მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “ლიონმა” პსჟ-მდე “აინტრახტს” მოუგო [VIDEO]

ევროპა ლიგის მეექვსე ტურში „ლიონმა“ საკუთარ მოედანზე „აინტრახტი“ 3:2 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 81-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. „ოლიმპიკმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, 13 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო მატჩი 15 დეკემბერს აქვს – ლიგა 1-ის მეთხუთმეტე ტურში პარიზში პსჟ-ს დაუპირისპირდება. ლიონი – აინტრახტი 3:2 გოლები: 0:1 კნაუფი (18), 1:1 შერკი (27), […]

“ფანარი ჩამომართვეს, კანონსაწინააღმდეგოაო” – კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი განყოფილებაში გადაიყვანეს, შემდეგ კი ხელწერილით გაუშვეს

12 დეკემბერს პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციიდან წასვლის შემდეგ კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა. შემთხვევა ორთაჭალაში მოხდა, სადაც საპატრულო ეკიპაჟმა ექიმის მანქანა გააჩერა. “ტვ პირველთან” საუბარში ზოსიაშვილი ჰყვება, რომ პატრულმა იგი “ზედაპირულად” გაჩხრიკა, მისი სანათი “კანონსაწინააღმდეგო ნივთად” მიიჩნია და ახნსა-განმარტება დააწერინა. “ეს ყველაფერი მართლაც კომიკური იყო. იძულებით გადმომიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ახნა-განმარტების გარეშე ჩამომართვეს ტელეფონი, […]

„ჯგუფები გაუქმდა პოლონეთიდან, ესტონეთიდან…“- სასტუმრო „ბაკურიანი ინ“

გაუქმებული ჯავშნები და კორპორაციული ღონისძიებები – ასე ხვდება სეზონს ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების უმრავლესობა. როგორც გარე, ისე შიდა ბაზრიდან მოთხოვნა შემცირებულია ბაკურიანში მდებარე სასტუმროებშიც. „ბაკურიანი ინის“ შემთხვევაში დეკემბერსა და იანვარში ჯავშნები გააუქმეს ჯგუფებმა პოლონეთიდან და ესტონეთიდან. კლებაა საქმიან ტურიზმშიც. „დეკემბრის თვეში „ბაკურიანი ინი“ 60%-ით არის დატვირთული, მთლიანი თვე მაქვს მხედველობაში. რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენებს […]

ბაიდენმა ერთ დღეში დაახლოებით 1500 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქა და 39 შეიწყალა

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაახლოებით 1500 პირს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს ციხიდან გამოუშვეს და შინაპატიმრობაზე გადაიყვანეს, სასჯელს უმსუბუქებს და არაძალადობრივ დანაშაულში მსჯავრდებულ 39 ამერიკელს იწყალებს. ეს თანამედროვე ისტორიაში ერთ დღეში შეწყალებების ყველაზე დიდი რიცხვია. ბაიდენმა თქვა, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში შეწყალებაზე პეტიციების განხილვას გააგრძელებს. ერთი დღის განმავლობაში შეწყალებების მეორე უდიდესი რიცხვი – 330 – 2017 წელს […]

ტრამპი ჟურნალ “თაიმის” წლის პიროვნებად დასახელდა

მას შემდეგ რაც ჟურნალმა „თაიმ“ წლის პიროვნებად მეორედ აღიარა, არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გამხსნელი ზარი დარეკა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენის მიმართ პატივისცემის გამოხატვა იყო ის საზომი, რომლითაც ყოფილი პრეზიდენტის შესანიშნავი დაბრუნება შეფასდა. პრეზიდენტის, რომელმაც ოთხი წლის წინ თავისი დამარცხება არ მიიღო, ნოემბრის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა და თეთრ სახლში ბრუნდება. 9:30 წუთზე გამხსნელი ზარის […]

