დღეს პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობას დაასრულებს

დღეს პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობას დაასრულებს. საშემოდგომო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურება. რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია, რომლის გახსნის დღე სექტემბრის პირველი სამშაბათია, დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაიხუროს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარლამენტი რიგგარეშე სხდომების მოწვევას არ აპირებს. პარლამენტი მუშაობას საგაზაფხულო სესიის ფორმატში თებერვლის პირველ სამშაბათს – 6 თებერვალს განაახლებს.
მივესალმებით ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას | სალივანი

“მივესალმებით ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებისკენ. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროგრესს და განვაგრძობთ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის მისწრაფებების მხარდაჭერას”.
მილერი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს გაფართოებას და მომავალ კანდიდატებს EU-სკენ მათ გზაზე

მივესალმებით ევროკავშირის გაფართოებაზე ევროპული საბჭოს კენჭისყრას და ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცოგოვინას ევროკავშირის მისწრაფებებისკენ გადადგმულ ისტორიულ ნაბიჯს. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს გაფართოებას და მომავალ კანდიდატებს ევროკავშირისკენ მათ გზაზე.
„თბილისი-ევროპული ქალაქი“ – ამ სლოგანით დედაქალაქში დღეს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება

„თბილისი – ევროპული ქალაქი“ – ამ სლოგანით დედაქალაქში დღეს, 15 დეკემბრიდან საახალწლო დღეები დაიწყება და ამავე დღეს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან დედაქალაქის მოსახლეობას ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა […]
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ახალგაზრდა მძევლის ცხედარი აღმოაჩინა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათმა ჯარისკაცებმა ღაზაში 28 წლის მძევლის, ელია ტოლენადოს ცხედარი იპოვეს. მათივე ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი სამხედრო დაზვერვის დირექტორატის 504 ქვედანაყოფისა და 551-ე ბრიგადის მიერ განხორციელებული ოპერატიული მოქმედებების დროს აღმოაჩინეს. ელია ტოლენადო მძევლად 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, „სუპერნოვას“ მუსიკალური ფესტივალიდან აიყვანეს. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზაში ამჟამად, […]
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არის ჩვენი პარტნიორების ერთგულების დასტური, ერთად ავაშენოთ უფრო ძლიერი მომავალი – ჯოზეფ ბორელი

დღეს ჩვენ ვდგამთ ისტორიულ ნაბიჯს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ, უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკების გახსნით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების გახსნით, მას შემდეგ რაც მიიღწევა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხი, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არის ჩვენი პარტნიორების ერთგულების დასტური ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ევროკავშირის რეფორმების მიმართ. […]
„ქართული ბიზნესისთვის ეს დიდი შანსია, მათ გაუჩნდებათ შესაძლებლობა, რომ წარმოებული პროდუქცია ევროკავშირში გაიტანონ“ – „ხახაბო“

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. „კომერსანტი“ დაინტერესდა რას შეცვლის კანდიდატის სტატუსზე დადებთ პასუხი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის და რა შესაძლებლობის ფანჯარა გაეხსნებათ ქართველ ბიზნესმენებს და თემაზე, ცივი დაწურვის მეთოდის ცივი დაწურვის ტექნოლოგიით მცენარეული ზეთების მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელს […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 დეკემბერს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ბოჭორმა, ომარაულები, ფიჭვიანი, დორეულები, ზურაბები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ძალისი, წეროვანი, ერედა და მიმდებარე სოფელბში; 11:30-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ყანობი, […]
დღეს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს – BARTA 2023 მე-5 საიუბილეო ცერემონია გაიმართება

დღეს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) მე-5 საიუბილეო ცერემონია, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ 17 საათზე დაიწყება. ცერემონიაზე გამოვლინდებიან კომპანიები, რომელთა წლიური ანგარიშებიც გამჭვირვალობისა და მდგრადობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან. BARTA 2019 წელს დაარსდა და მსოფლიო ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის მიზანია კომპანიებს შორის ჯანსაღი […]
DW: დარბაზიდან ორბანის გასვლა შოლცის იდეა იყო

უკრაინის მიმართ უნგრეთის უარყოფითი პოზიციით გამოწვეული ჩიხიდან გამოსავალი გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოიფიქრა. ამის შესახებ გერმანულ მაუწყებელს, „დოიჩე ველეს“(DW) განუცხადა ევროკავშირის რამდენიმე დიპლომატმა. 14 დეკემბერს, როცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე კენჭი უნდა ეყარათ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებისთვის, ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დარბაზი დატოვა. DW-ს წყაროების თანახმად, წინადადება, […]