შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს გვიანობამდე მოემსახურება – თბილისის მერია

შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. განცხადების თანახმად, მეტროპოლიტენი მუშაობას 7 იანვრის 00:00-ის ნაცვლად, 03:00 საათზე დაასრულებს. „6 იანვრის 23:00 საათიდან მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება“ – ნათქვამია განცხადებაში .

ენტონი ბლინკენი – კურსკში უკრაინის პოზიცია მნიშვნელოვანია მოლაპარაკებებისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის პოზიცია გადამწყვეტია ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკებისთვის, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბლინკენმა ჟურნალისტებს სეულში განუცხადა. „მათი პოზიცია კურსკში მნიშვნელოვანია, რადგან, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც გავლენას მოახდენს მომავალ წელს ნებისმიერ მოლაპარაკებებზე“, – აღნიშნა ბლინკენმა. მისი თქმით, მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაშიც კი, უკრაინას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ […]

რეჟისორი ზვიად ციკოლია – წინააღმდეგობის ფორმები ვითარდება და თეატრი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გაიფიცა – გაფიცვა განვითარების გზაზე დგას და ძალიან მალე იგეგმება კიდევ საყოველთაო გაფიცვები

კულტურის სფერო ცდილობს, დარჩეს მოწოდების სიმაღლეზე და იყოს ერთ-ერთი პირველი, რომელიც არ შეურიგდება ძალადობას – გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, ვიდრე არ მივიღებთ შედეგს, – ამის შესახებ რეჟისორმა, ზვიად ციკოლიამ კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კულტურის სფეროს უმთავრესი ამოცანაა, დაეხმაროს ქართულ საზოგადოებას კონსოლიდირების საქმეში. როგორც ციკოლია აღნიშნავს, პროტესტის მოთხოვნები უცვლელია – ახალი არჩევნების […]

თბილისის მეტრო შობის ღამეს 03:00 საათამდე იმუშავებს

შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისი მერია ავრცელებს. მეტროპილიტენი მუშაობას 7 იანვრის 00:00-ის ნაცვლად, 03:00 საათზე დაასრულებს. 6 იანვრის 23:00 საათიდან მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება

„პია კაუმას ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა საქართველოში ვიზიტის გადადების შესახებ“ – სალომე ზურაბიშვილი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა საქართველოში ვიზიტის გადადების შესახებ, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გადაწყვეტილებას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ ქართველ ხალხს სჭირდება ახალი არჩევნები. „ქართველი ხალხი აფასებს თქვენს მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავისა და იმედის გათვალისწინებას. ჩვენ […]

წელს საქართველოში 15 საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობა დასრულდება – დეტალები

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოში 15 საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობის დასრულება იგეგმება. სასტუმროებს შორის, ყველაზე მეტ ნომრიანი Telegraph a Radisson Collection Hotel იქნება, რომელიც თბილისში ფოსტის ყოფილ შენობაში განთავსდება.

ჯეიმს ჰეივენის სკანდალური ქორწინება: რატომ არ იყო ძმის ქორწილში ანჯელინა ჯოლი? – Marao

ჯეიმს ჰეივენი, ანჯელინა ჯოლის უფროსი ძმა, 2024 წლის დეკემბერში დაქორწინდა ეშლი რეინბოლდზე, რომელსაც ის წლების მანძილზე ხვდებოდა. ქორწილი ლოს-ანჯელესში შედგა, მაგრამ ანჯელინა ჯოლი წვეულებას არ სწრებოდა. და-ძმის ურთიერთობისა და გასაიდუმლოებული ქორწინების შესახებ ბოლო დღეებია მედია აქტიურად წერს. ჯეიმს ჰეივენი (James Haven) არის ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი, ასევე ჰოლივუდის ვარსკვლავ ანჯელინა ჯოლის უფროსი ძმა. ის დაიბადა […]

“ლივერპულმა” სალაჰის შემცვლელი შესაძლოა, “რეალიდან” დაიმატოს

თითქმის გადაწყვეტილია, რომ “ლივერპულს” სეზონის დასრულების შემდეგ მოჰამედ სალაჰი დატოვებს, ეგვიპტელი და “მერსისაიდული” კლუბი ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან. El Nacional-ის ცნობით, “სქაუზერები” სალაჰის შემცვლელად “რეალის” შემტევს, როდრიგოს მოიაზრებენ და ზაფხულში ბრაზილიელის დამატებას შეეცდებიან. მიმდინარე სეზონში როდრიგომ “რეალის” მაისურით ყველა ტურნირზე 21 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

„ომის დასაწყისში ბოდიში მომიხადა“, — ზელენსკი ლუკაშენკოსთან საუბარს იხსენებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იხსენებს რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს როგორ დაურეკა ლუკაშენკომ და ბოდიში მოუხადა ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით რუსული რაკეტებით განხორციელებული დარტყმების გამო და შესთავაზა, რომ სამაგიეროს სახით, უკრაინას ბელარუსის ერთ-ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აეფეთქებინა. ამის შესახებ ზელენსკიმ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც ამერიკელ პოდკასტერს, ლექს ფრიდმანს მისცა. ინტერვიუ სამ საათზე მეტხანს გრძელდება და ის […]

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები – ვიბრძოლებთ მერიის სისტემაში დასაქმებული თითოეული საჯარო მოხელის უფლებების დასაცავად

ბათუმში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, ბათუმის მერიაში, რეპრესიები შეეხო პროფესიონალ და პატრიოტ საჯარო მოხელეებსაც, რომლებიც გაემიჯნნენ დასავლური კურსის ცვლილებასა და მშვიდობიან მანიფესტანტებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებებს. შეკრებილების განცხადებით, ისინი ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს და სხვა მაღალჩინოსნებს მიმართავენ. „არჩევნების გაყალბებისა და ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაზე უარის თქმის შემდეგად გამოწვეულ საერთო-სახალხო პროტესტს არალეგიტიმურმა და სანქცირებულმა […]