“5 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იცლებოდა სისხლისგან” – ღაზაში მედიის კიდევ ერთი წარმომადგენელი დაიღუპა

სამხრეთ ღაზაში მდებარე ქალაქ ხან იუნისში, საომარ მოქმედებებს მედიის კიდევ ერთი წარმომადგენელი შეეწირა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ტელეკომპანია Al Jazeera-ს ოპერატორი სამერ აბუდაქა დაიღუპა. ოპერატორი სკოლასთან ახლოს მომხდარი აფეთქებისას დაიჭრა. “ხან იუნისის დაბომბვისას, ისრაელმა დრონები გაუშვა სკოლის მიმართულებით, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს“, – იტყობინება Al Jazeera. მედიის ცნობით, სამერ აბუდაქა 5 საათზე მეტი ხნის განმავლობაში […]

adjarabet awards – წლის მთავარი სპორტული დაჯილდოება დაიწყო

მიეცი ხმა შენს საყვარელ სპროტსმენს! „adjarabet Awards“ კომპანია „აჭარაბეთის“ წლის შემაჯამებელი სპორტული დაჯილდოებაა, რომელიც უკვე მესამედ იმართება. „adjarabet Awards“-ის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2023 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან. წლის მთავარ სპორტულ დაჯილდოებაში მონაწილეობა და ხმის მიცემა ყველას შეუძლია, მარტივად ონლაინ აღნიშნულ ვებგვერდზე: https://adjarabetawards.com/ საბოლოოდ გამარჯვებულების ვინაობა, ხმათა უმრავლესობით და კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით ამ დღისთვის […]

ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, ბათუმში პოლიციელებს ბინები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, ბათუმში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. დასრულებული ბინები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა პირადად დაათვალიერა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ. მინისტრის მოადგილის თქმით, პოლიციელებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, შეღავათიანი პირობებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები ბათუმში 88 […]

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ბილეთების ფასები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ავიაბილეთების ფასები 2023 წლის ზაფხულში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიაფდა. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის საჰაერო კოსმოსური ცენტრის (DLR) მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში. ამ ანალიზის მიხედვით, საშუალო ფასი 68–119 ევროდან თითო ბილეთზე 58–102 ევრომდე დაეცა. თუმცა, ეს ნიშნავს, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაბილეთის ფასები კვლავ მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ვიდრე 2019 წელს იყო. DLR-ის თანახმად, ევროპაში მთლიანი […]

რუსეთი აცხადებს, რომ 2024 წელს 7 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის

2024 წელს რუსეთი 7 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კარაკაევი ავრცელებს. „რუსეთის ფედერაცია ამერიკულ მხარეს ნებისმიერი დაგეგმილი გამოცდის შესახებ ინფორმაციას, არანაკლებ ერთი დღით ადრე აწვდის. მსგავს ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატებიც აზიარებს“, – განაცხადა კარაკაევმა. კარაკაევმა აღნიშნა, რომ 24 საათით ადრე გაზიარებულ ინფორმაციაში მითითებულია ზუსტი დრო, […]

იუსტიციის სამინისტრო აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების პარაფირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების პარაფირების ცერემონიალი გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე ბრიუს შვარცმა. „აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის ხელშეკრულების პარაფირება ხანგრძლივი მოლაპარაკებების ლოგიკური […]

მძევლების ოჯახების წარმომადგენელი – ისრაელის სამხედროების მიერ სამი მძევლის შეცდომით მოკვლის შემდეგ, ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს ოჯახებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ

ისრაელის სამხედროების მიერ სამი მძევლის შეცდომით მოკვლის შემდეგ, ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს ოჯახებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ , – ამის შესახებ ინფორმაციას „ჰამასის“ მძევლების ოჯახების წარმომადგენელი, ჰაიმ რუბინშტეინი ავრცელებს. „მიუხედავად მძიმე კატასტროფისა, ომის კაბინეტიდან მძევლების ოჯახებთან არავის უსაუბრია, არავის აუხსნია, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან შემდეგი კატასტროფა, არავის“, – განაცხადა ჰაიმ რუბინშტეინმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ისრაელის […]

მესის მაისური, რომლითაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, აუქციონზე გაიყიდა

მესის მაისურები, რომლითაც არგენტინელმა 2022 წლის კატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა, აუქციონზე გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, გასაყიდად სულ 6 მაისური გამოიტანეს, მათ შორის ფინალური მატჩის მაისურიც, მის შესაძენად მსურველებმა ჯამში 7.6 მილიონი ევრო გაიღეს. შეგახსენებთ, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი არგენტინის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. “ალბისელესტემ” ფინალში საფრანგეთის ნაკრები თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.

აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციაზე ხელშეკრულების პარაფირების ცერემონია გაიმართა

აშშ და საქართველო ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულების ტექსტის საბოლოო ვარიანტზე შეთანხმდნენ. პარაფირების ცერემონია შეერთებულ შტატებში გაიმართა. დოკუმენტს ხელი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ და აშშ-ს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ბრიუს შვარცმა მოაწერეს. პარაფირების ცერემონიაზე შოთაძემ აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ეს ისტორიული მომენტია. “ეს მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს ისტორიაში. საქართველოსა და შეერთებული შტატებს შორის […]

საპოროში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red bridge“ ორგანიზებით, ჰოკაიდოს პროვინციის დედაქალაქ საპოროში ქართული ღვინის დეგუსტაცია – სემინარი რესტორნებისა და ღვინის მაღაზიების მფლობელი სადისტრიბუციო კომპანიის „Washidu“ წარმომადგენლებისთვის გაიმართა. ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაციას Red bridge-ის ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა კენიჩი ოჰაშიმ წარმოადგინა. პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიის, ტრადიციების, საქართველოს ვაზის ძირითადი ჯიშებისა და […]