ევროკავშირის ელჩი – გილოცავთ, „საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არი“ – წინ საქართველო, წინ!

გილოცავთ, „საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არი“. წინ საქართველო, წინ! – საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, ამიტომ ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ელჩმა შეკრებილ საზოგადოებას ქართულად მიმართა. მისივე თქმით, ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა. ამასთან, ის […]
ურსულა ფონ დერ ლაიენი – გუშინდელმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის დაპირებებს

ევროპულმა საბჭომ გაფართოების კუთხით ნაბიჯების წინ გადადგმის გადაწყვეტილება მიიღო და ეს იქნება ჩვენი საერთო ისტორიის გარდამტეხი მომენტი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გადავწყვიტეთ, გავხსნათ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან და გადავწყვიტეთ, მიგვენიჭებინა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის, ასევე გადავწყვიტეთ, გავხსნათ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან როგორც კი საჭირო […]
შალვა პაპუაშვილი – მადლობა ყველას, ვინც იღვაწა და თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა საერთო სიხარულის დადგომაში – მადლობა ბრძენ და მშრომელ ქართველ ხალხს, თქვენთვის და თქვენი სახელით მუხლჩაუხრელად და ამაყად გავაგრძელებთ ქვეყნის სანუკვარი მომავლის შენებას

მრავალმა თაობამ ნაბიჯ-ნაბიჯ, შრომით, რუდუნებით და დიდი მოთმინებით ვიარეთ ამ დღისკენ. ვიარეთ რწმენით, ღრმა შეგნებით, რომ ქართველები, როგორც ქრისტეს კვართის მცველები, რუსთაველისა და ილიას მშობელი ერი აუცილებლად დავბრუნდებოდით ისტორიულ წიაღში , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. პაპუაშვილის განცხადებით, მრავალ გამარჯვებათა […]
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილ სახალხო ზეიმზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გაჟღერდა. მანამდე, თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ მიმართეს. მათ მოქალაქეებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება მიულოცეს. სახალხო ზეიმი […]
“ქართველმა ხალხმა დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი… ძალიან ბედნიერი ვარ” | ფოტიგა

“ქართველმა ხალხმა დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი… ძალიან ბედნიერი ვარ”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა “მთავარ არხთან” საუბრობს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან ბედნიერი დღეა ქართველებისთვის. მინდა გითხრათ, რომ მეც ძალიან ბედნიერი ვარ. რადგან, როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და შემდეგ პარლამენტის წევრი, მომსწრე ვარ ყველა ნაბიჯის, რომელსაც საქართველო დგამდა ევროპისკენ. ქართველმა ხალხმა დაიმსახურა კანდიდატის […]
კიდევ ერთხელ გილოცავ საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის! წინ საქართველო, წინ | პაველ ჰერჩინსკი

თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს ემოციური სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. პაველ ჰერჩინსკიმ მიმართვა ქართულ ენაზე წაიკითხა და მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიულოცა, ხელისუფლებას კი ტრიბუნიდან შეახსენა, რეფორმების გატარების აუცილებლობა: “ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, გილოცავთ საჯარო მოხელეებს, გილოცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, გილოცავთ მედიას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც […]
წინ დიდი გამარჯვება გველოდება, უფლის ნებით, უნდა შევძლოთ ქვეყნის გაერთიანება – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების აღსანიშნავ ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა. საზეიმო ღონისძიება მთავრობის ორგანიზებით თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს. მისი თქმით, ეს არის ისტორიული გამარჯვება, რომელიც გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს ეკუთვნის. „ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა, დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ დავიმსახურეთ […]
5G ინტერნეტის დანერგვისთვის შესაბამისი რესურსები სილქნეტს არ გააჩნია – კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, კომპანია “სილქნეტს” არ გააჩნია 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო რესურსები. უწყების ინფორმაციით, 5G ინტერნეტის დანერგვისთვის აუქციონი 2023 წლის აგვოსტოში გამოაცხადეს, თუმცა “სილქნეტს” მონაწილეობა არ მიუღია. “სილქნეტის” მიერ შეთავაზებული 5G-ით მომხმარებლები ხარისხიან და ეფექტიან ახალი თაობის ინტერნეტს ვერ მიიღებენ, რადგან მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის შესაბამისი ოდენობისა და მახასიათებლების მქონე სპექტრული რესურსის გამოყენებაა საჭირო, რომელიც […]
სოფლის მეურნეობამ ენერგია უნდა მიმართოს იმ პროდუქტებზე, რაზეც ქვეყანა ფულს ხარჯავს – ვაშაკიძე

სოფლის მეურნეობამ ენერგია უნდა მიმართოს იმ პროდუქტებზე, რაზეც ქვეყანა ფულს ხარჯავს, – ამის შესახებ “ჩირინას” დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ BMG-ის ეთერში, განაცხადა. რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა სხვა მიმართულებით უნდა განვითარდეს, ვიდრე ახლა ვითარდება. “მე ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა იწარმოებოდეს პროდუქტი, რომელსაც საქართველოში ადამიანები მოიხმარენ. რაზეც მოთხოვნა არის. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი, რომ ვაწარმოოთ ის, […]
თავისუფლების მოედანზე სახალხო ევროპული ზეიმი მიმდინარეობს

“ოცნება” ახალ დღის წესრიგზე გადაეწყო. ქართველი ხალხის ძალისხმევის, უკრაინის გმირული ბრძოლის შედეგად მინიჭებული სტატუსის შემდეგ, ივანიშვილის გუნდმა ზეიმი დააორგანიზა. “ოცნება” ახალი ინსტრუქციებით, დღეს დილიდან ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს კანდიდატის სტატუსი მათი პოლიტიკის შედეგია. ამ წუთებში თბილისის ცენტრში კონცერტი მიმდინარებს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა. იმის მიუხედავად რომ სალომე ზურაბიშვილის დღეს ოცნება სიტყვით გამოსვლის უფლებას არ მისცემს, […]