“ივანიშვილის შეცდომა იყო ის, რომ გახედნა 100-200 პოლიტიკური ფიგურა” – მარგველაშვილი

საჯარო მოხელეების მიერ თბილისში გამართულ საპროტესტო მარშს კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მარგველაშვილი მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს და “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ დღეს სახელმწიფო შედგა. “იმ უღირსი განცხადებებით, გეგონება სახინკლის დირექტორები არიან, რომ აცხადებენ, რომ სამსახურიდან გავუშვებთ. ეს მდარე მდგომარეობა, რომელიც ამ პოლიტიკურ კლასს გააჩნია. ივანიშვილის შეცდომა იყო ის, რომ გახედნა 100-200 პოლიტიკური ფიგურა, […]
“დღეს ქართული ხელოვნება მთავარი დარტყმის ქვეშაა” – ნინო ქათამაძე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომღერალი ნინო ქათამაძე იმყოფება – როგორც მან ”პირველებთან” განაცხადა, დღეს ქართული ხელოვნება მთავარი დარტყმის ქვეშ არის. დღეს ქართული ხელოვნება არის მთავარი დარტყმის ქვეშ. ჩვენი მთავარი იარაღი არის ერთად ყოფნა, ჩვენი მთავარი იარაღი არის ერთმანეთის გაცნობა. ჩვენ არ ვიცნობდით აქამდე ეს ადამიანები ერთმანეთს. მილიონობით ადამიანი არ ვიცნობდით ერთმანეთს. ჩვენ ვაღიარეთ ერთმანეთი, […]
”ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის, ვმუშაობთ, რომ ყველაფერი ნორმას სწრაფად დაუბრუნდეს”- Meta

“ვმუშაობთ, რომ ყველაფერი ნორმას რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს. ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის”, – ამის შესახებ პლატფორმა Meta სოციალურ ქსელში წერს. ჩვენ ვიცით, რომ ტექნიკური პრობლემა ზოგიერთი მომხმარებელს უზღუდავს აპლიკაციებზე წვდომა. ვმუშაობთ, რომ ყველაფერი ნორმას დაუბრუნდეს რაც შეიძლება სწრაფად. ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის”, – წერს Meta სოციალურ ქსელ X-ზე.
“იყო გაუპატიურების მუქარა, ძარცვა… საჭიროა მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაცია” – ლომჯარია

საპროტესტო აქციის ფარგლებში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ სასტიკ და ძალადობრივ მოპყრობაზე ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია “ტვ პირველის” ეთერში საუბრობს. იყო ძარცვა, იყო ფსიქოლოგიური ძალადობა, მათ შორის, გაუპატიურების მუქარა. ქალების მიმართ იყო ფსიქოლოგიური ძალადობა სექსუალურ ნიადაგზე, ასევე ძარცვის შემთხვევები, წყლის შესხმის, სხეულის ნაწილების მოტეხვის მცდელობის და ამისი მუქარა, იარაღით მუქარის შემთხვევებიც იყო. კიდევ უფრო მეტი […]
“მაკრონი შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელს მიმართავს და მოთხოვნებს უყენებს” – მარგველაშვილი

ემანუელ მაკრონის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის წაყენებული მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთი სანქცირების ბერკეტს აამოქმედებს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტის ზარი ნათელყოფს დასავლეთის ურთიერთობას ჩვენთან. ისინი არ აღგვიქვამენ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოდ. საოკუპაციო რეჟიმის ბანდფორმირების, თუ შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელს მიმართავს და მას მოთხოვნებს უყენებს დასავლური სამყაროს წარმომადგენელი. ეს არის […]
კაშიამ “ატლეტიკოსთან” შეუცვლელად ითამაშა – “სლოვანმა” მორიგი მარცხი განიცადა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „სლოვანი“ გასვლაზე „ატლეტიკოსთან“ 1:3 დამარცხდა. სტუმართა გუნდის მცველმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: sofascore 7.0, flashscore 6.7, whoscored 6.4. „სლოვანი“ უქულოდაა და მომდევნო შეხვედრას ტურნირზე 22 იანვარს სახლში „შტუტგარტთან“ ჩაატარებს. ატლეტიკო – სლოვანი 3:1 გოლები: 1:0 ალვარესი (16), 2:0 გრიზმანი (42), 2:1 სტრელეცი (51, პენ), 3:1 გრიზმანი (57)
კიტეიშვილის ლამაზი გოლი – “შტურმი” ჩემპიონთა ლიგაზე “ლილთან” დამარცხდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „შტურმი“ საფრანგეთში „ლილთან“ 2:3 დამარცხდა. თამაში გახსნილი და ლამაზი სანახავი გამოვიდა: მასპინძლები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ანგარიში შეამცირა. შესვენების შემდეგ მიკა ბიერეტმა თანაფარდობა აღადგინა. თუმცა, 81-ე წუთზე „შტურმის“ კარი ჰაუკონ არნარ ჰარალდსონმა დალაშქრა და „ლილს“ გამარჯვება მოუპოვა. კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური […]
TOP-10 კომპანია, რომლებშიც III კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის FDI ჩაიდო

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის III კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 55.2 პროცენტით ნაკლებია. კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების შემცირებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი ასევე დაკავშირებულია ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირებასთან. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალმა 131.2 […]
მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია – აშშ–ის საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. „მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია. ელჩი დანიგანი ესტუმრა ჟურნალისტებს, რომლებიც მამაცურად მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისთვის და გვატყობინებენ სიმართლეს, რომელიც სხვაგვარად დაფარული შეიძლება დარჩეს. ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობას მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე. მედიის წარმომადგენლებს […]
ღამის კლუბები ფინანსურ კრიზისში არიან და დახმარებას ითხოვენ

ღამის კლუბები მიმდინარე მოვლენების პარალელურად კრიზისში არიან და სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვენ. კლუბი “ხიდი” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც სისტემას სურს, რომ სისტემამ საზოგადოებაში შიში დათესოს.გამომდინარე აქედან, უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებამ მას დაუპირისპიროს ერთიანობა და სიმტკიცე. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კლუბი დგას გაქრობის საფრთხის წინაშე, შესაბამისად, დონაციის საშუალებით დახმარებას ითხოვს. “ავტორიტარული რეჟიმი ყოველდღიურად აკავებს და […]