მამუკა მდინარაძე – ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის შემდგარმა საუბარმა ოპოზიცია მთლიანად ჩამოშალა – სალომე ზურაბიშვილი უფრო გავა მომსახურების არეალიდან, მეტ სულელურ გადაწყვეტილებას მიიღებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს შორის შემდგარმა სატელეფონო საუბარმა ოპოზიცია მთლიანად ჩამოშალა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ასეთ კომუნიკაციას მით უფრო, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მაკრონის შეხვედრის შემდეგ არ ელოდა. „გუშინდელმა საუბარმა არათუ მათი ნაძალადევი სიხარული გამოიწვია, არამედ მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია […]

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა. დავით ვერავა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის მმართველი, ასევე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბოლნისს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება

ქალაქ ბოლნის კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე თქმით, პროექტის ფარგლებში, 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, ფანჩატური და მინი-სტადიონი. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი მირიანაშვილთან და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან […]

სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლების გაერთიანებულმა საპროტესტო მსვლელობამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლა

სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლების გაერთიანებულმა საპროტესტო მსვლელობამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც: „კონსერვატორია არ დაკონსერვდება“, „თავისუფლება ანრი კაკაბაძეს“. გაერთიანებული მსვლელობა თბილისის მერიასთან გადაინაცვლებს. ცნობისთვის, სახელოვნებო მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად სახელმწიფო კონსერვატორიასთან შეიკრიბნენ, რის […]

იცით, რა არის ყველაზე ამორალური, როცა შენი ჯარი დაღლილ-დაქანცული უკან იხევს, გმირი ბიჭების ცხედრები უპატრონოდაა მიტოვებული – თავდაცვის მინისტრი კი ამ დროს მილიონობით ღირებულების ბრილიანტების შეძენით არის დაკავებული

იცით, რა არის ყველაზე ამორალური, როცა შენი ჯარი დაღლილ-დაქანცული უკან იხევს, გმირი ბიჭების ცხედრები უპატრონოდაა მიტოვებული – თავდაცვის მინისტრი კი ამ დროს მილიონობით ღირებულების ბრილიანტების შეძენით არის დაკავებული იცით, რა არის ყველაზე ამორალური, როცა შენი ჯარი დაღლილ-დაქანცული უკან იხევს, გმირი ბიჭების ცხედრები უპატრონოდ რომ არის მიტოვებული და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი მისი სკამის გადარჩენას […]

“მოძალადეები, ფაშისტები, სატანისტები” – ღარიბაშვილი “გამოკეთდა”

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტთან საუბრის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს: მინდა გამოვეხმაურო აბსურდულ ცილისწამებას და ტყუილს. მედიაში გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს პროტესტის გამო დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე. ამ კრიზისის ფონზე, თითქოს დავტოვე პარტია – ეს აბსურდია. ეს არაა ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, ჩემი პრინციპები და ამ წესებს არ გადავუხვევ. ჩემთვის […]

“მეუხერხულება… ყველა შეიძლება მივიდეს ექიმთან” – ღარიბაშვილის პირველი კომენტარი

ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ის არ უცემიათ და ვარჯიშისას, მსუბუქად დაშავდა: ცნობისთვის, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ოცნებაში ხელჩართული ჩხუბია გაჩაღებული, თუმცა, გვარები არ დაუსახელებია.

“გავიფიცებით ყოველდღე, 2 საათის განმავლობაში” – GPI-ის თანამშრომელთა ნაწილი

12 დეკემბერს სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” თანამშრომელთა ნაწილი ორი საათით გაიფიცა – როგორც GPI-ში BMG-ს დაუდასტურეს, გაფიცვას მონაწილეები კომპანიის ყველა რგოლის წარმომადგენელი უერთდება. გაფიცვის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე BM.GE “ჯიპიაი ჰოლდინგის” ციფრული მარკეტინგის სპეციალისტს, სალი ბაქრაძეს ესაუბრა. მისი თქმით, თანამშრომლების ნაწილი ყოველ დღე გაიფიცებიან, ხვალ კი დაგეგმილია მსვლელობა, რომლითაც გაფიცულები რუსთაველის გამზირზე მთავარ აქციას შეუერთდებიან. […]

არ არსებობს თანხმობა, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი – ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე

არ არსებობს თანხმობა, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი – ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე არ არსებობს თანხმობა, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. ხალხისთვის საკუთარი ხმის დაბრუნების გარდა, სხვა გზა არ არსებობს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს სახალხო დამცველი დარღვევებზე საუბრობს, რომელიც არა მარტო არჩევნებს, არამედ ქუჩებში დარღვევებს შეეხება. […]

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.