“ალა დაკითხვის ოთახში გადაიყვანეს და ორი საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ…” – რატომ დაბრუნდა ალა პუგაჩოვა რუსეთში მარტო – Marao

“ალა დაკითხვის ოთახში გადაიყვანეს და ორი საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ…” – რატომ დაბრუნდა ალა პუგაჩოვა რუსეთში მარტო – Marao რუსეთში ვიზიტის დროს ალა პუგაჩოვა მესაზღვრეებმა ორი საათის განმავლობაში დაჰკითხეს. პრიმადონამ არა მხოლოდ გულწრფელად ისაუბრა რუსეთში ვიზიტის მიზეზებზე, არამედ მესაზღვრეებს სამახსოვრო რამდენიმე ფოტოც გადასცა. ალა პუგაჩოვას რუსეთში ვიზიტის ზოგიერთი დეტალი უკვე გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ ვარსკვლავისთვის საზღვრის […]

ისრაელის თავდაცვა: ღაზაში „ჰამასის“ დამარცხებას თვეები დასჭირდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თქმით, ღაზის სექტორში „ჰამასის“ დასამარცხებლად, ისრაელის ძალებს რამდენიმე თვე დასჭირდება. მინისტრმა ამის შესახებ ხუთშაბათს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან საუბრისას განაცხადა. გალანტის თქმით, „ჰამასი“ ღაზაში თავის ინფრასტრუქტურას, „მიწის ზემოთ და ქვემოთ“, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშენებდა და მათი დამარცხება „ხანგრძლივ დროს მოითხოვს. ეს რამდენიმე თვე გასტანს.“ […]

თეთრი სახლი ღაზაში ომის შემდეგი ფაზის საკითხზე ისრაელთან “ინტენსიურ” მოლაპარაკებებს აწარმოებს

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა პარასკევს თქვა, რომ ვაშინგტონი ისრაელზე ზეწოლას ახდენს, რათა ღაზაში ომის ყურადღების ცენტრი, ფართომასშტაბიანი დაბომბვებიდან და სახმელეთო ოპერაციიდან, „ჰამასის“ ლიდერების სამიზნედ ამოღებაზე გადაირთოს, თუმცა არ დაუზუსტებია ეს ცვლილება როდის შეიძლება მოხდეს. ისრაელი ამ დრომდე წინააღმდეგობას უწევდა გლობალურ წნეხს, შეეზღუდა შეტევა რომელიც დაიწყო 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის და დაახლოებით 1200 […]

ევროკავშირის ელჩმა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქართულად მიულოცა: საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა თავისუფლების მოედანზე, სადაც მთავრობის ორგანიზებით აღინიშნება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მისი თქმით, საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. მისასალმებელ სიტყვაში ელჩმა პირველი ახსენა საქართველოს პრეზიდენტი, რომლის შესახებაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ თქვა, რომ საზეიმო ღონისძიებაზე “არაფერი ესაქმება“. “მოგესალმებით, ქალბატონო პრეზიდენტო, […]

მიშელი: გაფართოება არის ინვესტიცია მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ბლოკისთვის გაფართოვება მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში ინვესტიციას ნიშნავს. ეს განცხადება მან ბრიუსელში, საბჭოს ორდღიანი სამიტის მიწურულს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მიშელმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინაში ღრმად გარდაქმნა ევროკავშირი. “ჩვენ გადავწყვიტეთ დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან და მივცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ მოლაპარაკებების გახსნა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან. […]

თავისუფლების მოედანზე მთავრობის ორგანიზებით აღნიშნავენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აღნიშნავენ. ღონისძიება მთავრობის ორგანიზებით იმართება. შეკრებაზე სიტყვით პირველი გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან მოქალაქეებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა. „ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, ამაყ, თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს. დიახ, მეგობრებო, ჩვენ ვიბრძოლეთ, ბევრი ვიბრძოლეთ და […]

“როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, არ შეიძლება არ ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილზე | სოფო ჯაფარიძის ბრიფინგი

“მიხეილ სააკაშვილის წვლილი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაერთიანებაში უდიდესია”, – ამის შესახებ ენმ-ის წევრი სოფო ჯაფარიძე საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. მან ვრცლად ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაზე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ჯაფარიძემ გაიხსენა ყველა ის კონკრეტული ნაბიჯი, რაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ევროპასთან დასაახლოვებლად გადაიდგა. “როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, არ შეიძლება არ ვისაუბროთ ადამიანზე, რომელმაც ყველაფერი […]

სალომე ზურაბიშვილს სცენაზე ასვლისა და სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა

თავისუფლების მოედანზე პოლიტიკური გამოსვლები ისე დასრულდა, საქართველოს პრეზიდენტს სცენაზე ასვლისა და მოსახლეობისთვის სიტყვით მიმართვის საშუალება არ მიეცა. “ოცნების” ორგანიზებულ ღონისძიებას სალომე ზურაბიშვილი ხალხის რიგებიდან ადევნებდა თვალს. ქართული ოცნების ლიდერებმა დღეს დილიდან განაცხადეს, რომ მას ტრიბუნას არ დაუთმობდნენ მიუხედავად იმ მზაობისა, რომელიც ზურაბიშვილმა გუშინვე გამოთქვა. სცენაზე სიტყვით ღარიბაშვილი, კობახიძე, პაპუაშვილი, კალაძე გამოვიდნენ. მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა […]

სამიტი იყო ისტორიული, გაფართოება არის ინვესტიცია მშვიდობაში, უსაფრთხოებაში და კეთილდღეობაში | მიშელის შემაჯამებელი განცხადება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 14-15 დეკემბრის ევროკავშირის სამიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ გაფართოება არის ინვესტიცია მშვიდობაში და მიღებული გადაწყვეტილებებით, გარეთიანებამ ძლიერი პოლიტიკური გზავნილი გააკეთა: “რუსეთის აგრესიის ომმა უკრაინის წინააღმდეგ უკვე ღრმად შეცვალა ევროკავშირი. ჩვენ გავამყარეთ მშვიდობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის ღირებულებები. სამიტი, რომელიც ახლახან დასრულდა, იყო ისტორიული, რადგან ჩვენ გადავწყვიტეთ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების […]

ანა ნაცვლიშვილი – ევროპამ აჩვენა პოლიტიკის და დიპლომატიის მასტერკლასი – როგორც ბრძოლაში ვიყავი ქართველ ხალხთან ერთად, ზეიმშიც ვარ ხალხთან ერთად

გუშინ ევროპამ აჩვენა პოლიტიკის და დიპლომატიის მასტერკლასი და ძალიან მკაფიო სიგნალი გაუგზავნა როგორც საქართველოს, მოლდოვას უკრაინას, ასევე მოსკოვს – კარგად უნდა დაიმახსოვრონ ეს უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, არ აქვს, მოლოდინი, რომ „ქართული […]