გროზნოზე დრონით შეტევა იყო, კადიროვი ოთხი „მებრძოლის“ დაჭრას ადასტურებს

რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოზე შეტევა იყო, სულ მცირე, ერთი უპილოტო საფრენი აპარატით. ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვის თანახმად, თავდასხმის სამიზნე იყო მამამისის სახელობის სპეციალური პოლკი. კადიროვის ტელეგრამ-არხზე დღეს, 12 დეკემბერს, გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, „რუსეთის გმირის, ახმად კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური პოლკის” ყაზარმების თავზე უკრაინული დრონი „ჩამოაგდეს“, რის შედეგადაც „მსუბუქად დაიჭრა ყარაულის ოთხი მებრძოლი“. კადიროვის თანახმად, […]

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი – ბოლომდე ვიბრძოლებ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის განცხადებით, ოპოზიცია დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ხელისუფლებისგან ჩამოშორებას ცდილობს, – ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ბოლომდე ვიბრძოლებ. იმპიჩმენტს მომიწყობენ, თუ გამოძიებას ჩამიტარებენ, ამ ყველაფერს ცალსახად გავუმკლავდები“, – აღნიშნა იუნ სუკ იოლმა. ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტს პარლამენტში იმპიჩმენტის მეორე კენჭისყრა ემუქრება, რომელიც შაბათს იგეგმება. ამასთან, პრეზიდენტთან დაკავშირებით, 3 დეკემბერს გამოცხადებული საომარი მდგომარეობის […]

ზაზა ოქუაშვილი – მიუხედავად ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას მხრიდან „მთავარი არხის“ გაძარცვისა და გაკოტრებამდე მიყვანისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია – ჟურნალისტებთან კომუნიკაციისას გამოვთქვი მზადყოფნა, მხარდაჭერა აღმოვუჩინო არხს

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, არხის დახურვის გადაწყვეტილება არ მიუღია. ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „მთავარი არხის“ დირექტორ გიორგი გაბუნიას ცილისწამებაში ადანაშაულებს. ასევე, ოქუაშვილი საუბრობს გაბუნიასა და არხის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ ტელეკომპანიის გაკოტრებაზე. „გიორგი გაბუნიას განცხადების პასუხად ვაცხადებ, რომ „მთავარი არხის“ დახურვის გადაწყვეტილება მე არ მიმიღია და გიორგი გაბუნიას ეს განცხადება, არის ცილისწამება […]

საქართველოს პარლამენტის შენობაში „უსაფრთხოების ყვითელი დონე” გააუქმეს

დღეიდან, 12 დეკემბრიდან, „გაუქმებულია პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე”. ეს ნიშნავს, რომ თუ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, პარლამენტში პროფესიულ საქმიანობას შეძლებენ ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტები და არა მხოლოდ ტელემედიის. ინფორმაცია, რომ „უსაფრთხოების ყვითელი დონე” გაუქმებულია, პარლამენტის პრესსამსახურმა გასულ ღამით გაავრცელა. საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების „ყვითელი” თუ „წითელი” დონეები ცხადდება მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ […]

ავღანეთში აფეთქებას „თალიბანის“ ლტოლვილთა მინისტრი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება განახორციელა, რის შედეგადაც „თალიბანის“ ლტოლვილთა მინისტრი ხალილ ჰაკანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ეს მოძრაობის ყველაზე მაღალი დონის მსხვერპლია მას შემდეგ, რაც ის, 2021 წელს, ავღანეთში ხელისუფლებაში დაბრუნდა. აფეთქების შედეგად, ჰაკანის გარდა, კიდევ ექვსი ადამიანი დაიღუპა. ხალილ ჰაკანი თალიბანის ძლიერი ფრაქციის, ჰაკანის […]

ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი – უკრაინას უნგრეთისთვის რაიმე ქმედების უფლებამოსილება არ მიუნიჭებია – უნგრეთს მოსკოვთან კონტაქტების შესახებ არ გავუფრთხილებივართ

