საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ისრაელში ჩავიდა, სადაც ისრაელის ოფიციალურ პირებს და პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. კეტრინ კოლონას განცხადებით, ვიზიტის მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების პატივისცემით და შეეცადოს თავიდან აიცილოს რეგიონში შემდგომი ესკალაცია. ასევე მან ხაზი გაუსვა ღაზის სექტორში ახალი ჰუმანიტარული ზავის დამყარების […]
დიღომში 58 500-ზე მეტ აბონენტს გაზი არ მიეწოდება | აღდგენის დრო

თბილისში ბუნებრივი აირი 58 549 აბონენტს არ მიეწოდება. “თბილისი ენერჯის” ცნობით, გაზი დიღმის მოსახლეობას არ აქვს. როგორც კომპანიაში ამბობენ, მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 17 დეკემბერს 21:00 საათზე აღუდგება.
“‘საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში” | საარჩევნო უბნების გასახსნელად ემიგრანტები ხელმოწერებს იწყებენ

2024 წლის არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობისათვის აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ირლანდიის, კანადისა და ბელგიის 14 ქალაქში, “გირჩი- მეტი თავისუფლებისა” და “დროას” ორგანიზებით, მოქალაქეთა მობილიზაცია უკვე დაიწყო. ემიგრანტები ხელმოწერებს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოსთვის მისამართად აგროვებენ მოთხოვნით, რომ ქალაქებში საარჩევნო უბნები გაიხსნას. ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ ემიგრანტების ხმა ამ არჩევნებზე გადამწყვეტია. “კამპანია “საარჩევნი ყუთი შენს ქალაქში” ემსახურება […]
პრემიერ-მინისტრი მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხვალ, მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება სასტუმროში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ 14:00 საათზე დაიწყება.
პინოქიოს თავგადასავალი ერთ მოქმედებად – რუსთაველის თეატრი საახალწლო პრემიერისთვის ემზადება

პინოქიოს თავგადასავალი ერთ მოქმედებად – რიგით 145-ე სეზონზეც რუსთაველის თეატრი საახალწლო პრემიერისთვის ემზადება. კეთილი ხის კაცუნა გრძელცხვირა, მოლაპარაკე პინოქიოა, რომელიც მარტოხელა მოხუცმა ჯეპეტომ ხის მორისგან გამოთალა. იტალიელი მწერლის, კარლო კოლოდის მიერ დაწერილ პინოქიოს თავგადასავალს ქართულ სცენაზე მსახიობები გაითამაშებენ. საშობაო განწყობითა და დიდი ენთუზიაზმით, პინოქიოს თავგადასავლებით სავსე სამყაროში მოგზაურობა დასმა უკვე დაიწყო. სცენარიდან სცენოგრაფიამდე და ხის […]
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებებს ოფიციალური პარიზიც შეუერთდა

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს გრძელვადიანი ზავი. კატრინ კოლონას თქმით, “ღრმად შეშფოთებულია ღაზაში არსებული სიტუაციით”. კოლონამ ეს განცხადება თელ-ავივში, ისრაელელ კოლეგასთან – ელი კოენთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიმეორა ისრაელის მთავრობის პოზიცია, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება. მისი თქმით, ეს “ჰამასისთვის” საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს. […]
„ვფიქრობ, საქართველოს EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2024 წლის ბოლოს გაიხსნება“- ზვიად ჭუმბურიძე

„ვფიქრობ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, 2024 წლის ბოლოს გაიხსნება“, – ამის შესახებ BMG-ს გადაცემა „საქმის კურსში“ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება საქართველოს განსაკუთრებულ ადგილს მიუჩენს, რადგან ქვეყნისთვის და მისი მოსახლეობისთვის განსაკუთრებული პერსპექტივები იშლება. მისივე თქმით, რომ არა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სავარაუდოა, რომ საუბარი საქართველოს კანდიდატობის სტატუსის […]
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 662-ე დღეს 89 საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 662-ე დღეს 89 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოდესის ოლქში, რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს შაჰედის ტიპის 16 დრონი, რომლებიც ოკუპანტებმა ყირიმიდან გამოუშვეს. აქედან შვიდი „კამიკაძე-დრონი“ ხერსონის ოლქში, ცხრა კი – ოდესის ოლქში […]
საქართველოში ევროკავშირის საელჩო ევროკავშირის დროშის ფერებში განათებული თბილისის კადრებს ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის საელჩო, სოციალურ ქსელში, ევროკავშირის დროშის ფერებში განათებული თბილისის კადრებს ავრცელებს. კადრებში ის შენობები ჩანს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად გამოცხადების აღსანიშნავად, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
საშობაო სოფელში, დღეს საღამოს,”ღამის შოუსა” და ნოდარიკო ხუციშვილის ბენდები დაუკრავენ

წლის მთავარი დღესასწაულისთვის, საგანგებოდ მოწყობილ ჯადოსნურ სივრცეებში მშობლებს დილიდან მიჰყავთ ბავშვები. ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდი და დედაენის ბაღი – ახალი წლის ზღაპრული დღესასწაულისთვის, ამ სამ ლოკაციაზე სხვადასხვა ღონისძიება იმართება. დღის განმავლობაში მიმდინარე აქტივობებს კი, საღამოს, მუსიკალური ბენდები გააგრძელებენ. სტუმრების განწყობაზე, დღეს, “ღამის შოუსა” და ნოდარიკო ხუციშვილის ბენდები იზრუნებენ.