ვერ გავიზიარებთ განწყობას იმ საშობაო ბაზრობაზე, სადაც ჩვენ თვალწინ ადამიანებს აშინებენ, დასდევენ და სცემენ – “ესკი”

ვრჩებით იმ ღირებულებების ერთგული, რომელთა დასაცავადაც 2024 წლის გაზაფხულიდან ქუჩაში ვიბრძვით – ამის შესახებ განცხადებას სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკი“ ავრცელებს. “ცხადია, ვერ გავიზიარებთ განწყობას იმ საშობაო ბაზრობაზე, სადაც ჩვენ თვალწინ ადამიანებს აშინებენ, დასდევენ და სასტიკად სცემენ. გვჯერა, რომ ესკის მომხარებელი ამ გადაწყვეტილებაში ჩვენთან ერთადაა, რადგან რაც მათთან გვაერთიანებს, სწორედ მოქალაქეობრივი თვითშეგნება და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობაა. […]
“ზუსტად ვიცი, ძალა ერთობაშია, სიყვარულშია” – “ფუსფუსი” მცირე ბიზნესებს დახმარებას სთავაზობს

საკონდიტრო “ფუსფუსი” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც სოლიდარობას უცხადებს მცირე ბიზნესებს და დახმარებას სთავაზობს. “ძვირფასო მცირე მეწარმეებო, ვიცი, რა რთულ პერიოდებს გადიხართ ახლა. რამხელა ფინანსურ თუ ფსიქოლოგიურ კრიზისს განიცდით. მეც იგივეს გავდივარ…სულ მეფიქრება, რა შეიძლება გავაკეთო იმისთვის, რომ ერთმანეთს ყოფა შევუმსუბუქოთ. ამიტომ, გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა და ვინც მყავხართ მცირე მეწარმეები, კომენტარში დათაგეთ თქვენი ბიზნეს […]
ზვიად რატიანს საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

პოეტ ზვიად რატიანს 12 დეკემბერს, საღამოს, საკუთარ სახლთან შავფორმიანი ე.წ. ტიტუშკები ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოეტის თქმით, საპროტესტო აქციაზე მიმავალს საკუთარ სახლთან ერთმა შავფორმიანმა ფეხი დაუდო, დანარჩენები კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. მანამდე, ნოემბრის ბოლოს, რატიანი სპეცრაზმმა დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. სასამართლომ კი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
საგადასახადო შეღავათის გაუქმება უძრავ ქონებას გააძვირებს და მიმდინარე კონტრაქტებში გაურკვევლობას გამოიწვევს – “არსი”

დეველოპერულ კომპანიებში აცხადებენ, რომ სამშენებლო სექტორში დასაქმებულებისთვის შეღავათის გაუქმება და მცირე მეწარმეების 1%-ის ნაცვლად 20 %-ით დაბეგვრა, დარგზე ნეგატიურად აისახება. როგორც „არსის“ დირექტორმა BMG-ის განუცხადა ეს ინიციატივა სამშენებლო კომპანიებს ხარჯებს გაუზრდის და საბოლოოდ უძრავ ქონებასაც გააძვირებს. ამასთან, ბესო ორთოიძის თქმით, დაბეგვრის რეჟიმის ცვლილება შესაძლოა, პრობლემური აღმოჩნდეს მიმდინარე სამშენებლო პროექტების დასრულების მხრივაც. „როდესაც ვხედავთ რა ხდება […]
ნაკლებად შეძლებული ადამიანისთვის უფრო მნიშვნელოვანია სავალდებულო დაზღვევა, ვიდრე მდიდარისთვის – ლაშა ნიკოლაძე

ნაკლებად შეძლებული ადამიანისთვის უფრო მნიშვნელოვანია სავალდებულო დაზღვევა, ვიდრე მდიდარისთვის – ლაშა ნიკოლაძე ეკონომიურად ნაკლებად შეძლებული ადამიანისთვის უფრო მნიშვნელოვანია სავალდებულო დაზღვევა, ვიდრე მდიდრისთვის, რომელსაც ნებისმიერი ანაზღაურების გადახდა ჯიბიდან შეუძლია, – , – ამის შესახებ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით 720 000-მდე მოქალაქე სარგებლობს, საიდანაც 250 000 […]
დაუყოვნებლივ საჭიროა საერთაშორისო ქმედება ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად – დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

დაუყოვნებლივ საჭიროა საერთაშორისო ქმედება ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად – დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დაუყოვნებლივ საჭიროა საერთაშორისო ქმედება ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად, დანია კონკრეტულ ზომებზე პარტნიორებთან მუშაობს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა. მისი თქმით, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. “დაუყოვნებლივ საჭიროა საერთაშორისო ქმედება ქართველი […]
ემანუელ მაკრონი – მინდა, გავიმეორო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზის დამცველების მიმართ და გამოვხატო ღრმა შეშფოთება უხეში რეპრესიების, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებების და ევროპული გზის ღალატის გამო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მეთაურის „შემაშფოთებელი განცხადებებისა“ და „ევროპული გზის ღალატის“ გამო. მაკრონის თქმით, აღნიშნული სრულიად საპირისპიროა იმის, რასაც კამპანიის დროს ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ. ემანუელ მაკრონმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაიმეორა მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის დამცველების მიმართ. მაკრონმა ისაუბრა რუსეთის გავლენებზე ევროპაში და აღნიშნა, რომ საქართველო […]
ადვოკატი – დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ვეძებდით ვატო ბჟალავას და ვერ ვპოულობდით – მის მიმართ იყო ძალადობა

დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ვეძებდით ვატოს და ვერ ვპოულობდით – მის მიმართ იყო ძალადობა, – ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ მკვლევრის, ვატო ბჟალავას ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ვატო ბჟალავას განყოფილებაში ყოფნის დროს პოლიციელმა სახეში ხელი ორჯერ დაარტყა. როგორც ადვოკატი განმარტავს, დაკავებულს ფეხიც ჩაარტყეს წვივის არეში, სადაც აღენიშნება კიდეც დაზიანება და აქვს სილურჯე. […]
ევროკავშირის ელჩთან საუბარშიც გავაჟღერე, მნიშვნელოვანია არ იყოს 16 დეკემბერს ისეთი გადაწყვეტილებები მიღებული, რაც იმდენად დააზიანებს ურთიერთობას, რომ შემდგომ შეიძლება ბევრი დრო დაგვჭირდეს გამოსასწორებლად
ევროკავშირის ელჩთან საუბარშიც გავაჟღერე, მნიშვნელოვანია არ იყოს 16 დეკემბერს ისეთი გადაწყვეტილებები მიღებული, რაც იმდენად დააზიანებს ურთიერთობას, რომ შემდგომ შეიძლება ბევრი დრო დაგვჭირდეს გამოსასწორებლად ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ 16 დეკემბერი და რა მოხდება 16 დეკემბერს, არამედ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მომავალში როგორ განვითარდება ეს ურთიერთობები და რა როლი შეიძლება შეასრულოს თუნდაც 16 დეკემბრის საბჭოს გადაწყვეტილებებმა თუ გზავნილებმა, […]
პოეტ ზვიად რატიანს თავს დაესხნენ

პოეტ ზვიად რატიანს თავს დაესხნენ. როგორც ის TV პირველთან ყვება, მას რამდენიმე ადამიანის სახლის სადარბაზოსთან დაესხა თავს, როდესაც აქციაზე წასვლას აპირებდა. “სადარბაზოდან გამოვედი და ფეხი უკნიდან დამიდეს… შეიძლება ვერ შევამჩნიე, მაგრამ, მგონი, ოთხნი იყვნენ. ფეხი დამიდეს, წავიბორძიკე, ცოტა გადამირბინეს და გაიქცნენ”, – თქვა პოეტმა. რატიანის თქმით, თავდასხმის დროს მისთვის არაფერი უთქვამთ: “აღარ ვიცი, ამისთვის მადლობა […]