ნაც-პროკურორ გვარამიას „გლავკანალმა” სეპარატისტების პროკურატურის მანტია მოირგო

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმის ალექსი მამულიას და მისი ნათესავის, ვანო ჯაფიაშვილის გატაცების ფაქტის შესახებ „მთავარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის აფასებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ექსპერტი წერს, შეფასებები, რომელიც ფაქტის ირგვლივ ტელეკომპანიამ გაავრცელა, სხვა არაფერია, თუ არა კატასტროფა. „ეს არაა „უწყინარი” მოვლენა. ეს არის კატასტროფა. ნაც-პროკურორ გვარამიას „გლავკანალმა” სეპარატისტების პროკურატურის მანტია მოირგო. როდესაც […]
თანამედროვეობის ყორღანაშვილები უსტარს უსტარზე უგზავნიან თავიანთ პატრონებს, დაგვეხმარეთო – მათაც არ დააყოვნეს და ისეთი ბულინგი განახორციელეს პია კაუმას მიმართ, რომ იძულებული გახდა დაეწერა, ვიზიტი დროებით გადავდეო

თანამედროვეობის ყორღანაშვილები უსტარს უსტარზე უგზავნიან თავიანთ პატრონებს, დაგვეხმარეთო – მათაც არ დააყოვნეს და ისეთი ბულინგი განახორციელეს პია კაუმას მიმართ, რომ იძულებული გახდა დაეწერა, ვიზიტი დროებით გადავდეო კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა ის უბნელესი გავლენები, რომელიც “დიფ სთეითს” ანუ ფარულ მმართველობას გააჩნია მთელ მსოფლიოში და რომელთა ხელის ბიჭები, სახელდობრ კი თანამედროვეობის ყორღანაშვილები, სამწუხაროდ საკმაოდ მრავლად არიან საქართველოში, […]
,, პანიკის საფუძველი არ არის” – გიორგი ფხაკაძე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე: ,,ამ ეტაპზე, ადამიანის მეტაპნევმოვირუსი (HMPV) საფრთხეს არ წარმოადგენს საქართველოში. პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ ჰიგიენის დაცვა და საჭიროების შემთხვევაში ნიღბის ტარება მნიშვნელოვანია.“
საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ მისცეს კაცს, რომელიც დეკემბერში აქციაზე დააკავეს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ბინადრობის უფლების მინიჭებაზე უარი უთხრა გერმანიის მოქალაქე გელა მეგრელიძეს, რომელიც პოლიციამ 1 დეკემბერს პროევროპულ დემონსტრაციაზე დააკავა, სცემა და პირადი ნივთები, მათ შორის ძვირადღირებული კამერა და ტელეფონი წაართვა. ბინადრობის უფლებაზე უარის თქმით მიზეზად დასახელებულია სახელმწიფო ინტერესებთან მისი საქართველოში ყოფნის შეუთავსებლობა და საფრთხე, რომელსაც ის უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას/საზოგადოებრივ წესრიგს. გელა მეგრელიძეს ეჭვი იმაზე, […]
საგარეო უწყება: დაკავებული Eagle S-ის ეკიპაჟს ბორტის დატოვება გამოძიების დასრულებამდე ეკრძალება

საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ფინეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული ტანკერის ეკიპაჟის წევრებს, მათ შორის – საქართველოს მოქალაქეებს, ბორტის დატოვება გამოძიების დასრულებამდე ეკრძალებათ. საქართველოს მოქალაქეები დაკავებული ტანკერის – Eagle S-ის ბორტზე იმყოფებიან. ფინეთის პრესის თანახმად, გემის კაპიტანია დავით ვადაჭკორია, ხოლო ეკიპაჟის წევრებს შორის, ქართველებთან ერთად, ინდოეთის მოქალაქეები არიან. სხვადასხვა წყაროს ცნობით, გამოძიება შესაძლოა თვეების […]
საქართველოში აშშ-ის საელჩო სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოფელ საბერიოში დაღუპული ბავშვების ოჯახს სამძიმარს უცხადებს. სამძიმრის წერილი საელჩოს „ფეისბუქზე“ ვრცელდება. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უდიდესი მწუხარებით უსამძიმრებს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ ხალხს“,- აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი […]
სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი ვალდებულებების ამოქმედება მარტამდე გადაიდო

სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება ე.წ „უსგ” ქულებთან დაკავშირებით 1-ელ მარტამდე შეჩერდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა სოციალურ ქსელში ავრცელებს. ინფორმაციისთვის, 432-ე დადგენილების მე-7 პუნქტის მიხედვით სტომატოლოგებს უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვასა და ტრენინგებზე დასწრების ვალდებულებას აკისრებს. სტომატოლოგმა საქმიანობის გასაგრძელებლად ტრენინგების გავლით, წელიწადში 20 ქულა უნდა მოაგროვოს. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ღირებულებისა და […]
რუსეთის სამსახურებს კოორდინირებულად რომ ემუშავათ, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა – ალიევი ავიაკატასტროფაზე

ბაქოდან გროზნოს მიმართულებით მოძრავი აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, – რასაც 38 მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა, – აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რუსეთის ფედერაციას აკრიტიკებს. პრეზიდენტი ალიევი რუსეთს აკრიტიკებს, ერთი მხრივ, სახელმწიფო უწყებებს შორის კომუნიკაციის არქონისთვის, რის გამოც, მისი თქმით, ავიაკატასტროფა თავიდან ვერ აირიდეს, ასევე – მომხდარი მოვლენების „შენიღბვისთვის“. „ვითხოვთ დამნაშავეთა დასჯას“ აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის თვითმფრინავი Embraer-ი […]
,,ჩემი უახლოესია თიკა კანდელაკი და მეგობრულად მეპატიჟება მოსკოვში…” – შალვა რამიშვილი

,,პოსტივის” დამფუძნებელი, შალვა რამიშვილი: ,,ჩემი უახლოესია თიკა კანდელაკი და მეგობრულად მეპატიჟება მოსკოვში (ქალაქში სადაც დიდი და მაგარი დრო გავატარე, ისევე როგორც რომში მაგალითად). არანაირი პოლიტიკა, არანაირი საქმე, უბრალოდ ბავშვობის დროინდელი მეგობრობა გვაკაშირებს და ჯიგრულად მეპატიჟება თიკა. თავს ვიკავებ წასვლისგან, რადგან ჩემი ასეთი ვიზიტი არასწორად შეიძლება იქნეს ინტერპრეტირებული (არ მინდა თუნდაც მცირედი დიჰარმონია შევიტანო გუნდში რომლისაც […]
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია პირველი ზვავდამცავი გვირაბის შემოვლით გზაზე. ხოლო, დანარჩენი გვირაბების შემოვლით გზებზე აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.