ჩემთვის გადაწყვეტილება ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად დარჩება – ჩემი მესიჯია: მოდით, სწრაფად ვიმუშაოთ, ყველამ ერთად – შარლ მიშელი ქართველ ხალხს

ქართველი ხალხისადმი ჩემი მესიჯია: მოდით სწრაფად ვიმუშაოთ, ყველამ ერთად, გადადგით საჭირო ნაბიჯები და გაატარეთ საჭირო რეფორმები. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გუშინ ღამე, მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება მივიღეთ, ძალიან მალე სატელეფონო საუბრები გავმართე პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრეზიდენტ სანდუსთან, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. პირადად ჩემთვის ეს, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად დარჩება, […]
პოლონეთის ახალი მთავრობა სმოლენსკის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიას გააუქმებს

პოლონეთის ახალი მთავრობა სმოლენსკის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიას გააუქმებს. შესაბამისი განკარგულება პოლონეთის ახალდანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინაკ-კამიშმა გასცა. აღნიშნული კომისია 2010 წელს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზებს იძიებდა, რომლის შედეგადაც პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მთავრობის წევრები დაიღუპნენ. განკარგულების თანახმად, კომისიის წევრებს 2023 წლის 18 დეკემბრამდე მისცეს ვადა ყველა დოკუმენტაციის, ინვენტარისა და აღჭურვილობის ჩასაბარებლად. პოლონეთის თავდაცვის […]
ფუტსალი – საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ რაუნდში მეხუთე მატჩი გამართა. ერევანში, სომხეთის ნაკრებთან ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლი გიორგი ღავთაძემ გაიტანა. ელიტ რაუნდის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 20 დეკემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, 18:00 საათზე გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე პორტუგალიის ეროვნული ნაკრები იქნება. მატჩზე დასწრება […]
„ხარისხის გასაუმჯობესებლად მოგვიწევს დაფინანსების გაზრდა როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით“ – თამარ სანიკიძე

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება განათლების მიმართულებით პირველ რიგში გულისხმობს ხარისხის გაზრდას, რისი ვალდებულებაც უკვე აღებული გვქონდა ასოცირების შეთანხმებით. შესაბამისად, მოგვიწევს ამ ხაზის გაძლიერება, რათა შემდეგ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ“, – ამის შესახებ განათლების ყოფილმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირისგან გაიზრდება საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარება, რაც განათლების სისტემის განვითარებისთვის აუცილებელი […]
“თუ პრეზიდენტი პუტინი მზადაა, განაახლოს დიალოგი, ჩემი ტელეფონის ნომერი არ შეცვლილა” | მაკრონი

“თუ პრეზიდენტი პუტინი მზადაა, განაახლოს დიალოგი, ჩემი ტელეფონის ნომერი არ შეცვლილა” | მაკრონი “თუ პრეზიდენტ პუტინს ექნება სერიოზული წინადადებები და მზად არის განაახლოს დიალოგი… ჩემი ტელეფონის ნომერი არ შეცვლილა”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, დიალოგის წინაპირობა უნდა იყოს პუტინის “სერიოზული წინადადებები” და საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობა. “თუ პრეზიდენტ პუტინს ექნება სერიოზული […]
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი აცხადებს, რომ ღაზაში ბრძოლებისას ისრაელის სამხედროებმა შეცდომით სამი მძევალი მოკლეს

ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში 3 ისრაელელი მძევალი შეცდომით მოკლეს. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი ავრცელებს. “შეჯაიაში [ჩრდილოეთ ღაზა] ბრძოლების დროს ისრაელის თავდაცვის ძალებმა შეცდომით მოახდინა სამი ისრაელელი მძევლის, როგორც საფრთხის იდენტიფიცირება, შედეგად, სამხედროებმა მათი მიმართულებით გაისროლეს და მოკლეს… ტერიტორიაზე, სადაც ინციდენტი მოხდა, ძიებებისა და გადამოწმებების დროს გარდაცვლილთა იდენტობებთან დაკავშირებით ეჭვი გაჩნდა. […]
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში შეცდომით მოკლეს 3 ისრაელელი ტყვე

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მისმა სამხედროებმა ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისას შეცდომით მოკლეს 3 ადამიანი, რომლებიც ჰამასმა 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიიდან გაიტაცა. „ეს არის ადგილი, სადაც ჯარისკაცები არაერთ ტერორისტს გადაეყარნენ, მათ შორის, თვითმკვლელებს“, — განაცხადა დენიელ ჰაგარმა, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა. მისი თქმით, სავარაუდოა, რომ აღნიშნულმა პირებმა ან ჰამასის ტყვეობიდან გაქცევა მოახერხეს, ან ის თავად […]
სტატუსის მიღებაში ხელისუფლების ძალისხმევა, ხალხის მონდომება და შრომაა ჩადებული – ილია II

საქართველოს პატრიარქი ილია II ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხმაურება. პატრიარქის წერილს საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს. “დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა. ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურთიერთგამამდიდრებელი იქნება და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების და […]
გერმანიამ უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა

გერმანიამ უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა გერმანიამ უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა, სათადარიგო ნაწილებით და რაკეტებით გადასცა, – ინფორმაციას გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. არსებული ინფორმაციით, დახმარების პაკეტი ასევე მოიცავს 9 Bandvagn 206 (BV206) მრავალფუნქციური მანქანას; 8 ზეტროს სატვირთო მანქანას, ასევე ნახევრადმისაბმელიან და 4 ნახევრადმისაბმელან მანქანას. ცნობისთვის, 2023 წლის განმავლობაში გერმანიამ […]
ახალი რეისი რუსეთიდან | 26 იანვრიდან “აზიმუტი” ბაშკირეთიდან თბილისში ფრენებს იწყებს

ახალი რეისი რუსეთიდან | 26 იანვრიდან “აზიმუტი” ბაშკირეთიდან თბილისში ფრენებს იწყებს რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” ბაშკირეთის ქალაქ უფადან თბილისში ფრენებს იწყებს – ინფორმაციას უფას აეროპორტი ავრცელებს. არებული ინფორმაციით, უფასა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები 26 იანვარს დაიწყება და კვირაში ერთხელ შესრულდება. საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფრენები ყოველ პარასკევს Sukhoi Superjet 100 თვითმფრინავით შესრულდება, რომელიც თბილისის […]