მაკრონი: მსურს, გავიმეორო ჩემი მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის მცველების მიმართ

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანეულ მაკრონი ამბობს, რომ პარიზი შეშფოთებულია „ძალიან მკაცრი რეპრესიებით“ საქართველოში. „მსურს, გავიმეორო ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის მცველების მიმართ. ჩვენ დიდად შეშფოთებულნი ვართ ძალიან მკაცრი რეპრეიებით ახალგაზრდების წინააღმდეგ, მთავრობის მეთაურის განცხადებებით და არჩევნების შემდეგ, ფაქტობრივად, ევროპული გზის ღალატით. ეს იყო სრულად საპირისპირო იმისა, რასაც [„ოცნება“] საარჩევნო კამპანიის ეუბნებოდა ხალხს“, — განაცხადა […]
ზენონ იარაჯული: „თავისუფლება და სოლიდარობა რეპრესირებულ თანამოქალაქეებს“

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოლიდარობას უცხადებს პროტესტის დაწყების შემდეგ დაწყებულ „რეპრესირებულ თანამოქალაქეებს“. „თავის დროზე გრიგოლ რობაქიძე წერდა: „ქართველმა იგრძნო საქართველო და ამ გრძნობიდან ჩაისახა ქართული რენესანსი”. დიახ, ოდესღაც ამ შეგრძნებამ შვა სამართლებრივ სახელმწიფოში ქრისტიანულ ჰუმანიზმზე დაფუძნებული ეროვნული და საკაცობრიო მონაპოვარი, შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”. იმ დიდებული წარსულისგან განსხვავებით, საქართველოსადმი სრული უგრძნობლობის გამომხატველია ის გზავნილი, რაც ქართული ჰუმანიზმის […]
თუ არასრულწლოვანი პოლიციას არ დაემორჩილება, მშობელი დაჯარიმდება – „მიზანი მეტი კონტროლია, რომ აქციაზე არ გაუშვან“

ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შორის ერთ-ერთი ითვალისწინებს, რომ არასრულწლოვანთა „წვრილმანი ხულიგნობის“ თუ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მშობლები დააჯარიმონ. იმ პირობებში, როდესაც პოლიცია ხშირად სწორედ ამ მუხლით აკავებს დემონსტრანტებს, ხოლო მშვიდობიან დემონსტრაციებში არასრულწლოვანებიც მონაწილეობენ, ამ ცვლილების მიზანიც, სხვების მსგავსად, პროტესტის გამოხატვის შეზღუდვაა, – ამბობენ ადამიანის უფლებათა დამცველები. რა იცვლება თუ არასრულწლოვანი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის „კანონიერ მოთხოვნას“ არ დაემორჩილება, […]
საქართველო მიდის ევროპისკენ – ზურაბ აბაშიძე (ვიდეო)

ხელისუფლებიდან ითქვა, რომ „მაიდანი“ საქართველოში არ შედგება, ეს არის პრინციპული გზავნილი საზოგადოებისთვის, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“. „საქართველო მიდის ევროპისკენ. დღეს ჩვენ ვუყურებთ გლობალურ პროცესებს. უნდა გავიაზროთ რა გეოპოლიტიკური ვითარება მიდის მსოფლიოში და როგორ შეიცვლება პროცესები. ქართველი ხალხი დავრჩებით ერთგული ევროპული მისწრაფებების, ქართული სახელმწიფოს გაძლიერების და ჩვენი ტრადიციების შენარჩუნების. […]
რუსთაველის გამზირზე აქცია დღეისთვის დასრულებულია – საპროტესტო აქტივობები ხვალაც არის დაგეგმილი

