რამდენიმე საათია, ვატოს ვერც ოჯახი და ვერც ადვოკატი ვერ უკავშირდება – ადვოკატი

“რონდელის ფონდის“ მკვლევარის, ვატო ბჟალავას ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია. ადვოკატის თქმით, რადენიმე საათია მას ვერც ოჯახის წევრები და ვერც ადვოკატი ვერ უკავშირდებიან. ადვოკატი ამბობს, რომ თუ ის დაკავებულია, დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს უფლება ოჯახს, ან ადვოკატს დაუკავშირდეს. ვატო ბჟალავა აშუქებდა აქციებს, იღებდა ვიდეოებს, იგი “როდენლის ფონდის “ მკვლევარია, რომელიც მიმდინარე აქციებს ამონიტორინგებს. დაიბარეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციის […]

მარკო მიხელსონი – დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა აღიარონ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა, ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ინსტიტუტი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა აღიარონ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა, ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ინსტიტუტი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარ უნდა გამოაცხადონ, რომ არ აღიარებენ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის დაგეგმილ გადაწყვეტილებას აირჩიოს ახალი პრეზიდენტი შაბათს. საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური […]

საპარლამენტო კომიტეტების ფორმირებისთვის საჭირო წევრთა რაოდენობა შემცირდა

საპარლამენტო კომიტეტების ფორმირებისთვის საჭირო წევრთა რაოდენობა შემცირდა. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა რეგლამენტში ცვლილებები, რომლის მიხედვით, კომიტეტის სრული შემადგენლობა არანაკლებ ცხრა დეპუტატით განისაზღვრება, ნაცვლად პარლამენტის 10 წევრისა, ხოლო კომიტეტი უფლებამოსილი იქნება მუშაობას შეუდგეს, თუ დანიშნული იქნება კომიტეტის თავმჯდომარე და არანაკლებ ხუთი წევრი, ნაცვლად, ჯერ კიდევ მოქმედი რეგლამენტით განსაზღვრული არანაკლებ, შვიდი წევრისა. ამავე პროექტის გათვალისწინებით, მუდმივმოქმედ საპარლამენტო […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა სოფელ გლდანს, ავჭალას, ასევე დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის რაიონის სოფლებს შეეხება. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 დეკემბერს 09:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში კაიშაურები, ქუმლისციხე, სეთურნი, […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8512 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8512 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8512 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8323 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0189 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9946 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9742 ლარს შეადგენდა. […]

ჟურნალმა Time-მა დონალდ ტრამპი წლის ადამიანად დაასახელა

ჟურნალმა Time-მა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2024 წლის ადამიანად დაასახელა. „ტრამპის მეორე ვადის წინა დღეს, ყველა ჩვენგანი, მისი ყველაზე ფანატიკოსი მხარდამჭერებიდან დაწყებული მისი ყველაზე ძლიერი კრიტიკოსებით დამთავრებული, ტრამპის ეპოქაში ვცხოვრობდით“, – განმარტა ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა სემ ჯეიკობსმა კომენტარში. მან აღნიშნა, რომ ტრამპმა მოახერხა „ამერიკული პოლიტიკის გადაკეთება“. შედეგად, ჯეიკობსმა თქვა, რომ ტრამპმა მოიპოვა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა […]

FactCheck: 29 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში სპეცრაზმის საკვებზე 516 185 ლარი დაიხარჯა

ქართული ოცნების მხრიდან თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების დასაშლელად საპოლიციო ძალების არაერთხელ გამოყენების ფონზე, FactCheck წერს, ამ დღეების განმავლობაში რა დაუჯდა სახელმწიფოს სპეცრაზმის კვება. FactCheck-ის თანახმად, 29 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში სპეცდანიშნულების რაზმის საკვებზე ბიუჯეტიდან 516 185 ლარი დაიხარჯა. FactCheck წერს, რომ შსს-მ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე მომსახურეების კვებით უზრუნველყოფისთვის […]

კახა კალაძე: მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება. ეს ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დგას – ამ ადგილზე ბოლო 15 დღეა, ათასობით ადამიანი იკრიბება „ქართულ ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად და ახალი არჩევნების მოთხოვნით. „თბილისი კვლავ იქნება ყველაზე ჯადოსნური, ყველაზე ლამაზი საახალწლოდ მორთული ქალაქი, სადაც ადამიანებს, ჩვენს პატარებს ექნებათ […]

საია – გიორგი ოკმელაშვილის საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება

„საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება. საია-ს ინფორმაციით, პროცესის 2025 წლის 10 იანვარამდე გადადება აძლიერებს ეჭვს, რომ საქმის გაჭიანურება მიზნად ისახავს გიორგი ოკმელაშვილის მიმართ პრეზიდენტის შეწყალების მექანიზმის გამოყენების ხელშეშლას. საია აგრძელებს პროცესების მონიტორინგს და მოუწოდებს სასამართლოს დროულად და სამართლიანად […]

რა ეღირება ლარი ხვალ?

12 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ლარის ცვლილებამ 1.89 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8512 ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.04 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9946 ლარი გახდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 13 დეკემბერს ამოქმედდება.