რეპორტიორები საზღვრებს გარეშე – 2024 წელს, მსოფლიოში 54 ჟურნალისტი დაიღუპა – 550 ჟურნალისტი დაკავებულია

2024 წელს ჟურნალისტური საქმიანობის დროს, ან მასთან დაკავშირებით მსოფლიოში 54 ჟურნალისტი დაიღუპა, – ამის შესახებ აღნიშნულია პრესის თავისუფლების ყოველწლიურ ანგარიშში, რომელსაც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) აქვეყნებს.
დოკუმენტის თანახმად, ჟურნალისტების ნახევარზე მეტი კონფლიქტურ ზონებში დაიღუპა. მესამედი – ღაზას სექტორში.
ჟურნალისტების საქმიანობისთვის ყველაზე სახიფათო რეგიონები იყო: ღაზას სექტორი, პაკისტანი, ბანგლადეში.
ამჟამად მსოფლიოში 550 ჟურნალისტია დაკავებული, რაც 7 პროცენტით მეტია 2023 წელთან შედარებით. გისოსებს მიღმა ყველაზე მეტი ჟურნალისტი ჩინეთში, მიანმარში, ისრაელში, ბელარუსსა და რუსეთში იმყოფება.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, რომ 2024 წელს რუსეთის ფედერაციაში კიდევ რვა ჟურნალისტი დააკავეს. ამასთან, ღაზას სექტორში ომის დაწყების შემდეგ ისრაელმა ყველაზე მეტი, 17 ჟურნალისტი დააკავა და ის ახლა მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს დაკავებული და დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობის მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო