საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

ევროპული საბჭო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა, 23 ივნისის კი, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით მიმართა.

საფრანგეთის ელჩის ქართულენოვანი მილოცვა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე: გაუმარჯოს!

საქართველოში საფრანგეთი ელჩი შერაზ გასრი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. “გაუმარჯოს” – წერს სოციალურ ქსელში დიპლომატი და შარლ მიშელის პოსტს აზიარებს. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

თბილისში, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ცოლზე ძალადობა, ნარკოდანაშაული და არასრულწლოვანი გერის მიმართ სექსუალური ძალადობა ედება

ოჯახში ძალადობის ბრალდება – ახალგაზრდა ქალი “კურიერს” უყვება, რომ მეუღლე მასზე და მის არასრულწლოვან შვილებზე, წლების განმავლობაში, ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ქალი ამბობს, რომ პოლიციას მას შემდეგ მიმართა, რაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი კაცი უკვე ფიზიკურად უსწორდებოდა. ბრალდებული ირანის მოქალაქეა და დაზარალებულთან 12 წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება. ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკების შეძენა-შენახვა მოხმარების ბრალდებით, ირანელი მამაკაცი ახლა […]

“ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ, საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა” – შარლ მიშელი

შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, ხოლო, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. “ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და […]

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის შეცვლილი პოზიცია – ყველასთვის კარგად ნაცნობი სიტყვები “არა და არასოდეს” პრეზიდენტმა უკან წაიღო

შეცვლილი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე – სალომე ზურაბიშვილმა “რადიო თავისუფლების” პრაღის ბიუროს ჟურნალისტთან თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე, ოფიციალურად, უარი არასდროს უთქვამს. მისი განმარტებით, ამ თემაზე ის, უბრალოდ, კომენტარს არ აკეთებს. სრულიად საპირისპირო და ზურაბიშვილის ცნობილ განცხადებას “კურიერის” არქივიც ინახავს. “არა და არასდროს” – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა 2021 წლის 3 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის […]

გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. “გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი,” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

“გილოცავთ!” – ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ და საქართველოს ისტორიულ თარიღს ულოცავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ და საქართველოს ამ ისტორიულ თარიღს ულოცავენ. „საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამ ისტორიულ დღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის. გილოცავთ!“, – აღნიშნულია მილოცვაში. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის […]

მიშელი: გაიხსნას მოლაპარაკებების პროცესი უკრაინასა და მოლდოვასთან EU-ში გაწევრიანებაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. “იმედის ნათელი სიგნალი მათი მოსახლეობისა და ჩვენი კონტინენტისთვის”, – წერს შარლ მიშელი. მისივე განცხადებით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

მიშელი: ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თქმით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. შარლ მიშელი წერს, რომ საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას.

“ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს” | მიშელი

“ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე წერს. “ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. და ევროკავშირი ასევე დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხებს. ევროკავშირმა მოიწვია […]