მივესალმებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ევროკავშირის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “შეერთებული შტატები მიესალმება ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას, ევროკავშირის გაფართოების შესახებ, ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის”. “გადაწყვეტილებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის […]

დღეს ხანუქას დღესასწაული სრულდება

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეს იუდეველებისთვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის, ხანუქას ბოლო დღეა, განახლებისა და კურთხევის, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღე, რომელიც სათავეს ძვ. წ. II საუკუნეში იღებს და მაკაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის განწმენდასა და სატაძრო მსახურების განახლებას უკავშირდება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს იუდეურ თემს ხანუქას დღესასწაულს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქართველ იეზიდებს აიდა ეზიდს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქართველ იეზიდებს აიდა ეზიდს ულოცავს. „დღეს მთელი მსოფლიოს იეზიდები თავიანთ მთავარ რელიგიურ დღესასწაულს, სამდღიანი მარხვის შემდგომ უფლის სადიდებელ დღეს აღნიშნავენ. იეზიდთა რწმენის თანახმად, სწორედ, ამ კვირის დასაწყისში შეიქმნა დედამიწა, დღეს კი უფლის სადიდებელი, სამყაროს დაბადების დღე აღინიშნება“, – ნათქვამია მისალოცში.

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

15 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), რაფიელ ერისთავის, ფალიაშვილის, ბარნოვის, ირაკლი აბაშიძის, ნაფარეულის, კეკელიძის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, დიდიმ მირცხულავას, ატენის და არეშიძის […]

ისრაელის ელჩი: ვულოცავთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას!

· 64 · · ვულოცავთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას! შესაფერისი დასასრული ჰანუკასთვის და შესანიშნავი გზაა ახალი წლის შეხვედრის! წერს ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელ X-ში. 14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

კელი: როგორც ჟორდანია ამბობდა, საქართველოს მომავალი დაკავშირებულია დასავლეთთან… გილოცავთ!

· 95 · · როგორც მისი [საქართველოს] პირველი პრეზიდენტი, ნოე ჟორდანია ამბობდა, საქართველოს მომავალი განუყოფლად არის დაკავშირებული დასავლეთთან და ვერანაირი ძალა ვერ გაწყვეტს ამ კავშირს. გილოცავთ! წერს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იენ კელი სოციალურ ქსელ X-ში. 14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

ლაიენი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ეს სტრატეგიული დღეა, რომელიც EU-ს ისტორიაში შევა

· 118 · · ლიდერებმა გადაწყვიტეს წევრობასთან დაკავშირებით უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებები დაიწყონ, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა და [სტრატეგიული] დღე, რომელიც ჩვენი გაერთიანების ისტორიაში შევა. ვამაყობთ, რომ შევასრულეთ ჩვენი დანაპირები და მოხარულები ვართ ჩვენი პარტნიორებით წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში. 14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი […]

შაჰინი: მივესალმები ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი

· 94 · · მივესალმები ისტორიულ გადაწყვეტილებას, იმის თაობაზე, რომ უკრაინა და მოლდოვა დაიწყებენ მოლაპარაკებებს ევროკავშირში წევრობაზე, ხოლო საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. თუ ადრე ეს არ იყო ნათელი, ახლა ნამდვილად ნათელი უნდა იყოს. პუტინი ძალიან ცდება: უკრაინის მომავალი დამოკიდებულია დასავლეთზე. წერს ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში. 14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო […]

მილერი: ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს ისტორიულ ნაბიჯს – მხარს ვუჭერთ კანდიდატებს

· 128 · · ჩვენ მივესალმებით ევროპული საბჭოს კენჭისყრას, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას ითვალისწინებს და ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას ამ ისტორიულ ნაბიჯს, რომელიც ქვეყნებმა ევროკავშირში წევრობისკენ სწრაფვის გზაზე გადადგეს. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს გაფართოებას და პოტენციურ კანდიდატებს მათ ევროკავშირისკენ სწრაფვის გზაზე წერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეტიუ მილერი […]

“მომრავლდით ქალები და კაცები, ვინც თავს ისაწყლებთ… პირდაპირ გეტყვით: ცხოვრებაში არაფერში გაგიმართლებთ, არავინ შემოგხედავთ, არ დაგაფასებენ” – ვის მიმართავს თათა გიორგობიანი

“მომრავლდით ქალები და კაცები, ვინც თავს ისაწყლებთ… პირდაპირ გეტყვით: ცხოვრებაში არაფერში გაგიმართლებთ, არავინ შემოგხედავთ, არ დაგაფასებენ” – ვის მიმართავს თათა გიორგობიანი · 58 “ღამის შოუს” ბენდის წევრი თათა გიორგობიანი ინტერნეტს საკმაოდ ბევრ დროს უთმობს. მოგეხსენებათ, ის ფსიქოლოგის პროფესიას ეუფლება და სოციალურ ქსელში თავის ცოდნას ადამიანებს უფასოდ, გასაგები ენით უზიარებს. სასარგებლო და მარტივად გასაგები ფსიქოლოგიური რჩევების […]