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. 13 დეკემბერს თითქმის მთელი დღის განმავლობაშია დაგეგმილი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საპროტესტო გამოსვლები, მათ შორისაა აქტივობები IT/TECH სპეციალისტების, სტარტაპერების, სტუდენტების, HR და ტრენერების, მუსიკის სფეროს და საკლუბო კულტურის წარმომადგენლების, მარკეტერებისა, PR სპეციალისტებისა და იურისტების მონაწილეობით. ცნობილია, რომ პროტესტს შეუერთდებიან ფსიქოლოგებიც. მოქალაქეებმა პარლამენტთან შეკრება დღეს 19:00 საათიდან დაიწყეს. მოგვიანებით, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს […]
ნოდარ ხარშილაძე – სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ვართ – ძალადობრივ მანქანას იყენებენ, ეს არის დიქტატურის დამყარების მცდელობა

ჩვენ ვართ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. ამ ეტაპზე ვიმყოფებით ბრძოლაში, რომელშიც, როგორც დღეს ჩანს, მხარეები არაფრის დათმობას აპირებენ, – ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. ხარშილაძის თქმით, ხელისუფლება ძალადობრივ მანქანას იყენებს იმისთვის, რომ გაუსწორდეს მოქალაქეებს. მისივე შეფასებით, ეს არის ავტორიტარიზმისკენ სვლა და დიქტატურის დამყარების მცდელობა. […]
ტრამპს რა უნდა უთხრან? ქართველების დასჯა იმიტომ გვინდა, რომ რაც შენ გქონდა საარჩევნო კამპანიის პროგრამაში, ზუსტად მაგისთვის ვსჯითო?

“ტრამპს რა უნდა უთხრან? ქართველების დასჯა იმიტომ გვინდა, რომ რაც შენ გქონდა საარჩევნო კამპანიის პროგრამაში და რითიც აშშ-ში არჩევნები მოიგე, ის დაპირებები სისრულეში რომ მოიყვანა საქართველოს მმართველმა გუნდმა, ზუსტად მაგისთვის ვსჯითო?”- წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე. გამჭვირვალობის კანონი ტრამპი ეწინააღმდეგება ენჯეოების უკანონო დაფინანსებას, შავ ფულს რეპუტაცია შელახულ ფონდებში, კორუფციას ენჯეო სექტორში, […]
რამდენი მილიონის შემოსავალი აქვთ “აჭარაბეთს”, “კრისტალბეთს”, “კროკობეთს” და სხვებს? – რეიტინგი

საქართველოს ონლაინ აზარტული თამაშების სექტორი უკანასკნელი წლების განმავლობაში მაღალი ტემპებით იზრდებოდა. დღეს ბაზარზე წარმოდგენილია რამდენიმე ძირითადი ვებგვერდი, რომლებზეც წლიური ბრუნვა მილიარდობით ლარია. ონლაინ-კაზინოს შემოსავალი არის ფსონების სახით მიღებულ თანხას გამოკლებული გაცემული მოგება. ამ მაჩვენებელს GGR ეწოდება. ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, 2023 წელს ქვეყანაში მოქმედი 6 ონლაინ-კაზინოს ჯამურმა შემოსავალმა 1.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს თანხა წლიურად 18%-ით […]
“ბიძინა ივანიშვილის როგორ უნდა შეგეშინდეს? რას ჰგავს?” – ზვიად რატიანი დღევანდელ თავდასხმაზე

პოეტი, ზვიად რატიანი, რომელიც უკვე მესამედ სცემეს, ისევ აქციაზეა და მედიასთან დღევანდელ თავდასხმაზე ამბობს: სადარბაზოდან გამოვედი და ფეხი დამიდეს, წავიბორძიკე, ოთხნი იყვნენ, ცოტა გადამირბინეს და გაიქცნენ. არაფერს არ იძახდნენ, წამაქციეს, ცოტა მირტყეს, აღარ ვიცი, ძველი ტრამვებიც მაქვს, ახალიც, ხელი მაქვს დღეს დამატებით ნაღრძობი. მაგათი ვის ეშინია? მე ვარ ასაკოვანი ადამიანი, ჩემზე გაცილებით უკეთესები, გაცილებით მეტად […]
კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი დააკავეს

აქციიდან წასული კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი პატრულმა გააჩერა, გაჩხრიკა და განყოფილებაში გადაიყვანა. ფაქტს ტრავმატოლოგი ლევან ნაჭყებია შეესწრო.