“ეს უკრაინის გამარჯვებაა… გამარჯვება, რომელიც აღძრავს და აძლიერებს შთაგონებას” | ზელენსკი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე

“ეს უკრაინის გამარჯვებაა. გამარჯვება მთელი ევროპისთვის. გამარჯვება, რომელიც აღძრავს და აძლიერებს შთაგონებას”, – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შარლ მიშელის პოსტს ეხმაურება, სადაც წერია, რომ ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. This is a victory for Ukraine. A victory for all of Europe. A victory that motivates, inspires, and strengthens. […]

“ჩვენ დღეს ვგრძნობთ ევროპის თბილ ჩახუტებას… გმადლობთ მხარდაჭერისა და რწმენისთვის” | სანდუ

“მოლდოვა დღეს ახალ გვერდს აბრუნებს ევროკავშირის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ნებართვით”, – მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ მადლობას უხდის ევროპულ საბჭოს მოლოდვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისთვის. “მოლდოვა დღეს ახალ გვერდს აბრუნებს ევროკავშირის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ნებართვით. ჩვენ დღეს ვგრძნობთ ევროპის თბილ ჩახუტებას. გმადლობთ მხარდაჭერისა და რწმენისთვის ჩვენს მოგზაურობაში. ჩვენ ერთგული ვართ იმ მძიმე შრომის, რომელიც საჭიროა ევროკავშირის […]

“გილოცავთ ყველას! ახლა ქმედებებზე გადასვლის დროა” | ნიკა გვარამია

“გილოცავთ ყველას! ახლა ქმედებებზე გადასვლის დროა”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხმაურება. გილოცავთ ყველას! ოღონდ, ახლა უკვე წუწუნის და თხოვნა-მუდარის მოდუსიდან გამოსვლის და ქმედებებზე გადასვლის დროა. თვინიერ საქმეთა სტატუსი მკვდარ არს, – წერს ნიკა გვარამია.

საქართველო ოფიციალურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა

საქართველო ოფიციალურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ მიიღო, შარლ მიშელმა კი ამის შესახებ X-ზე დაწერა. “ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. და ევროკავშირი ასევე დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხებს. ევროკავშირმა მოიწვია კომისია მარტამდე, რათა მოამზადოს […]

“ჩემი “ყველაფერჩიკი” მერი, საკუთარი თანამშრომლები რომ აგინებენ საცობში…” – ლადო სადღობელაშვილი

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას რომ დაიწყებს ჩემი “მერი” მერე ნახეთ თქვენ საცობები და რომ დაასრულებს საერთოდ “მაგარი” იქნება ჩემი ფეხბურთელი, ჩემი სუპერ მენეჯერი და ახლა უკვე ჩემი სტილისტი “მერი”, საცობში მდგომი საკუთარი თანამშრომლები რომ აგინებენ. ჩემი მერი – ყველაფერჩიკია! მიყვარს, ჩემი სამტრედიელი – თბილისს ველო ზოლები რომ დაუმატა აი მაგიტომ მიყვარს, ამდენი ზებრა, შუქნიშანი და კუნძული […]

ფინეთი რუსეთთან საზღვარს ერთი თვით კვლავ ჩაკეტავს

14 დეკემბერს ფინეთმა გადაწყვიტა, რუსეთთან საზღვარი ერთი თვით ისევ მთლიანად ჩაკეტოს. გადაწყვეტილება ხვალიდან, 15 დეკემბრიდან 2024 წლის 14 იანვრამდე იმოქმედებს. ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარი რანტანენის თქმით, აღმოსავლეთ საზღვართან შექმნილი მდგომარეობა ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს. “ნათელია, რომ უკანონო იმიგრაციის ფენომენი საგარეო ძალის გავლენის გამო განვითარდა და ასევე კრიმინალთანაა დაკავშირებული. ფინეთი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას იმ საკითხებში, […]

1 იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება – რა კითხვები აქვს ბიზნესს?

2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იზღუდება – რეგულაციების ამოქმედებამდე 2 კვირა რჩება, თუმცა ბიზნესს კითხვები აქვს. ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ავტომობილების ტრანსპორტირების დრო გაზრდილია, შესაბამისად, 2013 წლამდე წლოვანების ავტომობილები ჩამოსვლა, რომელიც გზაშია და საქართველოსკენ მოემართება, შესაძლოა ვერ მოესწროს. ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბუნდოვანია თავად განბაჟების საკითხიც, ჯერჯერობით უცნობია […]

ორბანი EU-ს გაფართოების წინააღმდეგ | The Guardian-ის ცნობით, უკრაინის “დაჩქარებულ” გაწევრიანებაზე კითხვები კიდევ 8 ქვეყანას აქვს – ბოლო ცნობები ბრიუსელიდან

ორბანი EU-ს გაფართოების წინააღმდეგ | The Guardian-ის ცნობით, უკრაინის “დაჩქარებულ” გაწევრიანებაზე კითხვები კიდევ 8 ქვეყანას აქვს – ბოლო ცნობები ბრიუსელიდან ევროკავშირის გაფართოების გზაზე უნგრეთის პრემიერმინისტრი არ არის ერთადერთი პრობლემა ევროპელი ლიდერებისთვის. მუქარისა და შანტაჟის ენით არა, თუმცა ცალკეული სახელმწიფოები გაფართოების ამ მოცემულობას აკრიტიკებენ. საუბარია ავსტრიის პოზიციაზე. ქვეყნის მთავრობა მიიჩნევს, რომ უკრაინასთან არსებული პირობებით გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების […]

“ევროპულმა საბჭომ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი საქართველოს” | მიშელი

“ევროპულმა საბჭომ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი საქართველოს” | მიშელი “ევროპულმა საბჭომ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი საქართველოს”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე წერს. “ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. და ევროკავშირი ასევე დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ […]

“უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები… რატომ არ იმსახურებს EU-ს გარეთ მცხოვრები ხალხი ნორმალურ ცხოვრებას და კანონის უზენაესობას?” | ნაუსედა

“უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები… რატომ არ იმსახურებს EU-ს გარეთ მცხოვრები ხალხი ნორმალურ ცხოვრებას და კანონის უზენაესობას?” – ამის შესახებ ბრიუსელში ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საუბრობს. ჩემმა მეგობრებმა საქართველოდან ნამდვილად ბევრი გააკეთეს რეფორმების შესასრულებლად. დიახ, ყოველთვის არის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში შესაძლებელია, თუმცა, ახლა გვაქვს პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებები არამხოლოდ უკრაინასა და მოლდოვასთან, არამედ […]