მიხეილ სააკაშვილი – თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას

თურქეთი როგორც ყოველთვის საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „2004 წელს ასლან აბაშიძემ დანარჩენ საქართველოსთან გაწყვიტა კავშირი, ისევე როგორც, დღეს ოლიგარქმა პროგრესულ სამყაროსთან ურთიერთობა. მაშინ ბათუმში ჩასულმა თურქეთის დელეგაციამ ქართველი ხალხის მხარე დაიჭირა და ასლანს აჭარის […]
ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში გასამართ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე სამპუნქტიანი სამოქმედო გეგმის შედგენას მოელის

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შვეიცარიაში გასამართ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე სამპუნქტიანი სამოქმედო გეგმის შედგენას მოელის. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, საუბარია თავისუფალ ნავიგაციაზე, ბირთვულ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ტყვეების გაცვლასა და უკანონოდ დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებაზე. „თუ სამიტიდან აღნიშნული სამი ნაბიჯით დავბრუნდებით, თუ ქვეყნების უმრავლესობა ამ პოზიციებზე შეთანხმდება, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ რუსეთი მათ აღარ დაბლოკავს და გარკვეულ სახელმწიფოებთან ერთად […]
ევროკავშირის ელჩი – გაიწვიეთ ეს კანონი – ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან, უნდა დავაჩქაროთ მუშაობა რეფორმებზე და გადავჭრათ კანონპროექტის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ

„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სრულიად განსხვავებული რამ, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გამჭვირვალობასთან, არამედ იწვევს მარგინალიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას. ეს [კანონი] გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლებისთვის სერიოზული საფრთხეა… მე არ ვარ იურიდიული ექსპერტი, მაგრამ არსებითად ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს და ევროკავშირის ძირითად ნორმებს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი „ამერიკის […]
გიორგი ვაშაძე – ეს კანონი თავიდან ბოლომდე რუსულია, ამიტომ უნდა გაუქმდეს, კოსმეტიკური ცვლილებით ვერ გაკეთილშობილდება და ვერ გახდება ევროპული – რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოყალიბდეს დიდი პოლიტიკური ერთობა

აბსოლუტურად სწორია ის, რომ ეს კანონი თავიდან ბოლომდე რუსულია, ამიტომ ის უნდა გაუქმდეს და რაღაც კოსმეტიკური ცვლილებით ვერ გაკეთილშობილდება და ვერ გახდება ევროპული – სრული პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებაზეა”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა. ვაშაძის თქმითვე, „პროტესტის მთავარი მნიშვნელობა არის ის, რომ ფხიზლად იყვნენ დასავლელი პარტნიორები, მუდმივი რყევა […]
ემოციური კადრები – “სიგნალ იდუნა პარკი” მარკო როისს დაემშვიდობა [VIDEO]

ბუნდესლიგის ბოლო ტურში “დორტმუნდმა” “დარმშტადტი” 4:0 დაამარცხა. ლეგენდარულმა მარკო როისმა “ყვითლების” რიგებში უკანასკნელი მატჩი გამართა. 34 წლის შემტევს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და კარიერას დიდი ალბათობით, MLS-ში გააგრძელებს. სხვათა შორის, როისმა მისი კარიერის ბოლო ბუნდესლიგურ მატჩში გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება მოახერხა. მარკო “დორტმუნდს” 2012 წელს, “გლადბახიდან” შეუერთდა, ამ პერიოდის განმავლობაში გარემარბმა “ყვითლების” რიგებში […]
„აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად კვლავ იმართება აქცია

„აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად მოქალაქეები კვლავ მართავენ აქციას. თბილისში, რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის წინ საავტომობილო გზა დაახლოებით 21:00 საათზე გადაიკეტა. მანამდე მოეწყო ქალაქის ქუჩებში მსვლელობა. აქცია-მსვლელობა მოეწყო ბათუმშიც. სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების ორგანიზებით კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო. ამ დროს რუსთაველის ქუჩის ერთი ნაწილი გადაიკეტა. დემონსტრანტებმა პლაკატებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და […]
“მინდა “აიაქსში” დაბრუნდეს” – არველაძემ მიქაუტაძეზე ისაუბრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ SoccerNews-თან ინტერვიუში “აიაქსიდან” “მეცში” განათხოვრებულ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის თქმით, მას სჯერა, რომ მიქაუტაძე ამსტერდამული კლუბის რიგებში გაიბრწყინებს. “მიქაუტაძის აიაქსში” გადასვლამდე და ტრანსფერის შემდეგაც მჯეროდა, რომ ამ კლუბში წარმატებას მიაღწევდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ვფიქრობ, რომ შანსი არ მისცეს. ველოდები როდის დაბრუნდება “აიაქსში” და გოლების გატანას […]
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო „გამჭვირვალობის კანონზე“ კიდევ ერთხელ ქმნის მომენტს გადააზრებისთვის“ – შარლ მიშელი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო „გამჭვირვალობის კანონზე“ კიდევ ერთხელ ქმნის მომენტს გადააზრებისთვის. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „X“-ის პირად გვერდზე წერს. „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო „გამჭვირვალობის კანონზე“ კიდევ ერთხელ ქმნის მომენტს გადააზრებისთვის. ამჟამინდელ ფორმაში – კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას არ შეესაბამება. საქართველოში ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს მოვუწოდებ, რომ კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა […]
“უცხოეთის აგენტის” კანონი – ინტერვიუ ფრენსის ფუკუიამასთან, აშშ-ის ოფიციალური პირების რეაქციები და უფლებადამცველების შეფასებები

სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის 15 წლის თავზე, თეთრი სახლი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებმა, შესაძლოა, ვაშინგტონი აიძულოს, ამ ურთიერთობას ფუნდამენტურად გადახედოს. Facebook Forum
ბაზარზე პომიდვრის მოსავლის ამღები სრულად ავტომატური რობოტი გამოჩნდება

ბაზარზე პომიდვრის მოსავლის ამღები სრულად ავტომატური რობოტი გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას denso ავრცელებს. იაპონურმა კომპანია Denso-მ და ჰოლანდიურმა კომპანია Certhon-მა წარმოადგინეს Artemy, ახალი რობოტი, რომელსაც შეუძლია სათბურებში ჩერი პომიდვრის მოსავალი სრულიად დამოუკიდებლად აიღოს. რობოტი კომერციული ბაზრისთვის უკვე მზად არის. იგი აღჭურვილია მოწინავე ხედვის ტექნოლოგიით, არჩევს მწიფე პომიდორს, კრეფს და ყუთების დამოუკიდებლად შეცვლა და ტარებაც შეუძლია […]