უკრაინას უნგრეთისთვის რაიმე ქმედებისთვის უფლებამოსილება არ მიუნიჭებია, უნგრეთს ის მოსკოვთან კონტაქტების შესახებ არ გაუფრთხილებია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, დიმიტრი ლიტვინმა განაცხადა. „ჯერ ერთი, როგორც ყოველთვის, უნგრულ მხარეს უკრაინასთან არაფერი განუხილავს. მეორე, როგორც ყოველთვის, უნგრულ მხარეს მოსკოვთან კონტაქტების შესახებ არ გაუფრთხილებია, მესამე, როგორც ყოველთვის, უკრაინას უნგრეთისთვის არაფრის უფლებამოსილება არ მიუნიჭებია“, – აღნიშნა […]

,,ირაკლი ღარიბაშვილის ამბავი საერთოდ არ მიმაჩნია სასაცილოდ“ – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს: ,,ირაკლი ღარიბაშვილის ამბავი საერთოდ არ მიმაჩნია სასაცილოდ და ეს ყველაფერი ძალიან საშიშ გარემოებაზე მიანიშნებს: 1. სახელისუფლებო ვერსია. სახელისუფლებო ვერსიის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის მდგომარეობა დამოუკიდებლად გამოწვეულ მიზეზებს მოჰყვა, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია ხელისუფლებამ წარმოადგინა მხოლოდ ოპონენტ სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ. ირაკლი ღარიბაშვილი ორგზის პრემიერი და დღემდე ოფიციალურად დეფაქტო მმართველი პარტიის […]

,,ეს ხელისუფლება არსად არ მიდის, მას ხმა მისცა 1 100 000-ზე მეტმა ადამიანმა“ -თეა წულუკიანი

კულტურის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი ,,იმედთან” ინტერვიუში აცხადებს: ,,ეს ხელისუფლება არსად არ მიდის, მას ხმა მისცა 1 100 000-ზე მეტმა ადამიანმა, ამიტომ ევროკავშირს მოუწევს ამ ხელისუფლებასთან საუბარი, ეს რეალობაა. ეს უნდა იყოს შანტაჟისგან დაცლილი შინაარსიანი დისკუსია. ამიტომ ითქვა ის, რაც ითქვა და პრემიერმინისტრმა ახსნა ქართულ ენაზე, რომ ჩვენ მოგვიწევს 4-წლიანი ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება, რომ […]

კაშიამ “ატლეტიკოსთან” შეუცვლელად ითამაშა – “სლოვანმა” მორიგი მარცხი განიცადა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „სლოვანი“ გასვლაზე „ატლეტიკოსთან“ 1:3 დამარცხდა. სტუმართა გუნდის მცველმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: sofascore 7.0, flashscore 6.7, whoscored 6.4. „სლოვანი“ უქულოდაა და მომდევნო შეხვედრას ტურნირზე 22 იანვარს სახლში „შტუტგარტთან“ ჩაატარებს. ატლეტიკო – სლოვანი 3:1 გოლები: 1:0 ალვარესი (16), 2:0 გრიზმანი (42), 2:1 სტრელეცი (51, პენ), 3:1 გრიზმანი (57)

ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: “ბარსელონა” წინ მიიწევს – “სიტის” ვარდნა გრძელდება [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგაზე მეექვსე ტურის დარჩენილი შვიდი მატჩი გაიმართა. „ბარსელონამ“ ძალიან საინტერესო და ლამაზ შეხვედრაში გასვლაზე „დორტმუნდს“ 3:2 მოუგო, ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა და 15 ქულით მეორე ადგილზეა. „დორტმუნდი“ 12 ქულით მეცხრე პოზიციაზეა. „იუვენტუსმა“ სახლში 2:0 დაამარცხა „მანჩესტერ სიტი“. გვარდიოლას გუნდმა ყველა ტურნირზე ბოლო 10 დაპირისპირებიდან მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა, 2 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. […]