“ნაცმოძრაობაზე” და “სტრატეგია აღმაშენებელზე” – შეხედეთ მათ ლიდერებს, მათ პერფორმანსს – “შაბათის შოუს” სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა

შეხედეთ მათ ლიდერებს, მათ პერფორმანსს – “შაბათის შოუს” სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ “ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” კოალიციაზე საუბრისას განაცხადა, რითაც ამ პარტიების რეიტინგზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.
როგორც კალაძემ განაცხადა, აღნიშნული პარტიები მომავალშიც “საინტერესო თეატრალურ წარმოდგენებს შემოგვთავაზებენ”.
“რატომ გვიკვირს, რომ მათი რეიტინგი დავარდნილია? შეხედეთ მათ ლიდერებს, მათ პერფორმანსს – ეს ყველაფერი რეიტინგზეც აისახება. საინტერესო შოუებს აწყობენ გართობის თვალსაზრისით. “შაბათის შოუს” სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა და ვნახოთ, საინტერესო თეატრალურ წარმოდგენებს შემოგვთავაზებენ ალბათ მომავალშიც”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სასწრაფოდ გახსენით პროცესები! სხვა შემთხვევაში, დავრწმუნდები, რომ ელისო კილაძის მიმართ მართლმსაჯულება კი არ ხორციელდება, არამედ მას სჯიან და იზოლაციაში ჰყავთ, რათა მისი ხმა ჩაახშონ – გელა მთივლიშვილი პროკურატურას მიმართავს