კახა კალაძე “ნაცმოძრაობაზე” და “სტრატეგია აღმაშენებელზე” – შეხედეთ მათ ლიდერებს, მათ პერფორმანსს – “შაბათის შოუს” სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა

შეხედეთ მათ ლიდერებს, მათ პერფორმანსს – “შაბათის შოუს” სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ “ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” კოალიციაზე საუბრისას განაცხადა, რითაც ამ პარტიების რეიტინგზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. როგორც კალაძემ განაცხადა, აღნიშნული პარტიები მომავალშიც “საინტერესო თეატრალურ წარმოდგენებს შემოგვთავაზებენ”. “რატომ გვიკვირს, რომ მათი რეიტინგი დავარდნილია? შეხედეთ მათ ლიდერებს, […]
ავტორ მაშა გესენს მიენიჭა ჰანა არენდტის სახელობის პრემია, ღაზის შესახებ განცხადებების სკანდალის ფონზე

რუს-ამერიკელ ავტორს, მაშა გესენს გერმანიის ქალაქ ბრემენში 16 დეკემბერს მიენიჭა ჰანა არენდტის სახელობის პრემია პოლიტიკური აზროვნებისთვის – ერთი დღის დაგვიანებით, რომელიც გამოიწვია გესენის მხრიდან ღაზაში მიმდინარე ომის შესახებ გაკეთებული განცხადებების კრიტიკამ. ცერემონია ბრემენის მუნიციპალიტეტის სასახლეში 15 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო და უფრო მცირე დარბაზში მოეწყო – მას მერე, რაც გერმანიაში ბევრი გაანაწყენა გესენის მხრიდან […]
ვატიკანის სასამართლომ კარდინალი დამნაშავედ სცნო გაფლანგვაში

ვატიკანის სასამართლომ 16 დეკემბერს იტალიელი კარდინალი, ანჯელო ბეჩიუ დამნაშავედ სცნო გაფლანგვის რამდენიმე მუხლით წაყენებულ ბრალდებებში და მას ხუთი წლითა და ექვსი თვით მიუსაჯა პატიმრობა. ბეჩიუ ყველაზე მაღალი რანგის სასულიერო პირია, რომელიც წარმდგარა ვატიკანის სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე. 75 წლის ბეჩიუ უწინ პაპი ფრანცისკეს მრჩეველი იყო და მას თავადაც განიხილავდნენ პაპობის კანდიდატად. ბეჩიუს და კიდევ ცხრა […]
გიორგი ამილახვარმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გახსნა. სამინისტროს ცნობით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მათ კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით განათლების საერთაშორისო ცენტრის დაარსების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც 2014 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაფუძნდა.მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა სტუდენტებისთვის უცხოეთში […]
ლაგოდეხში ცოფის ვირუსით დაავადებულმა მტაცებელმა მონადირის ძაღლები დაკბინა

ლაგოდეხში ცოფის ვირუსით დაავადებულმა მტაცებელმა მონადირის ძაღლები დაკბინა, რომლებსაც ჭრილობები პატრონმა დაუმუშავა. ინფორმაციას ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ. ცენტრის დირექტორის, ბესიკ ხელაძის განმარტებით, ძაღლების მეპატრონეს გადაუდებელი აცრები უტარდება, ძაღლები კი იზოლირებულად, თავშესაფარში გადაიყვანეს. “შემთხვევა სოფელ რაჭისუბანში მოხდა. ისინი სამონადირეო ძაღლები არიან, რომლებმაც ძუძუმწოვარი მტაცებელი, მაჩვი მოკლეს. ჩვენ შევძელით შესაბამისი შემოწმების ჩატარება და ცხოველი აღმოჩნდა ავადმყოფი, […]
ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყო

დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საჰაერო ხომალდების რაოდენობა ოთხამდე გაზარდა და ქუთაისი-კოპენჰაგენი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელება დაიწყო. მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo საჰაერო ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები დანიის დედაქალაქის მიმართულებით ქუთაისიდან კვირაში ორი სიხშირით სრულდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დღესთან დაკავშირებით დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების […]
დღეიდან 7 იანვრამდე ორბელიანის მოედანზე, „დედაენის ბაღსა“ და მიმდებარე ქუჩებზე „საახალწლო სოფელი“ იფუნქციონირებს

დღეიდან 7 იანვრამდე ორბელიანის მოედანზე, „დედაენის ბაღსა“ და მიმდებარე ქუჩებზე „საახალწლო სოფელი“ იფუნქციონირებს. ორბელიანის მოედანსა და „დედაენის ბაღში“ „საახალწლო სოფელი“ უკვე გაიხსნა. იქ მისულ სტუმრებს საახალწლო განწყობა დახვდებათ. ბავშვების კარგ განწყობაზე თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები იზრუნებენ. თოვლის ბაბუა პატარებს „დედაენის ბაღში“ მოწყობილ „სანტას სახლში“ მიიღებს. ამასთან, წელს პირველად, ორბელიანის მოედანზე მოწყობილია საციგურაო მოედანი. 7 […]
ქადაგიშვილი ზურაბიშვილზე: თვითონაც უნდა ხვდებოდეს, რომ ტრიბუნაზე მისი ადგილი ვერ იქნებოდა

ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისვლას ეხმაურება. მისი თქმით, “ზურაბიშვილი უნდა ხვდებოდეს, რომ ტრიბუნაზე მისი ადგილი ხელისუფლებასთან ერთად არ იყო”. “თვითონაც უნდა ხვდებოდეს ადამიანი, რომ იმ ტრიბუნაზე ხელისუფლებასთან ერთად მისი ადგილი უბრალოდ ვერ იქნებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა გადამწყვეტ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვიმეორებ, საქართველოს პრეზიდენტი იძახდა, რომ საქართველო არ […]
Financial Times – “დიდი შვიდეული” გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას უახლოვდება

“დიდი შვიდეული” გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას უახლოვდება. ამის შესახებ გამოცემა Financial Times ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან აშშ და ევროკავშირი ვერ ბედავდნენ ამ სახსრების უკრაინისთვის გადაცემაზე გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ ვითარება იცვლება. ეს პირველ რიგში უკრაინის ხარჯების საკუთარი სახსრებით დაფინანსების კრიზისს უკავშირდება. Financial Times აღნიშნავს, […]
უნგრეთი იმუქრება, რომ ვეტოს დაადებს ბულგარეთის შენგენში შესვლას, თუ ის არ გააუქმებს გაზის ტრანზიტის გადასახადს

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ბულგარეთის შესვლას შენგენის ზონაში, თუ ის არ გააუქმებს სატრანზიტო გადასახადს რუსულ გაზზე. ვეტოს მუქარა მოჰყვა ხუთშაბათის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაიწყოს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, ამ შეთანხმების მონაწილე უნგრეთი არ ყოფილა, პრემიერმა ვიქტორ ორბანმა ამ დროს ოთახი დატოვა. “ჩვენ ბულგარელებს ნათლად ავუსხენით, რომ რომ […]