არ არსებობს თანხმობა, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი – ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე

არ არსებობს თანხმობა, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი – ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე არ არსებობს თანხმობა, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. ხალხისთვის საკუთარი ხმის დაბრუნების გარდა, სხვა გზა არ არსებობს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს სახალხო დამცველი დარღვევებზე საუბრობს, რომელიც არა მარტო არჩევნებს, არამედ ქუჩებში დარღვევებს შეეხება. […]

საია: ოცნება კანონმდებლობაში არადემოკრატიული და რეპრესიული ცვლილებების შეტანას ცდილობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ მიმდინარე კვირაში დაჩქარებული და გამარტივებული წესით განხილულ კანონპროექტებს განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ ერთდროულად რამდენიმე არადემოკრატიული და რეპრესიული შინაარსის ცვლილებები დააინიცირა. კანონპროექტების განხილვა და მიღება ავტორებმა დაჩქარებული ან გამარტივებული წესით მოითხოვეს და პირველი მოსმენით უკვე დაუჭირეს მხარი. საიას თანახმად, სავარაუდოა, რომ საშემოდგომო სესიის დასრულებამდე პარლამენტი მეორე […]

ირაკლი ღარიბაშვილი – ვნახეთ, როგორ უშენდნენ ცეცხლს პარლამენტის შენობას – მე მახსენდება ბავშვობის წლები, საშინელი პერიოდი, როცა პარლამენტს უშენდნენ ქვემეხებს და ავტომატით ესროდნენ, დღეს იგივეა ფაქტობრივად

ვნახეთ, როგორ უშენდნენ ცეცხლს საქართველოს პარლამენტის შენობას – მე მახსენდება ბავშვობის წლები, საშინელი პერიოდი, როცა პარლამენტს უშენდნენ ქვემეხებს და ავტომატით ესროდნენ, დღეს იგივეა ფაქტობრივად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-თან განაცხადა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „მათ ძალიან მაგრად მართეს ეს პროცესები“. ღარიბაშვილის განცხადებით, […]

რაინიე ვან ლანშოტი – ქართველი ხალხი ხედავს, რომ მისი მომავალი ევროკავშირზე გადის

საკუთარი მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და საკმაოდ ნათელია, ქართველი ხალხი ხედავს, რომ მისი მომავალი ევროკავშირზე გადის, – ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა, რაინიე ვან ლანშოტმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტარების ვიზიტის მიზანი არის ქართველო ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. „სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ ვაჩვენოთ სოლიდარობა მათ მიმართ და […]

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ევროპარლამენტარი რაინიე ვან ლანშოტი – სალომე ზურაბიშვილთან კარგი შეხვედრა გვქონდა

საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან კარგი შეხვედრა გვქონდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რაინიე ვან ლანშოტი (ნიდერლანდები) სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ განვიხილეთ „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ლიდერების არაკონსტიტუციური ქმედებები, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე და ის, თუ როგორ შეუძლია ქართველ ხალხს საკუთარი მომავლის თავისუფლად გადაწყვეტა“, – წერს ლანშოტი.

რასა იუკნევიჩიანე – სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას, საქართველო ევროპულ გზაზე დააბრუნოს

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ძალისხმევაში, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დააბრუნოს, – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ახლა ქართველი ხალხისთვის გადამწყვეტი მომენტი დგას. შეგახსენებთ, საქართველოში შვიდი ევროპარლამენტარი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ.

ზელენსკი აკრიტიკებს დასავლეთს საქართველოს სიტუაციაზე სუსტი რეაგირებისთვის

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დასავლეთს საკმარისად გადამწყვეტი რეაგირება არ ჰქონია საქართველოში არსებულ ვითარებაზე და რუსეთის ძალისხმევაზე, თბილისზე კონტროლი დაამყაროს. ამერიკულ ტელეარხ CBN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის დაკარგვა გამოიწვევს „ომის აფეთქებებს“ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში — როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ- და მაგალითად დაასახელა საქართველოში არსებული ვითარება. „ამერიკის ქმედებები საქართველოში არსებულ დღევანდელ სიტუაციაში, ჩემი […]

თამთა შედანიას ახალი წამოწყება და დიდი გეგმები: “14 წლის ვიყავი, როცა საფრანგეთში წავედი, მაშინ არაფერი ვიცოდი…” – Marao

თამთა შედანიას სამოდელო კარიერა 14 წლიდან დაიწყო და განვითარდა. წარმატებულმა მოდელმა დიდი გზა გაიარა, ახლა კი მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგას: საკუთარი სამოდელო სააგენტო და აკადემია დააფუძნა. რა იყო ამ საქმის წამოწყების მოტივაცია და ჩვენს ქვეყანაში, სამოდელო სფეროში რა ხარვეზებს ხედავს, ამის შესახებ გამოცდილი მოდელი გულახდილად გვესაუბრა… – დიდი ხანია, ჩემი სააგენტოს და აკადემიის შექმნაზე […]

“არ შეგვეძლო ვმსხდარიყავით და ჩვენი საქმე წყნარად გვეკეთებინა” – IT/TECH-სპეციალისტების გაფიცვა

“ვაპროტესტებთ რუსული ხელისუფლების მოქმედებებს”, – ამის შესახებ IT/TECH კომუნის წევრები აცხადებენ. IT და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედის ძეგლთან შეიკრიბნენ. ისინი სამსახურებში წასვლის ნაცვლად, ორი დღის განმავლობაში, პროტესტს გამართავენ. მათი განცხადებით, “ქართულ ოცნებას” საქართველოს რუსეთისკენ მიჰყავს. “ამ პროტესტის მიზეზი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია, ადამიანების ჩაგვრა, კონსტიტუციის დარღვევა, ეს იქნება ევროინტეგრაციისა თუ ადამიანის უფლებების […]