ირაკლი ღარიბაშვილი – მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამაზრზენი ტყუილები გამოიგონა ერთ-ერთმა არარაობამ, მოღალატე ბაჩიაშვილმა – ცილისწამებაა ისიც, თითქოს პარტიას გავემიჯნე – ეს ჩემი ხელწერა არ არის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ტყუილს და ცილისწამებას უწოდებს მედიაში გავრცელებულ ცნობებს იმასთან დაკავშირებით, რომ მან მმართველი გუნდი დატოვა. აღნიშნულ საკითხზე ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვინც მას კარგად იცნობს, იცის, რომ ეს მისი ხელწერა არ არის. მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მას საკუთარი წესები აქვს, რომელსაც არასდროს გადაუხვევს. “მინდა გამოვეხმაურო ამ აბსურდულ ცილისწამებას, […]
ევროპარლამენტარები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან

ევროპარლამენტარები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ. შეხვედრაზე უკვე იმყოფებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე. როგორც ცნობილია, მანამდე ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდნენ. მათ შეხვედრა ასევე გამართეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან და საქართველოს სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან.
ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერი – სანქციები უკანასკნელი საშუალებაა, თუ ისინი საჭირო იქნება, მაშინ დაწესდება – ჩვენი გზავნილი ნათელია, ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ!

სანქციები უკანასკნელი საშუალებაა, თუ ისინი საჭირო იქნება, მაშინ დაწესდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა (გერმანია) თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა. გერმანელმა ევროპარლამენტარმა სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. „სანქციები უკანასკნელი საშუალებაა. თუ ისინი საჭირო იქნება, მაშინ დაწესდება, მაგრამ ვიმედოვნებთ, ამჟამინდელი ხელისუფლება მიხვდება, რომ სანქციების თავიდან აცილების საუკეთესო გზა ქართველი ხალხის ევროპული ნების შესრულებაა“, – განაცხადა ტობიას […]
რასა იუკნევიჩიანე – ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში – ისინი, ვინც ამბობენ, რომ იქ არავინ გელოდებათ, ცრუობენ

როგორც ლიეტუველმა, ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვა: ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში. ისინი, ვინც ამბობენ, რომ არავინ გელოდებათ თქვენ ევროკავშირში, ცრუობენ. რადგან ჩვენ გვესმის, რომ ის ნაცრისფერი ზონები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე დარჩა, მხოლოდ „რუსკი მირის“, ანუ რუსეთის გავლენის, კრემლის გავლენის სიაშია, – ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა. „მაგრამ ასევე მინდა ნათლად ვთქვა: […]
თინა ბოკუჩავა – ბიძინა ივანიშვილს რაღაც მომენტში მაინც მოუწევს პოლიტპატიმრების შეწყალება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა

ბიძინა ივანიშვილს რაღაც მომენტში მაინც მოუწევს ამ მოთხოვნების – პოლიტპატიმრების შეწყალება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ამიტომ აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს ყველაფერი, რომ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესები იყოს დაცული, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება „ივანიშვილის რეჟიმს მოუწევს და ეს გარდაუვალია, თუმცა აქ […]
ბოლო ორ წელში საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მსურველთა რაოდენობა თითქმის განახევრდა

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება შენარჩუნდება. ცვლილებას “საქართველოს მოქალაქეობის” შესახებ კანონი ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს, ასევე მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, შესაძლებლობა ექნებათ, 2027 წლის 1 იანვრამდე სერვისების […]
არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ამდენად, სალომე ზურაბიშვილი რჩება პრეზიდენტად – ოპოზიციური პარტიები

არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ამდენად, სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში – ვაფასებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თანადგომას და ველით შემდგომ ქმედით და მკვეთრ ნაბიჯებს, – ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადებაშია აღნიშნული, რომლის შინაარსიც საზოგადოებას „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გააცნო. […]
“მე, როგორც ერთ განაწყენებულ ნაქოცარს ეს გულს მფხანს… მიუშვან, ამხილონ ფრთამოტეხილი ღარიბაშვილები და ძმანნი მისნი კორუფციაში” – ანა მიქაძე

ორიოდ სიტყვა არხების მიიყოლებით დახურვასა და სოც ქსელების შეზანზარებაზე… ზის ოპო პოლიტიკოსი ანაც ექსპერტი ტვ ეთერში ან ბლოგერი სადმე თბილ სტუდიაში და ბოლო ხმაზე აგინებს ყველას და ყველაფერს. დედის ….. აგინოს. ესაა დემოკრატიის ფასი და ხელისუფლებას აქვს თმენის ვალდებულება. მოითმინოს. მე, როგორც ერთ განაწყენებულ ნაქოცარს ცხადია, ეს სულ არ მადარდებს.. პირიქით გულს მფხანს … მიუშვან […]
IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს

IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც. ასევე სკანდირებენ: „საქართველო“, „საქართველოს გაუმარჯოს“. როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სამართალდამცავთა მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები. მსვლელობის დროს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო.
თბილისში IT/TECH სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობა იმართება

IT/TECH სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქში აქციას მართავენ. რამდენიმე ასეული ადამიანი ჯერ პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყო ცენტრალურ ქუჩებზე – რუსთაველის, მელიქიშვილისა და კოსტავას გამზირებზე. აქციის მონაწილეებს აივნიდან მიესალმა ცნობილი ქართველი ჯაზ-მომღერალი, გიული ჩოხელი. მეთხუთმეტე დღეა, თბილისში საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში […]