საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საშობაო-საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, თავშესაფრის 80-მდე მოხუცს საჩუქრები გადასცა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, წინასაშობაო ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, ფაკულტეტის წარმომადგენლებმა – პროფესორებმა: ლილი პეტრიაშვილმა, ნონა ოთხოზორიამ, თინათინ კაიშაურმა და დავით კაპანაძემ, ასევე, სტუ-ის ქალთა […]

კულტურის სფეროს წარმომადგენლები: გავაგრძელებთ ბრძოლას იქამდე, სანამ არ მივიღებთ შედეგს

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, რომელზეც მიმდინარე საყოველთაო პროტესტში მათ ჩართულობაზე ისაუბრეს. რეჟისორ ზვიად ციკოლიას თქმით, კულტურის სექტორი, ისევე როგორც ყველა სხვა, ძალიან ინტენსიურადაა ჩართული წინააღმდეგობის პროცესში. მისი თქმით, მოთხოვნები უცვლელია – ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნა და უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება. “კულტურის სექტორი, როგორც ყველა სხვა, არის ძალიან ინტენსიურად ჩართული წინააღმდეგობის პროცესში. ამ […]

რუსული რესტორნების ქსელი SYROVARNYA საქართველოში შემოდის – რესტორანი სასტუმრო “თბილისი პარაგრაფში” გაიხსნება

რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტო Smart Press წერს, რომ თბილისის ცენტრში რესტორნების რუსული ქსელის, “სიროვარნიას” ფილიალი იხსნება, მხოლოდ ბრენდის სახელწოდება ინგლისური იქნება და არა რუსული და მას Cheesefarm ერქმევა. მათივე ცნობით, რესტორანი თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 5-ვარსკვლავიან სასტუმრო “პარაგრაფ თბილისში” გაიხსნება.

საქართველოს სომეხი მოქალაქეები ქრისტეშობასა და ნათლისღებას აღნიშნავენ

საქართველოს სომეხთა თემი მაცხოვრის შობასა და ნათლისღებას ერთად ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღესასწაულობენ ახალციხეში მცხოვრები სომეხი თანამოქალაქეებიც, საზეიმო წირვა ახალციხის რაბათის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძარში შედგა. ლიტურგიას მღვდელი თორგომ ვართანიანი უძღვებოდა. მათივე ცნობით, საზეიმო მსახურებას დაესწრო და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობის სახელით, დღესასწაულები მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში ელვარდ […]

სოფელ ნაკრასთან ეძებენ უცხოელ ცოლ-ქმარზე თავდასხმისას გაუჩინარებულ კაცს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-დაკავების ოპერაცია, როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება ადგილიდან, სოფელ ნაკრას შესასვლელთ პოლიცია დგას. ადგილობრივების ცნობით, პოლიციამ 5 იანვარს ადგილზე ჩხრეკაც ჩაატარა, მათივე ინფორმაციით ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმიც. არსებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ცოლ-ქმარს, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. ადგილზე ნანახია ავტომობილი, ქალი კი […]

,,რითია დაკავებული სუსი… გუდაურში ამომაკითხეს” – ნათია მეზვრიშვილი

გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი: ,,რითია დაკავებული სუსი: ამერიკიდან სტუმრად მყავს უნივერსიტეტის ჯგუფელი. გუშინ ამოვედით გუდაურში. შემხვდა ერთ-ერთი არაფორმალი ზონდერი. ახლა ჩაბარგებული ვსხდებით მანქანაში და მოდის პოსტვ ბედნიერი სახით და მიყვება ჩემი ვიზიტის ისეთ დეტალებს, რაც პერსონალური ინფორმაციაა. ერთხელ არ მოსულა პოსტვ აქციაზე კომენტარისთვის. გუდაურში ამომაკითხეს. დავპატიჟე შობის ღამეს რუსთაველზე. სტუმარი გაოგნებული უყურებდა და ვიდეო […]

,,მეგობრებო, იდეა მაქვს“ – პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს: ,,მეგობრებო, იდეა მაქვს… დღეს, რუსთაველზე ნაძვის ხესთან შევიკრიბოთ და საბერიოს ბავშვების კუთხე მოვაწყოთ. მივიტანოთ სათამაშოები და სანთლები… გაავრცელეთ !.. იქნებ ბუშტებიც წამოიღოთ, ჰაერში რომ გავუშვათ !.. საშობაოდ უფალმა, ანგელოზები დედამიწის ჯოჯოხეთს მოაშორა !..“

,,ახლა გეტყვით რა ხდება“ – ნინია კაკაბაძე

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე: ,,ახლა გეტყვით რა ხდება. თქვენ მიყვარხართ ხალხო და თქვენთან ერთად მიხარია ახალი წელიც და შობაც, თვარა აქამდე ცხოვრებაში დღესასწაულები მძაგს, მათ შორის ჩემი დაბადების დღეც”

2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.4%-მდე შევამცირეთ, წინა 9.7%-დან – Galt&Taggart

2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.4%-მდე შევამცირეთ, წინა 9.7%-დან – მის შესახებ, Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში რეალური მშპ-ის ზრდა 7.5%-მდე შენელდა, წინა თვეში დაფიქსირებული 11.0%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 9.4%-ით გაიზარდა. „ნოემბერში ეკონომიკის ზრდა ძირითადად განაპირობა პროფესიული და სამეცნიერო, ინფორმაცია და კომუნიკაციის, და ტრანსპორტის […]

AirHelp-მა ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი ავიაკომპანიები დაასახელა

ბელგიის უმსხვილესი ავიაკომპანია Brussels Airlines-ი 2024 წელს მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა, ხოლო ტუნისის ეროვნული გადამზიდავი Tunisair ყველაზე ცუდი ავიაკომპანიების რეიტინგში ლიდერობს. ამას მოწმობს AirHelp-ის უახლესი რეიტინგი, რომელმაც მთელი მსოფლიოდან 109 ავიაკომპანიის მომსახურება შეაფასა. რეიტინგი ეფუძნებოდა ამ ავიაკომპანიების დამოკიდებულებას კლიენტების მიმართ, კერძოდ, საჩივრებზე რეაგირების სიჩქარეზე, კომპენსაციის გადახდაზე და მგზავრების კმაყოფილებაზე. შედარებისთვის, რეიტინგში ლიდერმა 10-დან 8,12 ქულა […]