებარება“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა. […]

ასე დასცინეს გვარდიოლას “ტოტენჰემის” ფანებმა – გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა [VIDEO]

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში “სიტი” “ტოტენჰემთან” საკუთარ მოედანზე 0:4 განადგურდა და ბოლო 18 წელში ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა. მანჩესტერელებმა ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ 5 შეხვედრა ბოლოს 18 წლის წინ წააგეს. უშუალოდ გუნდის დამრიგებელმა პეპ გვარიდოლამ კი ანტი-რეკორდი დაამყარა, რადგან ესპანელს თავის სამწვრთნელო კარიერაში მიჯრით ამდენი მარცხი არასდროს ქონია. რა თქმა უნდა, მანჩესტერულ გუნდში […]

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?

24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, მაღალ მთაში თოვლი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული […]

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2024 წლის დასკვნით თამაშს ტონგასთან გამართავს

24 ნოემბერს ბორჯღალოსნები 2024 წლის დასკვნით თამაშს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ტონგასთან გამართავენ. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება, თუმცა გულშემატკივრებს სტადიონის მიმდებარედ 13:00 საათიდან შეუძლიათ შეკრება. იტალიასთან მატჩის შემდეგ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. ტრავმა მოიშუშა და შერკინების მესამე ხაზში ბრუნდება ბექა საღინაძე. მარქაფიდან სასტარტოში დაწინაურდა ლუკა ივანიშვილი, თორნიკე ჯალაღონიამ კი დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნა. თითო ცვლილებაა […]

როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები და რამდენი დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე?

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი სემესტრი 30 დეკემბრამდე გაგრძელდება. 2024-2025 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და მეორე სემესტრი 15 იანვარს განახლდება. მეორე სემესტრში საზაფხულო არდადეგები 8-14 მარტს იქნება. მეორე სემესტრში 12 ოფიციალური დასვენების დღეა: 19 იანვარი, 3 მარტი, 8 მარტი, 9 აპრილი, სააღდგომო დასვენებები 18-21 აპრილი, 9 მაისი, 12 მაისი, 17 მაისი, […]

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტური მიმდინარეობს, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პირველ ტურში სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის 13 კანდიდატი იბრძვის. მეორე ტური, სავარაუდოდ, 8 დეკემბერს გაიმართება. გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრი მარსელ ჩიოლაკუ ლიდერობს, რომელსაც მხარს უჭერს რუმინეთის უდიდესი „სოციალ-დემოკრატების“ პარტია. გამარჯვების შანსი ასევე აქვს ოპოზიციური პარტიის, “ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის” ლიდერს, ჯორჯ სიმიონს. გარდა ამისა, […]

გიორგი ვაშაძე – განვლაგდებით პარლამენტის წინ, სადაც გავშლით კარვებს და მთელი ღამის განმავლობაში ვაპირებთ დარჩენას – უმორჩილესად გთხოვთ, 25 ნოემბერი გამოაცხადეთ დასვენების დღედ, დაეთხოვეთ სამსახურებში, აიღეთ შვებულება და შემოგვიერთდით

დღეს, 24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით წავალთ საქართველოს პარლამენტისკენ – განვლაგდებით პარლამენტის წინ, სადაც გავშლით კარვებს და სადაც მთელი ღამის განმავლობაში ვაპირებთ დარჩენას, -ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ მსვლელობაზე მათ უერთდებიან რეგიონებიდანაც. ამასთან, მსვლელობის პარალელურად, გაიმართება მანქანების მარშიც, რომელიც 2 საათის განმავლობაში […]

ლატვიის ღარიბი რეგიონის მუშახელი სამუშაოს ლიეტუვაში პოულობს

ლიეტუვას შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიები არა მხოლოდ „მესამე ქვეყნების“ მოქალაქეების მიერ, არამედ მეზობელი სახელმწიფოების მუშახელითაც ივსება. ლატვიის ლატგალეს რეგიონში უმუშევრობის რეკორდულად მაღალი დონის პირობებში, მისი მცხოვრებლები სამუშაოს ლიეტუვაში პოულობენ. ლატვიის ქალაქ დაუგავპილსში მცხოვრები ალექსეი სოკოლოვი მშობლიური ქალაქიდან დაახლოებით 50 კილომეტრში, ვასიგანისში (ლიეტუვა) არსებულ ავეჯის ქარხანა Visagino Linija-ში მუშაობს. ალექსეის თქმით, მის მშობლიურ მხარეში სამუშაოს შოვნა […]

“მომავალ წელს, წარმოების 30%-მდე ზრდა ვგეგმავთ” – “ჩიკორი”

ჩირის მწარმოებელი კომპანია „ჩიკორის“ დამფუძნებელი, ანანო ბეჟანიშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ მომავალ წელს წარმოების 30%-მდე ზრდას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ „ჩიკორი“ საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, რომელსაც ქარელში, სოფელ სამწევრისში 25 ჰა-ზე გაშენებული შავი ქლიავის ბაღი და ჩირის გადამმუშავებელი საწარმო აქვს. ბრენდის ქვეშ დასაქმებულია 60-მდე ადამიანი და მომხმარებელს ე.წ. ჯანსაღი სნექის ალტერნატივას სთავაზობს. კომპანიის დირექტორის ცნობით, კომპანია […]

პაველ ჰერჩინსკი: უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა

საქართველოშ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 25 ნოემბერს აღინიშნება, განცხადებას ავრცელებს. ელჩის თქმით, გენდერული ძალადობა არა მხოლოდ პიროვნული ტრაგედიაა, ეს ასევე არის ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს ინდივიდებზე, ოჯახებსა და საზოგადოებებზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. “სტატისტიკა ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო მასშტაბებს ავლენს: თითქმის ყოველმა მესამემ […]