მენეჯმენტს „მთავარი არხის“ დირექტორად ჟორჟოლიანის და ჭანტურიას კანდიდატურას ვთავაზობდი – ოქუაშვილი

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მფლობელი, ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ის არხის მენეჯმენტს გენერალურ დირექტორად ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას სთავაზობდა, რაც ახლაც ძალაშია. ხოლო თუ ნანუკა ჟორჟოლიანი უარს იტყოდა, ზაზა ოქუაშვილის თქმით, ის გია ჭანტურიას კანდიდატურას განიხილავდა. როგორც ზაზა ოქუაშვილი ამბობს, მას არც ჟორჟოლიანთან და არც ჭანტურიასთან პირადი მოლაპარაკებები არ ჰქონია, თუმცა ეს შეთავაზებები ახლაც ძალაშია, […]
ხვალ მარკეტერების, PR სპეციალისტების და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობა გაიმართება

ხვალ – 13 დეკემბერს, 14:30-ზე მარკეტერების, PR სპეციალისტების და სრულიად შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობა იგეგმება. მსვლელობა ვაკის პარკის მთავარი შესასვლელიდან პარლამენტისკენ გაიმართება.
“ვალენსიამ” შეიძლება მალე ბარახა გადააყენოს

Relevo-ს ცნობით, “ვალენსიას” 49 წლის მწვრთნელი რუბენ ბარახა შეიძლება მალე სამუშაოდან დაითხოვონ. ბარახას საკითხზე “ვალენსიას” დირექტორთა საბჭომ ბოლო შეხვედრაზე იმსჯელა და საბოლოო სიტყვა კლუბის პრეზიდენტმა უნდა თქვას. ბევრი რამ მომავალი მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული. კლუბს ჯერ არცერთ სპეციალისტთან არ დაუწყია მოლაპარაკებები, მაგრამ სხვადასხვა კანდიდატურებს განიხილავს. “ვალენსიას“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 10 ქულით მეცხრამეტე ადგილზეა […]
IT და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობამ იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა – ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია

სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლების გაერთიანებულმა საპროტესტო მსვლელობამ თბილისის მერიიდან იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა. ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაკეტეს. ასევე, ისინი იუსტიციის სახლში დასაქმებულებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. მათი თქმით, დღეს უმოქმედობა და სიჩუმე დანაშაულია. მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე, […]
სისხლიანმა რეჟიმმა რომელმაც 2008 წლის ომამდე გაყიდა ომი და ამ რეჟიმის წარმომადგენელმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა რომელმაც საკუთარი ჯარი მიატოვა ომში, ქართული სახელმწიფოს მოღალატეობით იშოვა მილიონობით დოლარი
სისხლიანმა რეჟიმმა რომელმაც 2008 წლის ომამდე გაყიდა ომი და ამ რეჟიმის წარმომადგენელმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა რომელმაც საკუთარი ჯარი მიატოვა ომში, ქართული სახელმწიფოს მოღალატეობით იშოვა მილიონობით დოლარი „თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახლიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტები ამოიღეს. ფაქტები ადასტურებს, რომ მან ბრილიანტები 2008 წლის ომის მიმდინარეობისას და ასევე ომის შემდეგ დღეებში 19 აგვისტოს, 4 […]
ადვოკატის განცხადებით, ბექა მინდორაშვილი, რომელსაც მეტროსადგურში ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობა ედება ბრალად, ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადიოდა მკურნალობას

ადვოკატ ილია ლომიას განცხადებით, 36 წლის ბექა მინდორაშვილი, რომელსაც მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში” ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობას ედავებიან, ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადიოდა მკურნალობას. ადვოკატის ინფორმაციით, მინდორაშვილმა შესაბამის დაწესებულებას ჯანმრთელობის გაუარესების გამო, თავად, საკუთარი სურვილით მიმართა. ლომიას თქმით, ბრალდებულმა ფსიქიატრიული კლინიკა რამდენიმე თვის წინ დატოვა, დანიშნული მკურნალობა კი თვითნებურად შეწყვიტა. “მომხდართან დაკავშირებით გაჩუმებულია, არც ნაცნობობას, არც მოტივს არ […]
პარლამენტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხზე მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა და 87 ხმით მხარი დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციას და მის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების – კულტურის სამინისტროს და სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბებას. კანონპროექტი პარლამენტის წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ […]
ლიეტუვაში მუშაობას შეუდგა ახალი მთავრობა

ხუთშაბათს ლიეტუვაში ფიცი დადო ახალმა მთავრობამ. მასში წამყვან როლს თამაშობენ სოციალ-დემოკრატები, რომლებიც მანამდე ოპოზიციაში იყვნენ. მათ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს ოქტომბერში გამართულ არჩევნებში. მანამდე სეიმმა – ლიეტუვის პარლამენტმა – დაამტკიცა სოციალ-დემოკრატი გინტაუტას პალუკასის მთავრობის პროგრამა. მთავრობის ფორმირებას არ ჩაუვლია სკანდალებისა და ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის გარეშე. სამთავრობო კოალიციაში შედიოდა პოპულისტური პარტია „ნემანის გარიჟრაჟი“, რომლის ლიდერის, რემიგიუს ჟემაიტაიტისის, […]
“ეს იყო ყველაზე უცნაური – კორდონში დგომი პოლიციელები მირტყამდნენ მაშინ, როცა მიმათრევდნენ” – კიდევ ერთი ნაცემი მოქალაქის სასამართლო

კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც სპეცრაზმმა გაიტაცა და სასტიკად სცემა, სასამართლო პროცესს ელოდება და ტვ პირველთან ამბობს: უკვე აურზაური იყო, წყალის ჭავლს გამოვერიდე, რომ დამეხარისხებია ჩემი კამერის ნაწილები და მოვმზადებულიყავი. ამ დროს გაიღო პარლამენტის წინ რკინის კარი, გამოცვივდნენ სპეცრაზმელები, დავინახე ბიჭს ურტყამდნენ, რას შვრებით–თქო, დავიძახე და მეც წამათრიეს. გზაში კორდონი რომ გაიარეთ, ყველა მაგინებდა და მირტყამდა. […]
“ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია” – 13 დეკემბერს, 17:00 საათზე, ეკონომიკის სამინისტროსთან აქციაა

“ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია” – 13 დეკემბერს, 17:00 საათზე, ეკონომიკის სამინისტროსთან ღვინის კომუნის პროტესტი გაიმართება. მოქალაქეები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე, გმობენ და საგარეო კურსის ცვლილებას მოითხოვენ.