პოეტი ზვიად რატიანი ამბობს, რომ სახლთან თავს დაესხნენ

პოეტ ზვიად რატიანს, რომელსაც პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე 13 დღის წინ აქციაზე დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, 12 დეკემბერს თავს დაესხნენ. ინფორმაცია თავდაპირველად მისმა მეგობარმა, კომპოზიტორმა არჩილ გიორგობიანმა განაცხადა „ტელეკომპანია პირველის“ პირდაპირ ეთერში და რატიანის ოჯახის წევრებმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს. მას დაახლოებით საღამოს 9-ის ნახევრისთვის, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან დაესხნენ თავს. ის ამბობს, რომ მოსაყოლი ბევრი არაფერია: „სადარბაზოდან […]
ჟურნალმა Time-მა დონალდ ტრამპი 2024 წლის ადამიანად აირჩია

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2024 წლის ადამიანად აირჩია. „ტრამპის პოლიტიკური აღორძინება უპრეცედენტოა ამერიკის ისტორიაში“, – ნათქვამია გამოცემაში. პუბლიკაციის ავტორებმა ივლისში პენსილვანიაში ტრამპის მკვლელობის მცდელობა გაიხსენეს. რესპუბლიკელების კანდიდატმა დაამარცხა კონკურენტები, მოიგო შვიდ მერყევ შტატში და გახდა 20 წლის განმავლობაში პირველი რესპუბლიკელი, რომელმაც სახალხო კენჭისყრაში გაიმარჯვა. ტრამპს უკვე მიენიჭა იგივე წოდება 2016 წელს. […]
ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდნენ

ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდნენ. მოქალაქეები მათ ტაშით შეხვდნენ. ევროპარლამენტარების დელეგაციამ 12 დეკემბერს დახურული შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, ოპოზიციურ კოალიციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება საქართველოს ევროპული გზის მიმართ. დელეგაციის წევრებმა გაუსვეს სამართლიანი არჩევნებისა და ევროკავშირის უფრო ძლიერი ჩართულობის აუცილებლობას. ევროპარლამენტარებმა ასევე მოითხოვეს ხელახალი არჩევნების ჩატარება, ვინაიდან ოქტომბრის არჩევნები, მათი […]
საქართველოში 51 ბოთლიყლაპია აპარატი განთავსდება – “სპარკლოსა” და “ტენეს” შორის ურიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

კომპანია სპარკლოსა და ტენეს შორის ურიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გამორმდა – ამის შესახებ ინფორმაციას “ტენე” ავრცელებს. “ტენეს” ინფორმაციით, შედეგად საქართველოში 51 ბოთლიყლაპია აპარატი განთავსდება. “კონკურენციის ნაცვლად ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეერთიანებინა ჩვენი შესაძლებლობები და შეგვექმნა სინერგია ბოთლიყლაპია აპარატების განთავსების, ბოთლების შეგროვების და გადამუშავების ნაწილში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოდგა მსოფლიო ბაზარზე პეტ-მასალის ფასის ვარდნის ფონზე,” – აცხადებენ დამფუშნებოები. “ტენეს” […]
არასრულწლოვანის მიერ სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა მშობლის დაჯარიმებას გამოიწვევს

არასრულწლოვანის მიერ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა მშობლის დაჯარიმებას გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდება “ქართულმა ოცნებამ“ ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ იმ მუხლშიც შეიტანა, რომელიც მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობას შეეხება. საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო. მას 13 დეკემბრის […]
ევროპარლამენტარები რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ

ევროპარლამენტარები რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ. ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, რაინიე ვან ლანშოტა; ევროპარლამენტარი მიჰალ შჩერბა (პოლონეთი); ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი (გერმანია); ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე და ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი (გერმანია) პარლამენტთან შეკრებილებს მსვლელობით შეუერთდნენ. მსვლელობისას დიპლომატებს მოქალქეები ტაშით და ოვაციებით ხვდებოდნენ. ასევე ისმოდა შეძახილები: “საქართველო, საქართველო!”. ინფორმაციისთვის, მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 […]
ბადრი ჯაფარიძე – რაც უფრო მეტ სადამსჯელო, რეპრესიულ ზომას გამოიყენებს “ქართული ოცნება” თავისუფალი ხალხის წინააღმდეგ, მით მეტი იქნება პროტესტი – კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები

35 წელია, აქტიურად ვმონაწილეობ მანიფესტაციებში და ვერ ვიხსენებ ასეთ უწყვეტ, თვითორგანიზებულ მანიფესტაციებს. ის ხალხი ვნახე ქუჩებში, რომლებიც ადრე ასეთ აქციებში არ იღებდნენ მონაწილეობას, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, დემონსტრაციებში მონაწილე ადამიანებმა საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის მიმართ ევროპული მომავლის დაკარგვის საფრთხე დაინახეს. “ეს პროტესტი […]
თოვის გამო გომი-ჭალოვანის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომი-ჭალოვანის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. “ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 (გომი-ჭალოვანი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პოეტ ზვიად რატიანს სახლთან თავს დაესხნენ

პოეტ ზვიად რატიანს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სცემეს. როგორც ზვიად რატიანი აცხადებს, თავდამსხმელი ოთხი პირი იყო, თავდასხმა კი სახლის სადარბაზოსთან მოხდა. “მოსაყოლიც არ არის ბევრი. სადარბაზოდან რომ გამოვედი ფეხი დამიდეს. მე რაც მახსოვს, ოთხნი იყვნენ. წავიბორძიკე, ცოტა გადამირბინეს და გაიქცნენ”, – განაცხადა ზვიად რატიანმა „ტვ პირველთან“. შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი 29 ნოემბერს, საპროტესტო […]
კანონიერი სტატუსის არმქონე იმიგრანტების მიმართ ამერიკელთა განწყობა შეიცვალა

„როიტერ/იპსოსის“ გამოკითხვის თანახმად, ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, ამერიკელებს აშშ-ში უკანონოდ მცხოვრები იმიგრანტების მიმართ ნაკლებად კეთილმოსურნე დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ აშფოთებთ მკაცრი ზომები, როგორიცაა დაკავების ბანაკების გამოყენება მასიური დეპორტაციის ძალისხმევისთვის, რის პირობაც ტრამპმა დადო. 5-10 დეკემბერს ჩატარებული კვლევით, გამოკითხულთა 33 პროცენტმა თქვა, რომ კანონიერი სტატუსის არმქონე იმიგრანტთა უმეტეს წილს აშშ-ში დარჩენის ნება უნდა მიეცეს. 2017 წელს […]