საქართველოს მომავალი საფრთხეშია – სენატორებმა შაჰინმა და რიშმა სენატში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციები მოითხოვეს

12 დეკემბერს შეერთებული შტატების სენატში გამართულ სხდომაზე საქართველოში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. ამერიკელ სენატორებს მიმართეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის კანონმდებლებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. რიში აიდაჰოს შტატის რესპუბლიკელი სენატორია, შაჰინი კი – ნიუ-ჰემფშირის დემოკრატი სენატორი. ის უმთავრესი ავტორი და წარმდგენია საქართველოს თაობაზე შექმნილი კანონპროექტის, […]

ოცნებამ პრეზიდენტის სასახლეში გათბობა გამორთო, მხოლოდ 2 ოთახი თბება – ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ივანიშვილის მთავრობამ პრეზიდენტის სასახლეში გათბობა გამორთო. ამის შესახებ ხაზარაძემ TV პირველის ეთერში ილაპარაკა. “დღეს ვიყავი და გათბობა აქვთ გამორთული, რამდენად მდაბიო ხალხია ქართული ოცნება, რომ პრეზიდენტის სასახლეში თბება ორი ოთახი… ჩვენ სადაც შევიკრიბეთ, მერე გვითხრეს, იქ ერთი ოთახი თბება თუ ორი ოთახიო და გადაგვიყვანეს იქ. ეს პირველად კი არ ხდება, სხვათაშორის, წინაზე […]

,,ამაზე დაეძაბათ და გადავიდნენ ჩხუბზე… ისე დაარტყა ხელი ღარიბაშვილმა შეშლილ ფსიქოპატს, რომ ხელი იტკინაო” – ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ გავრცელებულ ამბავსე წერს: ,,მოკლედ, ასეთი ამბავი ყოფილა. კობახიძესთან იყო შეხვედრა, შეხვედრაზე იყვნენ ასევე მდინარაძე და ყაველაშვილი. ღარიბაშვილს უთქვამს, რომ ხალხი აღარ შედის სახლში და რაღაც არის მოსაფიქრებელიო. კობახიძემ არანაირი დათმობა, წელში გადავტეხავ მაგ ხალხსო. ღარიბაშვილმა შენ ეგრე იმუქრებოდი და შედეგად ვნახეთ, ახლა არავინ გვაღიარებსო. კობახიძემ მივაღწევთ აღიარებასო. მოკლედ, ამაზე […]

ვითვალისწინებთ რუსთაველების აზრს, დადგმულ ქანდაკებას ავიღებთ – ნინო ლაცაბიძე

რუსთავში ქანდაკების გარშემო ატეხილ ხმაურს ეხმაურება მერი ნინო ლაცაბიძე: ,,მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ ყველა პროექტი, რომელსაც რუსთავში ვახორციელებთ – მათთვის კეთდება და რადგან ამ ქანდაკებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ საზოგადოების რეაქცია და ქანდაკება ავიღო“ შეგახსენებთ, ქანდაკებამ, რომელსაც ,,სამოთხის კარიბჭე” ჰქვია, მოსახლეობაში სხვადასხვა ასოციაცია გამოიწვია

ცეხის დირექტორთა საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს ახალ წელთან დაკავშირებული ღონისძიებების გადადებას – სასადილო ცეხში

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. ცეხის დირექტორთა საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს ახალ წელთან დაკავშირეგული ღონისძიეგების გადადებას – ამის შესახებ განცხადებას, სასადილო ცეხში ავრცელებს. “ჩვენ, როგორც მომსახურების სფეროს წარმომადგენლები, ვდგავართ ჩვენი თანამშრომლების და მომხმარებლების გვერდით, უსამართლობის წინააღმდეგ. ახალ წელს არ ვიზეიმებთ მანამ, სანამ უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეები არ დაბრუნდებიან სახლში და სანამ საქართველო არ დაუბრუნდება ევროპულ გზას. ქვეყანაში […]