ლაგოდეხში ცოფის ვირუსით დაავადებულმა მტაცებელმა მონადირის ძაღლები დაკბინა

ლაგოდეხში ცოფის ვირუსით დაავადებულმა მტაცებელმა მონადირის ძაღლები დაკბინა, რომლებსაც ჭრილობები პატრონმა დაუმუშავა. ინფორმაციას ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.
ცენტრის დირექტორის, ბესიკ ხელაძის განმარტებით, ძაღლების მეპატრონეს გადაუდებელი აცრები უტარდება, ძაღლები კი იზოლირებულად, თავშესაფარში გადაიყვანეს.
“შემთხვევა სოფელ რაჭისუბანში მოხდა. ისინი სამონადირეო ძაღლები არიან, რომლებმაც ძუძუმწოვარი მტაცებელი, მაჩვი მოკლეს. ჩვენ შევძელით შესაბამისი შემოწმების ჩატარება და ცხოველი აღმოჩნდა ავადმყოფი, კერძოდ, ცოფის ვირუსით დაავადებული. მისგან დაკბენილი ძაღლები თავშესაფარში გადავიყვანეთ და ვაკვირდებით. მამაკაცი კი, რომელმაც ძაღლებს ჭრილობები დაუმუშავა, უკვე ანტირაბიულ აცრებს იტარებს. ჯერჯერობით, ცხოველები კარგად არიან და მათზე დაკვირვება გრძელდება,” – განაცხადა ხელაძემ.
მომხდარი შემთხვევის გამო, სოფელ რაჭისუბანში სპეციალისტებმა ყველა ძაღლის ვაქცინაცია ჩაატარეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით და მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი კომენტარებიდან ისმის

რატომ გამოუშვით სააკაშვილი არაჟნების შეფუთვით და სახელმწიფო გადატრიალების იმედით? საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენს წინააღმდეგ, დედამიწის ზურგზე არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამაზე არ ისაუბრებდით