კონგრესმა თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ორმა მესამედმა ხმა მისცა თაცდაცვის პოლიტიკის აქტის მიღებას, რომელიც წლიური სამხედრო ხარჯებისთვის სარეკორდო $886 მილიარდი დოლარის გამოყოფას გულისხმობს. ამ დანახარჯებში ასევე იგულისხმება 300 მილიონით მომავალი წლის დახმარება უკრაინისთვის და ჩინეთის შეკავებისთვის საჭირო ფინანსები ინდოეთ-წყნარი ოკეანის აუზში. ამგვარად, პალატამ 310 ხმით 118-ის წინააღმდეგ, დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლების ძლიერი მხარდაჭერით ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი […]

კალაძე სტატუსზე: პირველ რიგში ხალხის დამსახურებაა და გუნდის, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია

იცით, პირველი გადაწყვეტილება როდესაც იყო მიღებული უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით, საქართველო და ქართული საზოგადოება დარჩა გულდაწყვეტილი, რადგან იყო არასამართლიანი გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში მიღებული. თუმცა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებს დავუმტკიცებთ, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, საქართველოს აქვს იმის სურვილი, რომ გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროპული მომავალი […]

Politico: უკრაინაზე გადაწყვეტილების მიღების დროს ოთახის დატოვება ორბანს შოლცმა შესთავაზა

Politico-ს ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შესთავაზა, უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილების მიღების დროს ოთახი დაეტოვებინა. როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ქვეყნების წარმომადგენლები კონსენსუსს საათობით ვერ აღწევდნენ, რადგან უნგრეთი გადაწყვეტილებას ვეტოს ადებდა. ამიტომ, შოლცმა ორბანს შესთავაზა, თუ გადაწყვეტილებას არავითარ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერდა, ოთახი დაეტოვებინა და დანარჩენი ლიდერებისთვის საშუალება მიეცა, […]

პრეზიდენტი – რაც დღეს ბრიუსელში ხდებოდა, არ მოხდებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, ამისთვის დიდი მადლიერება უნდა გამოვხატოთ, ეს გვევალება

დღეს, რაც ბრიუსელში ხდებოდა, ეს არ მოხდებოდა, თუ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და 2-წლიანი უსასტიკესი ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამისთვის დიდი მადლიერება უნდა გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეებმა, თუ ვიცით, რას ნიშნავს ქართველობა. „მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინის პრეზიდენტს, […]

პრეზიდენტი – ვუერთდები პრემიერის ინიციატივით გამოცხადებულ სახალხო ზეიმს, ხვალ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ – თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არადა ხალხში ვიქნები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერის ინიციატივით ხვალ დაგეგმილ სახალხო ზეიმს შეუერთდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა. „პრემიერმა გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი. მე ვუერთდები ამ ზეიმს, თქვენც უნდა შემოუერთდეთ. ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ, რადგან ეს იქნება საქართველოს ზეიმი და მზად ვარ, ყველაფერში მივიღო მონაწილეობა. თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არადა ხალხში ვიქნები. ერთად […]

ემანუელ მაკრონი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოსთვოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. “ამ საღამოს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა და საქართველოსთვოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადავწყვიტეთ. გილოცავთ!”, – წერს მაკრონი “ტვიტერზე“. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

შარლ მიშელი – ტელეფონით ვესაუბრე მაია სანდუს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა ისტორიული მიმართულება – თქვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია!

ტელეფონით ვესაუბრე მაია სანდუს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა ისტორიული მიმართულება, რომელსაც მათი ქვეყნები იღებენ ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ტელეფონით ვესაუბრე ახლა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა ისტორიული მიმართულება, რომელსაც მათი ქვეყნები […]

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე საქართველოს სტატუსის მინიჭებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებს, საქართველოს მოქალაქეებსა და ახალგაზრდებს ევროპული საბჭოს მიერ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. ,,საქართველო ღირსებით, მშვიდობითა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით ბრუნდება იმ ისტორიულად მნიშვნელოვან გარემოში, რომელსაც მრავალი წელი ქმნიდნენ მოაზროვნეები: […]

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვულოცავ ჩემს კოლეგებსა და ხალხს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან – ეს ისტორიული დღეა ევროპული ოჯახისთვის

ვულოცავ ჩემს კოლეგებსა და ხალხს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა. „ვულოცავ ჩემს კოლეგებს, საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან და სამი ქვეყნის ხალხს ევროპული საბჭოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ეს ისტორიული დღეა ევროპული ოჯახისთვის, მათთვის ვინც დემოკრატიულ პრინციპებს იზიარებს“, – წერს არარატ მირზოიანი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“). ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის […]

სალომე ზურაბიშვილი – მადლობა ქართველ ხალხს, რადგან ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა დიდი მიღწევა

ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ეს უნდა შევიგნოთ, დავაფასოთ და ბოლომდე გავატაროთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველას, ვინც დღეს ვამბობთ, რომ ერთად მივაღწიეთ ამას , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, რომ არა ქართველი ხალხის ერთად ყოფნა, ვერაფერს მივაღწევდით. „მადლობა ქართველ ხალხს, რადგან ქართველი ხალხის […]