უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო – “ქართული ოცნება”

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. “უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო. ოთარ იოსელიანის ინდივიდუალიზმითა და უნიკალურობით გაჯერებულმა ნამუშევრებმა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც მრავალი აღიარება მოიპოვა. […]

წალკა-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის ნაწილისთვის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ 94-კმ 147 მონაკვეთზე (სოფ. აიაზმა – ქ.ნინოწმინდა) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გერმანიიდან დეპორტაციის პროცედურა მარტივდება | რამდენიმე დღეში საქართველოში გერმანიის შს მინისტრი ჩამოვა

გერმანიის მთავრობა საქართველოსთან მიგრაციის შესახებ შეთანხმებას აფორმებს, ამ მიზნით კი თბილისში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ნენსი ფესერი ჩამოვა, – წერს გერმანული გამოცემა Spiegel. ცნობილია, რომ აღნიშნული შეთანხმება ნიშნავს, რომ დეპორტაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდება, თუმცა ასევე გერმანიაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში თავშესაფარს უფრო მალე მიიღებენ – ანუ მათ საქმეებს […]

ვლადიმერ პუტინი – რუსეთი სუვერენიტეტს ძეხვის სანაცვლოდ არ დათმობს – რუსეთი იქნება სუვერენული, ან საერთოდ არ იარსებებს

რუსეთს არ შეუძლია, ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად, ძეხვის სანაცვლოდ დათმოს სუვერენიტეტი და ვინმეს სატელიტი გახდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ერთიანი რუსეთის“ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი იქნება სუვერენული ძალა, ან საერთოდ არ იარსებებს. „უნდა გვახსოვდეს, არასოდეს დავივიწყოთ და ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რომ რუსეთი ან იქნება სუვერენული, თვითკმარი ძალა, ან საერთოდ არ […]

აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 მონაკვეთზე (სოფ. აიაზმა- ქ.ნინოწმინდა) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მათივე ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კასანო: კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბია

“კალიარისთან” მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ, იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ “ნაპოლის” ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Bobo TV-ზე ისაუბრა: “ჩემი აზრით, კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა გარემარბია. კომანზე უკეთესია, გრილიშზე უკეთესია. თავისუფლად შეუძლია “ბარსელონაში” ითამაშოს. დღეს ფენომენალური იყო. ასეთი მინდა ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო. ამაში რაღაც ლოგიკურს დავინახავთ. მსურს მომავალ წელსაც ასე ითამაშოს. კვარაცხელია ლეაოზე გაცილებით ძლიერია, […]

რუსეთის ელექტრონული ვიზით ჩინეთიდან 70 000-მა ტურისტმა ისარგებლა

„აგვისტოს დასაწყისიდან შესაძლებელია რუსეთში ელექტრონული ვიზის აღება. თითქმის 70 000-მა ჩინელმა ტურისტმა ისარგებლა ამით“, – ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ რუსეთ-ჩინეთის ჰუმანიტარული თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე განაცხადა. „მიმდინარე წლის აგვისტოდან ჩინელ ტურისტებს საშუალება ჰქონდათ გაეკეთებინათ ელექტრონული ვიზა რუსეთში სამოგზაუროდ. ოთხი თვის განმავლობაში თითქმის 70 ათასმა ჩინელმა ტურისტმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით, რომელიც ჩინეთის მოქალაქეების კომფორტისთვის რუსეთის […]

გუდაური-კობის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქარბუქის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

თავისუფლების ინსტიტუტი: სატრანსპორტო კომპანიამ ₾1 489 710 გადაუხადა რუსული პროდუქციის შემომტანს

თავისუფლების ინსტიტუტის მიხედვით, თბილისის მერიის მფლობელობაში არსებულმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ორ ტენდერში 1 489 710 ლარი გადაუხადა საქართველოში რუსული პროდუქციის შემომტანს. თავისუფლების ინსტიტუტის ინფორმაციით, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2023 წლის მაისში გამოაცხადა ტენდერი სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების და რკინიგზის საშენი მასალების შესაძენად. ტენდერის დასრულებამდე ორი დღით ადრე კი მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ – შპს […]

ონის მერიაში მომხდარი ინციდენტის გამო გუტაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ონის მერიაში მომხდარი ინციდენტის გამო მარიტა გუტაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც შოვში ოჯახის 9 წევრი დაეღუპა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინფორმაციას გამოცემა მთის ამბები ავრცელებს. მათი ცნობით, გუტაშვილმა მერიაში ინვენტარი დააზიანა. გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი 7 დეკემბრეს, იმ დროს მოხდა, როცა გუტაშვილი მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის პრეზენტაციას მართავდა. “მან გააპროტესტა მერიის ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან დამამცირებელი დამოკიდებულება და კომენტარები, […]