რეპორტიორები საზღვრებს გარეშე – 2024 წელს, მსოფლიოში 54 ჟურნალისტი დაიღუპა – 550 ჟურნალისტი დაკავებულია

2024 წელს ჟურნალისტური საქმიანობის დროს, ან მასთან დაკავშირებით მსოფლიოში 54 ჟურნალისტი დაიღუპა, – ამის შესახებ აღნიშნულია პრესის თავისუფლების ყოველწლიურ ანგარიშში, რომელსაც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, ჟურნალისტების ნახევარზე მეტი კონფლიქტურ ზონებში დაიღუპა. მესამედი – ღაზას სექტორში. ჟურნალისტების საქმიანობისთვის ყველაზე სახიფათო რეგიონები იყო: ღაზას სექტორი, პაკისტანი, ბანგლადეში. ამჟამად მსოფლიოში 550 ჟურნალისტია დაკავებული, რაც 7 […]

ბადრი ჯაფარიძე – „ქართული ოცნებისადმი“ ევროპარლამენტარების კრიტიკული შეფასებები ემსახურება იმას, რომ ქვეყანამ ევროპული მომავალი არ დაკარგოს

საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარები ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს ერთგული მეგობრები არიან – „ქართული ოცნებისადმი“ მათი კრიტიკული შეფასებები ემსახურება იმას, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ევროპული მომავალი, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნების ჩატარება და „ქართული ოცნების“ მხრიდან თავის მოკატუნება, ვითომ ქვეყანაში […]

გურამ მაჭარაშვილი – წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდას პრინციპი აქვს რადიკალურ ოპოზიციას – მაკრონი რომ თვლიდეს, საქართველოში ხელისუფლება არალეგიტიმურია, 1-საათიან ზარს არ განახორციელებდა მმართველი პარტიის დამფუძნებელთან

მაკრონი რომ თვლიდეს, საქართველოში ხელისუფლება არალეგიტიმურია, 1 საათიან ზარს არ განახორციელებდა მმართველი პარტიის დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „ეს ზარი ზუსტად იმის გამოძახილი იყო, რომ დაინახეს, საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოება დგას ორ ფეხზე ღირსეულად და არ ეპუება იმას, რომ ვინმე აქ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის […]

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს: „მინდა მოგიყვეთ ‘მთავარ არხში“ მიმდინარე მოვლენებზე, უფრო სწორედ კი, ჩემს ყოფილ პარტნიორზე და მის ერთ ერთ დამფუძნებელზე – ზაზა ოქუაშვილზე. ყველაფერი დაიწყო ჩემი პოლიტიკაში წასვლით. დირექტორობიდან უნდა გადავმდგარიყავი, რომ პარტია ოფიციალურად დამერეგისტრირებინა და ახალ დირექტორად კი ის დანიშნულიყო, ვისაც კოლექტივი უჭერდა მხარს: გიორგი გაბუნია – ერთ-ერთი […]

თბილისის “დინამოს” ყოფილი მწვრთნელი უკრაინული გუნდიდან დაითხოვეს

უკრაინული მედიის ცნობით, ადგილობრივი პრემიერ ლიგის ბინადარი “ჩერკასაის” მთავარი მწვრთნელი თბილისის “დინამოს” ყოფილი დამრიგებელი ანდრეს კარასკო დაითხოვეს. xsport.ua-ს ინფორმაციით, კლუბი ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ, ამ დღეებში გააკეთებს, მაგრამ საწვრთნელ პროცესს ესპანელი უკვე აღარ ხელმძღვანელობს და ეს მოვალეობა ახალგაზრდულ გუნდში მომუშავე სპეციალისტებმა ჩაიბარეს. მოსალოდნელია, რომ “ჩერკასაის” ახალი მწვრთნელი, სადაც ქართველი შოთა ნონიკაშვილი თამაშობს, რომან გრიგორჩუკი გახდება. ინფორმაციისთვის, […]

დაუსრულებელი მშენებლობებისთვის შეღავათები 3 წლით ხანგრძლივდება – კანონპროექტი

“ქართული ოცნების” პარლამენტი დაუსრულებელი მშენებლობებისთვის საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივებას გეგმავს. უფრო კონკრეტულად საუბარია 2020 წელს ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონში ამოქმედებულ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც დაუმთავრებელი მშენებლობები გათავისუფლდნენ სპეციალური (ზონალური) შეთანხმებების გაცემისთვის მოსაკრებლის გადასახადისგან, თუმცა იმ დათქმით, რომ 2025 წლის 1 იანვრამდე მშენებლობა ექსპლუატაციაში იქნებოდა მიღებული. ახლა კი, კანონპროექტის ავტორები წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაში აღნიშნავენ, რომ 2025 წლის […]

Esquire-მა 2024 წლის საუკეთესო ალკოჰოლური სასმელები დაასახელა

Esquire-მა 2024 წლის საუკეთესო ალკოჰოლური სასმელები დაასახელა Esquire-მა 2024 წლის შედეგები შეაჯამა და რამდენიმე კატეგორიაში საუკეთესო ალკოჰოლური სასმელები დაასახელა. Esquire Spirit Awards 2024-ის სია ხელმისაწვდომია ჟურნალის ვებსაიტზე. იმისდა მიუხედავად, რომ ბოლოდროინდელი ალკოჰოლური ამბების უმეტესი ნაწილი გაყიდვების ვარდნას ეხებოდა, იყო გარკვეული დადებითი ასპექტებიც, წერს Esquire. გამოცემის ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიზარდა ამერიკული ვისკის გაყიდვები, რომელმაც აგავას […]

შსს-მ აქციაზე 112-ის სამეთვალყურეო კამერების დაზიანების ბრალდებით მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავა. მას 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული გ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. შსს-ს განმარტებით, დაკავებულმა სამეთვალყურეო კამერა დააზიანა. “გამოძიებით დადგინდა, რომ […]

ლუკა ღვინიაშვილი დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს

12 დეკემბერს, ლუკა ღვინიაშვილი, თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე დააკავეს და ამჟამად ის დიღმის იზოლატორშია. ამის შესახებ ინფორმაცია ღვინიაშვილის დედამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ღვინიაშვილის დედა აღნიშნავს, მისი შვილი მეგობრის სახლთან აიყვანეს. მოგვიანებით დაკავებულის დედის ინფორმაციით, ლუკა ღვინიაშვილი დიღმის იზოლატორში იმყოფება. “ვიპოვე ლუკა. დიღმის იზოლატორში მიჰყავთ. დიდი მადლობა ყველას. სანამ პოლიციამდე მივედი, უკვე ყველგან დარეკილი და გაცხადებული […]

აქციის მონაწილე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს

საპოლიციო ძალებმა აქციის კიდევ ერთი მონაწილე, გიორგი შატბერაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. ინფორმაციის თანახმად, დაკავებული რუსთაველის გამზირიდან სახლში ბრუნდებოდა, თუმცა გზაში პოლიციელებმა აიყვანეს. მას ოჯახის წევრები 2 საათის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ. მოგვიანებით კი მის ცოლს შეატყობინეს, რომ გიორგი შატბერაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.