“Hippie-ის და “ჟოლობარის” ფერადი ავტობუსები წელს საახალწლო სოფლებში არ დაგხვდებათ” – Hippie

ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი Hippie სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ ისინი საახალწლო სოფლებში არ იქნებიან წარმოდგენილი, რაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებითაა განპირობებული.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში ჩამოსულ ევროპარლამენტარებს შეხვდნენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და საქართველოში ჩამოსულ ევროპარლამენტარებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ შემდეგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, კოალიცია „ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“. ცნობისთვის, გუშინ, ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის მის კოლეგებთან ერთად საქართველოში მოემგზავრებოდა. როგორც იუკნევიჩიანე განმარტავს, ჩამოსვლის მიზანი ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ასევე დაგეგმილია […]

წყნეთში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ნოდარ მათიაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა

წყნეთში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ნოდარ მათიაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ტურნირში ადგილობრივი და დევნილი ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, გამარჯვებულ გუნდებს შესაბამისი დიპლომები და თასები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ და ნოდარ მათიაშვილის ოჯახის წევრებმა გადასცეს. […]

გენო პეტრიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე – მიზანმიმართულად ახდენენ ამ ძვირფასი ქართველის შეურაცხყოფას, რაღაც ტენდენციაა, ამ ადამიანების ხელწერაა, მათთვის არ არსებობს არანაირი წმინდა, ქართული, ყველაფერს აყენებენ შეურაცხყოფას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გენო პეტრიაშვილის განცხადებით, „ლიბერალური ბაბლის“ წევრები საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრს ხვიჩა კვარაცხელიას შეურაცხყოფას მიზანმიმართულად აყენებენ და მათთვის „არაფერი წმინდა არ არსებობს“. „მიზანმიმართულად ახდენენ ამ ძვირფასი ქართველის შეურაცხყოფას და საერთოდაც, ბოლოს რაღაც ტენდენციაა, ხელწერაა ამ ადამიანების, არც ვიცი ადამიანები თუ უნდა ვუწოდო. მათთვის არ არსებობს არანაირი წმინდა, ქართული, ყველაფერს აყენებენ შეურაცხყოფას. ესენი იქნებიან […]

ვარლამ ლიპარტელიანი – ყველა კარგად ვხედავთ, რამხელა ზიზღი, რამხელა შეურაცხყოფა და ბულინგი მოდის – ხვიჩა კვარაცხელიას ვერაფერს დააკლებენ

ყველა კარგად ვხედავთ, რამხელა ზიზღი, რამხელა შეურაცხყოფა და ბულინგი მოდის – ხვიჩას ვერაფერს დააკლებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ კრიტიკის თაობაზე განაცხადა. მისი თქმით, „ლიბერალების ბულინგმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რაც მათ იმიჯს აზიანებს, ხოლო კვარაცხელია მალე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება და მას მსგავსი კამპანიით ვერაფერს დააკლებენ“. „ყველა კარგად ვხედავთ, […]

პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე გაუქმდა

დღეიდან, 12 დეკემბრიდან, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა. 28 ნოემბერს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გამოცხადდა, ხოლო 6 დეკემბრიდან ყვითელი დონე გამოცხადდა. პარლამენტში ონლაინმედიის წარმომადგენლებს შესვლა ეკრძალებოდა.

„თუ საინვესტიციო გარემოზე ვიტყვით, განწყობები ნეგატიურია….ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავე ხელისუფლებაა“ – ლევან კობერიძე

„თუ საინვესტიციო გარემოზე ვიტყვით, განწყობები ნეგატიურია….ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავე ხელისუფლებაა“ – ლევან კობერიძე BRANDING.GE-ს დამფუძნებელი და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს მიმართ განწყობები ნეგატიურია, რაშიც დამნაშავე ხელისუფლებაა. საკითხზე ლევან კობერიძემ bm.ge-ს გადაცემა ,,საქმის კურსში’’ ისაუბრა. მისი თქმით, ასეთ ვითარებაში საქართველოში უცხოელი ინვესტორები არ შემოდიან და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები […]

ვლადიმერ ბოჟაძე მაკრონისა და ივანიშვილის საუბარზე – არჩევნებზე, მის გაყალბებაზე საუბარი არ ყოფილა – მაკრონმა საკითხები გაიარა იმ ადამიანთან, რომელიც გუნდთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს, მგონი, ამაში გასაკვირი არაფერია

არჩევნებზე, მის გაყალბებაზე და ა.შ, რა თქმა უნდა, საუბარი არ ყოფილა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის საუბრის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, მაკრონი ესაუბრა იმ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, რომლის წარმომადგენელიც არის პარლამენტის უმრავლესობაში და მთავრობის ადმინისტრაციაში. „რაც არ ყოფილა, ბუნებრივია, […]

ბოლნისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის თანამშრომელი, რომელსაც უცნობი პირი თავს დაესხა, აცხადებს, რომ მას სამედიცინო დახმარება გაეწია, მომხდარზე კი გამოძიებაა დაწყებული

ბოლნისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის თანამშრომელი, ფიქრია ეპიტაშვილი, რომელსაც, უცნობი პირი თავს დაესხა და სახე სამართებლით დაუზიანა, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ეპიტაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, მას სამედიცინო დახმარება გაეწია, მომხდარზე კი გამოძიებაა დაწყებული. „მეგობრებო, კარგად ვარ. სამედიცინო დახმარება გაწეული მაქვს. გამოძიება დაწყებულია. იმაზე მეტად ვერ მატკენდნენ, ვიდრე ჩემი ქვეყნის ბედი მტკივა. იმაზე ღრმა შრამს ვერ […]

ნათია თურნავა სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს არმენ ნურბეკიანს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან არმენ ნურბეკიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათი ცნობით, საუბარი საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და სებ-ის მიერ გატარებულ პოლიტიკას შეეხო, რაც ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს. ნათია თურნავამ, სომეხ კოლეგას, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შესახებ გამოცდილება გაუზიარა და ხაზი გაუსვა ხანგრძლივად, ინფლაციის […]