უკრაინის შსს-მ რუსეთის პატრიარქ კირილზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა. რუსეთის პატრიარქი ეჭვმიტანილი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, ასევე აგრესიული ომის წარმოება ედება ბრალად. პატრიარქი კირილი ცნობილია თავისი ანტიუკრაინული განცხადებებითა და სხვა ოდიოზური ხრიკებით, ის პუტინისა და სხვა სამხედრო-პოლიტიკური მაღალჩინოსნების წრესთან დაახლოებული პირია, რომელი უკრაინაში რუსეთს აგრესიას უჭერს მხარს. ასევე პუტინის პატრიარქმა არაერთხელ […]
დანიური კომპანია „მაერსკი“ წითელი ზღვის გავლით კონტეინერების გადაზიდვებს შეაჩერებს

დანიური კომპანია „მაერსკი“ წითელი ზღვის გავლით კონტეინერების გადაზიდვებს შეაჩერებს. კომპანიაში განაცხადეს, რომ საერთაშორისო გადაზიდვები აფრიკის შემოვლით განხორციელდება. „მაერსკის“ გადაწყვეტილება იემენიდან გემებზე თავდასხმების გახშირებას უკავშირდება. იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ ისრაელ-ღაზის ომში პალესტინელებს უჭერენ მხარს და აცხადებენ, რომ თავს დაესხმებიან ყველა გემს, რომელიც ისრაელისკენ მიემართება. წითელი ზღვა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტი მსოფლიოში საწვავის და ტვირთების გადაზიდვისთვის.
ოთარ ზურაბიშვილი – ყველა ვართ მოწმე, ვინ იყო ევროპის გზაზე, ვინ არ იყო და ვინ ცდილობდა ამ გზაზე საქართველოს შეჩერებას – პრეზიდენტი რატომ არ იყო ტრიბუნაზე? – ეს არის ევროპული პრინციპების საწინააღმდეგო

თუ დღეს აქ ვართ, მთავარი როლი ითამაშა ახალგაზრდობამ, საზოგადოებამ და პრეზიდენტის ინსტიტუტმა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. ოთარ ზურაბიშვილის თქმით, თავისუფლების მოედანზე, კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავ ღონისძიებაზე პრეზიდენტისთვის ტრიბუნის არ დათმობა ევროპული პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო. „არ დავივიწყოთ, რა მოხდა ამ გასული წლის მანძილზე. ყველა ვართ ამის […]
გიგი გიგიაძე – საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საკითხი იმაშია, რამდენად მოინდომებს, რომ პროცესი დაჩქარდეს – აუცილებელია ხელისუფლებამ 100%-ით შეასრულოს რეკომენდაციები, სენტიმენტები აღარ იქნება

ახლა, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ 100%-ით, ზედმიწევნით შეასრულოს განსაზღვრული 9 რეკომენდაცია. მომდევნო წლის ბოლოს, ჩვენ აღარ ვიქნებით უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, აღარ იქნება ეს სენტიმენტები, რომელიც აქამდე არსებობდა და 9 რეკომენდაციიდან აღარ ჩაგვითვლიან, მხოლოდ და მხოლოდ, 3 რეკომენდაციას შესრულებულად. ეს იქნება სრულიად სხვა დამოკიდებულება საქართველოსადმი , – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა დანიაში, გიგი გიგიაძემ „პალიტრანიუსის“ […]
სტატუსის მიღებაში ამჟამინდელი ხელისუფლების ძალისხმევა და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული, ამ გზის გაკაფვაში საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც წვლილი აქვს შეტანილი – ილია მეორე

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის განცხადებას ავრცელებს. „დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა. ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურთიერთგამამდიდრებელი იქნება და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების და […]
ჟურნალისტებმა უკრაინაში თითქმის 39,5 ათასი რუსის დაღუპვა დაადასტურეს

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე სულ მცირე 39,424 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახურისა და Mediazon-ის ახალ ანგარიშშია რეზიუმეშია ნათქვამი. გამომძიებელი ჟურნალისტები ხაზს უსვამენ, რომ ეს მხოლოდ ის მსხვერპლია, რომელთა სახელები და სამარხები ღია წყაროების საშუალებით იქნა გამოვლენილი. რუსეთის დანაკარგების რეალური მაჩვენებელი შეიძლება ბევრად უფრო მაღალი იყოს. ბოლო მსგავსი ანგარიშიდან, 1 დეკემბერს […]
პოლონეთში დააკავეს 26 წლის ქართველი, რომელმაც საგზაო წესები დაარღვია და ბორდიურს შეეჯახა
პოლონეთში დააკავეს 26 წლის ქართველი, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში საგზაო წესები დაარღვია და ბორდიურს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეჯახების შემდეგ მან გაქცევა მოახერხა, თუმცა მალევე დაიჭირეს. თავდაპირველად მან ალკოტესტზე უარი თქვა, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დადგინდა, რომ ახალგაზრდა ავტომობილს ნასვამ მდგომაროება მართავდა. მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და მართვის უფლების ჩამორთმევა ემუქრება.
მკურნალობის, მედიკამენტების ხარისხისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესება – რა შესაძლებლობას გვთავაზობს ევროპა

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს. რას ნიშნავს ევროპული ოჯახის წევრობა ჯანდაცვის სისტემისთვის? ამ საკითხზე საკუთარ მოსაზრებას ექსპერტები გამოთქვამენ. აკაკი ზოიძის თქმით, ევროკავშირში ჯანდაცვის მთელი რიგი სერვისებით სარგებლობა და ამ კუთხით მოქალაქეთა უფლებები კანონმდებლობით დაცულია. შესაბამისად, საქართველოშიც ეს სერვისები ხელმისაწვდომი უნდა იყოს. როგორც მან რადიო „კომერსანტს“ განუცხადა, კანდიდატის სტატუსი ნიშნავს ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაზრდას […]
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს შაბათ-კვირას | ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს შაბათ-კვირას – ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით, ორშაბათამდე: · 1 აშშ დოლარი – 2.6816; · 1 ევრო – 2.9406 · 1 ფუნტი – 3.4290; · 1 ლირა კი 0.0923 ლარი ეღირება.
გურიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა | ერთის მდგომარეობა მძიმეა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი მცირეწლოვანი დაკბინა, – ინფორმაციას “გურია ტვ” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაკბენილები არიან 5 წლის და 2,7 წლის ძმები. განსაკუთრებით მძიმეა უმცროსის მდგომარეობა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ის რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს.