“მემორიალმა” დაადასტურა მონაცემები ჩეჩნეთის მცხოვრებლების მასობრივი გატაცებების შესახებ

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა “მემორიალმა” დაადასტურა ინფორმაცია ძალოვანი უწყებების მიერ რამდენიმე ათეული ადამიანის გატაცების შესახებ ჩეჩნეთში – ადრე ამის შესახებ იტყობინებოდნენ ოპოზიციური ტელეგრამ-არხები. უფლებადამცველთა მონაცემებით, სულ 80-დან 90-მდე ადამიანი გაიტაცეს. “მემორიალის” აზრით, გატაცებების ტალღა დაკავშირებულია 6 მაისს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოსთან, რომელშიც უცნობი პირი ცეცხლს უკიდებს მანქანას, რომელსაც ნომრებზე აქვს წარწერა “დუსტუმ”. წარსულში ამ მეტსახელით […]

მიშელი: ვეტო კანონზე დაფიქრების საშუალებას იძლევა, კანონი EU-ს ღირებულებებს არ შეესაბამება

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო გამჭვირვალების კანონზე დაფიქრების საშუალებას იძლევა. დღევანდელი ფორმით – კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას. მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკოსს და ლიდერს, კარგად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები და უზრუნველყონ საქართველო დარჩენა ევროპულ კურსზე, რასაც მოსახლეობა მხარს უჭერს. მე ვაგრძელებ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით თვალყურის დევნებას

პარლამენტთან, სადაც მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ საავტომობილო გზა გადაიკეტა

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. საკანონმდებლო ორგანოს წინ საავტომობილო მოძრაობა მას შემდეგ შეჩერდა, რაც აქციის მონაწილეებს „ექსპო ჯორჯიადან“ გამართული მსვლელობს მონაწილეები შეუერთდნენ. მათ პარლამენტთან შეკრებილები ტაშითა და შეძახილებით შეხვდნენ. აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ საქართველოს დროშები და ბანერები სხვადასხვა შინაარსის წარწერით: “არ ვართ პარტია. ჩვენი მოთხოვნა ევროპული მომავალია”; “ქვეყნის მომავალი/ჩვენი ჯანმრთელობა […]

შარლ მიშელი – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს – ყველა პოლიტიკოსს და ლიდერს მოვუწოდებ, კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს. ამჟამინდელ ფორმაში – კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას არ შეესაბამება. საქართველოში ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს მოვუწოდებ, რომ კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს […]

ირაკლი კუპრაძე – ვეტოს დადება იყო ერთადერთი გამოსავალი, რათა პასუხისმგებლობა აიღოს “ოცნებამ” – ერთი რამ დარჩა, სცადონ ვეტოს დაძლევა, რასაც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობა და პარტნიორების მკვეთრი ნაბიჯები მოჰყვება

ვეტოს დადება იყო ერთადერთი გამოსავალი, რათა პასუხისმგებლობა აიღოს „ქართულმა ოცნებამ” – ერთადერთი რამ დარჩა, რომ მათ სცადონ ვეტოს დაძლევა, რასაც მოჰყვება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობა და საერთაშორისო პარტნიორების მკვეთრი ნაბიჯები,- ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონის გარშემო და ევროინტეგრაციის პროცესში საბოტაჟზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. […]

ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ქარავან არტ ფორუმი“ მიმდინარეობს

ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ქარავან არტ ფორუმი“ მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღეს, ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის დავით კაკაბაძის სახ. სახვითი ხელოვნების გალერეაში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „ურბანული პეიზაჟები“ გაიხსნა. „გამოფენის გახსნას ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე დაესწრო. გალერეაში წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების ნამუშევრები – ფერწერა, მხატვრული ფოტოგრაფია, ინსტალაცია. „ქარავან […]

გვანცა ივანიშვილი აშშ-ში ცხოვრობს და არტ თერაპევტად მუშაობს

ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოთხი შვილიდან ერთ-ერთი, გვანცა (ვივიან) ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობს და ცხოვრობს. ის ასევე მუშაობს კლინიკური არტ თერაპიის სტაჟიორად ამერიკულ კომპანია MOSAIC-ში, როგორც მაგისტრატურის მესამე დონის სტუდენტი. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ნოდარ მელაძის შაბათმა გაავრცელა. როგორც დამსაქმებელი კომპანიის ვებსაიტიდან ირკვევა, გვანცა ივანიშვილს აშშ-ში ვივიენის სახელით იცნობენ. ის ჯერ კიდევ სტუდენტობისას, […]

“შემეძლო თუ არა “კვარას” დარტყმულის მოგერიება?” – “ფიორენტინას” მეკარის კომენტარი

სერია A-ს 37-ე ტურში “ფიორენტინამ” “ნაპოლის” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. “პარტენოპეის” ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა ჯარიმიდან მოახერხა. “ფიორენტინას” მეკარემ პიეტრო ტერაჩიანომ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ქართველის შესრულებულ ჯარიმაზე ისაუბრა. “ვფიქრობ, მის კლასსა და საჯარიმო დარტყმაზე კომენტარი ზედმეტია. შემეძლო თუ არა მისი დარტყმულის მოგერიება? მოდით, ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ, ან უპასუხოდ დავტოვებ. ქართველი უმაღლესი […]

დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს – სალომე ზურაბიშვილი (ვიდეო)

“დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს”- განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. “ეს კანონი თავისი არსითა და სულისკვეთებით რუსული კანონია, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს, ამდენად, ჩვენ ევროპულ გზაზე წარმოადგენს შეფერხებას. ეს ვეტო იურიდიულად სრულიად გამართულია და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, ძალიან მარტივი […]

ზელენსკის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭირო საშუალებების მხოლოდ მეოთხედი აქვს

უკრაინის პრეზიდენტი მოელის, რომ რუსეთი გააძლიერებს შეტევას ჩრდილო-აღმოსავლეთში. ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ კიევს აქვს მხოლოდ ერთი მეოთხედი საჰაერო თავდაცვის იმ საშუალებების, რომლებიც აუცილებელია ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად. ეს განცხადება მან გააკეთა AFP-სთან ინტერვიუში. სააგენტო აღნიშნავს, 10 მაისს რუსეთის ჯარებმა დაიწყეს მოულოდნელი შეტევა ხარკოვის ოლქში, რის შემდეგაც ბოლო წლინახევრის განმავლობაში დაიკავეს ყველაზე დიდი ტერიტორია. ზელენსკის თქმით, […]