ვლადიმერ პუტინი – ჯო ბაიდენის განცხადება, რომ რუსეთი, შესაძლოა, თავს დაესხას ნატო-ს, სრული უაზრობაა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ნატო-ზე თავდასხმა განახორციელოს, უაზრო და ხატოვანი საუბარია. „ეს სრული უაზრობაა. ვფიქრობ, პრეზიდენტ ბაიდენს ეს ესმის, ასეთი განცხადების მიზანია რუსეთის მიმართ საკუთარი მცდარი პოლიტიკა გაამართლოს“, – განაცხადა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვაშინგტონის ეს პოზიცია მცდარია, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ გლობალური განვითარების პერსპექტივის […]

პუტინის მტკიცებით, რუსეთს NATO-ს წინააღმდეგ ბრძოლის “არანაირი ინტერესი არ აქვს”

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს NATO-ს წინააღმდეგ ბრძოლის “არანაირი ინტერესი არ აქვს”. მისივე თქმით, ის ალიანსის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარებითაა დაინტერესებული. ასე გამოეხმაურა პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ რუსეთი უკრაინასთან გამარჯვების შემთხვევაში NATO-ს ქვეყნებს თავს დაესხმება. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ამას “სრული სისულელე” უწოდა. “ეს სრული სისულელეა და ვფიქრობ, პრეზიდენტ ბაიდენს ეს […]

მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას ზეიმობს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით, 17 დეკემბერს ბარბარობა აღინიშნება. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. ის ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იმპერატორ მარტიანეს ბრძანებით, წმინდა ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაც დიოსკორემ, საკუთარმა მამამ, თავი მოკვეთა. გადმოცემის თანახმად, ამ დროს, ციდან, ელვის სახით, ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე და მარტიანე დაწვა. “ბარბარეს წმინდა ნაწილებზე […]

“სევილიამ” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

“სევილიამ” “ხეტაფესთან” (0:3) წაგების შემდეგ მთავარი მწვრთნელი დიეგო ალონსო გაათავისუფლა. ურუგვაელმა სპეციალისტმა ანდალუსიური კლუბი ოქტომბერში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 13 მატჩი გამართა, საიდანაც 2 გამარჯვება 5 ფრე და 6-ჯერ მარცხი იწვნია. “სევილია” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილს იკავებს.

რუსებმა ოდესას უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს | არის მსხვერპლი

უკრაინის შეიერაღებული ძალების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქს უპოლოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად, ოლქში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომლის ლიკვიდაციასაც 4 საათზე მეტი დასჭირდა. შემთხვევის ადგილზე ერთი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. აფეთქებების ტალღამ დააზიანა შენობები. სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის 10 ერთეული ტექნიკა და 53 მაშველი იყო ჩართული. “საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს Shahed-131/136 ტიპის 16 […]

ნარიშკინი: აშშ და სატელიტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ

რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის თქმით, აშშ და მისი პარტნიორები პოსტსაბჭოთა სივრცეში გაყინული კონფლიქტების გაცოცხლებას ცდილობენ. ამის შესახებ ნარიშკინმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების უფროსების XIX შეხვედრაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ნარიშკინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ე.წ. “მეორე ფრონტის” პროპაგანდისტული ნარატივი. “პოსტსაბჭოთა სივრცის შერყევის მცდელობით, აშშ და მისი სატელიტები ცდილობენ გააცოცხლონ დნესტრისპირეთის კონფლიქტი, […]

როგორც ადრე მოვუწოდებდით და ვურჩევდით ოპოზიციას, რომ სამუშაო ჯგუფებში ჩართულიყო, ახლაც ზუსტად იგივე განწყობა გვაქვს – ირაკლი ზარქუა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მმართველმა გუნდმა 9 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა უკვე დაიწყო და მათ შორის, უკვე ასახულია ერთი, რომელიც იურიდიული პირების მხრიდან პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების შეზღუდვას ითვალისწინებს. მისი თქმით, უმრავლესობა, ოპოზიციას სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში ჩართვისკენ დღესაც მოუწოდებს და რათა კიდევ ერთხელ ჰქონდეთ შესაძლებლობა, გონს მოეგონ. “ჩვენ უკვე […]

პუტინი ფინეთის NATO-ში შესვლაზე: მათთან პრობლემები არ გვქონდა, ახლა იარსებებს

აი, აიღეს და შეათრიეს ფინეთი NATO-ში. ჩვენ რა, ფინეთთან რაიმე სადავო გვქონდა? ყველა დავა, მათ შორის ტერიტორიული სახის, მე-20 საუკუნის შუა პერიოდში დიდი ხანია რაც გადაწყდა. ჩვენ გვქონდა ყველაზე კარგი, ყველაზე გულითადი ურთიერთობა. ეკონომიკურად ყველაფერი ვითარდებოდა. დიახ, სატყეო კომპლექსში იყო რაღაც პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ქვეყანაში ხე-ტყის გადამუშავების განვითარებასთან. ეს იყო და ეს. ეს სისულელა, […]

“ჩვენი ქართველი მეზობლებისთვის კარი მუდამ ღიაა” | რუსეთი საქართველოს 3+3 ფორმატში ისევ იწვევს

საქართველოს რუსეთი 3+3 ფორმატში ისევ იწვევს – ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოსთვის კარი ღია რჩება. მიხაილ გალუზინის თქმით, როცა საქართველო მზად იქნება ფორმატში მონაწილეობისთვის, სხვა ქვეყნები ამას მიესალმებიან. “პირველ რიგში, ჩვენი ქართველი მეზობლებისთვის 3+3 ფორმატის კარი მუდამ ღია. როცა და თუ იგრძნობენ მზადყოფნას ამ ფორმატში მონაწილეობისთვის, ყველა სხვა ქვეყანა, დარწმუნებული ვარ, […]

“ოცნება” სუს-ის დაფინანსებას ისევ ზრდის | 2024 წელს უწყება ბიუჯეტიდან 210 მილიონ ლარს მიიღებს

“ქართული ოცნება” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსებას მომავალი წლისთვის ისევ ზრდის. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უწყება ბიუჯეტიდან 210 მილიონ ლარს მიიღებს, რაც წლევანდელ მაჩვენებელს 30 მილიონით აღემატება. 15 მილიონით იზრდება მხოლოდ ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტის დაფინანსება – იმ სამსახურის, რომელიც ხელისუფლების უკანონო დავალებებს ასრულებს და ფარულ მოსმენებს ახორციელებს. საარჩევნო წელს მოსმენების დეპარტამენტს ჯამში 45 მილიონიანი ბიუჯეტი […]