თინა ბოკუჩავა – დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის მორიგი ტრიუკი აღარავისთვის იქნება საკმარისი, ხალხი ელოდება რეალურ ცვლილებებს

მორიგი ტრიუკი, დარწმუნებული ვარ, აღარავისთვის იქნება საკმარისი, – ასე ეხმაურება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინა ბოკუჩავა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვოს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად იცის, რომ „ქართული ოცნების“ ძალაუფლების რეალური წყალო მისი საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია. „დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის მორიგი ტრიუკი აღარავისთვის იქნება საკმარისი. […]
მოუსმინეთ დაჭერილ პიანისტს ანრი კაკაბაძეს

კონსერვატორიის სტუდენტი, პიანისტი ანრი კაკაბაძე დააპატიმრეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ნინო ჟვანია, კონსერვატორიის პროფესორი: “ბათუმში დაპატიმრებულ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და ოთხ სტუდენტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ახლა აღმოვაჩნეთ, რომ ერთ-ერთი სტუდენტი ჩვენი (თბილისის კონსერვატორიის) პირველკურსელი, საფორტეპიანო მიმართულების სტუდენტი, პროფესორ ნინო ქათამაძის მოსწავლე ანრი კაკაბაძეა! ანრი უნიჭიერესი პიანისტია, არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული! მე ვიჯექი მისაღები […]
ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მე-15 პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი დაამტკიცეს. პაკეტი მიმართულია რუსეთისა და მესამე ქვეყნების სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ირიბად ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიურ გაძლიერებას ექსპორტის შეზღუდვების გვერდის ავლით. პაკეტი ითვალისწინებს, რომ სანქციების სია გაფართოვდება ფიზიკური და იურიდიული პირების უფრო დიდ რაოდენობაზე. მიღებული სანქციები ზღუდავს მესამე სახელმწიფოების დამატებითი გემების საქმიანობას, რომლებიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს […]
ომბუდსმენი – დაუშვებელი და უკანონოა საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო

დაუშვებელი და უკანონია საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი შეისწავლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო საჯარო მოხელეთა შრომის თავისუფლების შესაძლო დარღვევის ფაქტებს. „სახალხო დამცველი ეხმიანება როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა მიმართვას, ასევე, სხვა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ საჯარო […]
გლობალური ხარვეზის გამო META-ს აპლიკაცები: Facebook, Instagram, WhatsApp და Threads შეფერხებით მუშაობს

Meta-ს პლატფორმები, მათ შორის Facebook, Instagram, WhatsApp და Threads შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლებს საკუთარ ანგარიშებზე შესვლა უჭირთ. Meta-ს აპლიკაციები 11 დეკემბერს, დაახლოებით 22:20 საათზე, გლობალურად გაითიშა.
„GTA-ს წევრების უმრავლესობაში, არსებული მდგომარეობის მიზეზით, სამომავლო ჯავშნების 10 %-იდან -35 %-მდე გაუქმდა“ – საქართველოს ტურიზმის ასოციაცია

უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა, რაც განსაკუთრებით მწვავედ ტურიზმის ინდუსტრიაზე აისახა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA) ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უახლოესი პერიოდი ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის იქნება ურთულესი, როგორც ბიზნესის შენარჩუნების, ასევე შემდგომში მისი განვითარების კუთხით. არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ასოციაციამ წევრ […]
Meta-ს პლატფორმები, მათ შორის Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს

Meta-ს პლატფორმები, მათ შორის Facebook-ი, Instagram-ი, Messenger-ი, WhatsApp-ი შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლებს საკუთარ ანგარიშებზე შესვლა უჭირთ. Meta-ს პროდუქტები 11 დეკემბერს, დაახლოებით 22:10 საათზე, გლობალურად გაითიშა. Downdetector-ის მონაცემებით, 22:10 საათისთვის Meta-ს მომხმარებლებისგან 100 ათასზე მეტი “რეპორტი” შევიდა. მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა Meta-მ და აღნიშნა, რომ პრობლემაზე მუშაობენ. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებელს. “ვიცით, რომ ტექნიკური პრობლემა ზოგიერთ მომხმარებელს უზღუდავს […]
საფრანგეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები უკრაინაში მშვიდობისდამცველთა გაგზავნას განიხილავენ-მედია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ვარშავაში ვიზიტის დროს, ხუთშაბათს, 12 დეკემბერს, გეგმავს პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად განიხილოს სამშვიდობო ძალების განლაგება უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემები Politico და Rzeczpospolita წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. Rzeczpospolita-ს ინფორმაციით, ვარშავა და პარიზი განიხილავენ პოტენციურ 40 000-კაციან მისიას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებისგან იქნება შემდგარი. გამოცემის თანამოსაუბრეებს არ დაუკონკრეტებიათ, რომელი […]
კიტეიშვილის მაგარი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე – ოთარმა “ლილს” გაუტანა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში “შტურმი” “ლილს” უპირისპირდება, მატჩის 48-ე წუთზე ანგარიში 2:2-ია. პირველი ტაიმი ფრანგული გუნდის გამარჯვებით დასრულდა, პირველ ნახევარში სტუმართა რიგებიდან ერთადერთი გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა. მეორე ტაიმის სტარტზე კი გრაცელთა ფორვარდმა მიკა ბიერეტმა ანგარიში გაათანაბრა.
აშშ-ის საელჩო: ვგმობთ „ოცნების“ ძალადობას მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საელჩო განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ გმობს მმართველი პარტიის ძალადობას მედიასა და მოქალაქეებზე. „მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია. ელჩი დანიგანი ესტუმრა ჟურნალისტებს, რომლებიც მამაცურად მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისთვის და გვატყობინებენ სიმართლეს, რომელიც სხვაგვარად დაფარული შეიძლება დარჩეს. ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობას მედიასა და საქართველოს […]