უკრაინელი მოკრივე – უსიკი კრივში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა

უკრაინელმა მოკრივემ, ოლექსანდრ უსიკმა მძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მან დაამარცხა ბრიტანელი მეტოქე ტაისონ ფიური და მძიმე წონაში პირველი აბსოლუტური მსოფლიო ჩემპიონი გახდა 1999 წლის შემდეგ. ფიურის და უსიკის ბრძოლა შაბათს, 18 მაისი საღამოს საუდის არაბეთში, რიადში გაიმართა. ჩატარდა 12-ვე რაუნდი. მეცხრე რაუნდში უსიკმა ფიური ნოკდაუნში ჩააგდო, მაგრამ ბრიტანელმა მოკრივემ ბრძოლის გაგრძელება შეძლო. […]

გიგა ოთხოზორიას დედა – ჩემი შვილის მკვლელი თავისუფლად დასეირნობს, შვილის საფლავთან ვდგავარ და მრცხვენია სურათს თვალებში შევხედო – ღმერთმა ქნას, ისევ არ მოვექცეთ რუსეთის კლანჭებში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ე.წ საზღვართან, 30 წლის საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. იგი აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. დღეს მის საფლავზე ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. გიგა ოთხოზორიას დედის თქმით, მისი შვილის მკვლელი ამ დრომდე თავისუფლად დადის და მისი დასჯის იმედიც უკვე აღარ აქვს. “8 წლის თავზე კიდევ […]

ლაშხი: გლობალური ომის პარტია მასონების მსგავსი ძალაა, მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენა აქვთ

გჯერათ მასონების? ფრიმასონების, მაგალითად, რომლებზეც ათწლეულების განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით და ვისაც მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ. დღეს მე თვითონ ვარ, საგარეო ურთიერთობებში ჩართული და როცა პარტნიორებთან ურთიერთობისას ისინი ამბობენ, რომ კარგია და კარგად მივდივართ, მაგრამ არის კიდევ მეორე ხმაც… მე პირადად უბრალოდ ვადარებ მათ, ფრიმასონებს, რომლებიც ცალკე მდგომი ძალაა, რომლებსაც პირადად არ ვიცნობთ. […]

რა უჯდება პოლიციის აქციებისთვის მობილიზება სახელმწიფო ბიუჯეტს

ამ სტატიაში ვითვლით პოლიციელებისთვის ნაყიდი საკვების რაოდენობას და ვცდილობთ შევიქმნათ წარმოდგენა, რამდენი სამართალდამცავი გამოიყვანეს ქუჩაში 2024 წლის აპრილ-მაისის მასობრივი საპროტესტო მოძრაობის პირისპირ. თბილისში, „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციებზე მობილიზებული სამართალდამცველების ლანჩისთვის მხოლოდ 15 დღეში ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯა. რადიო თავისუფლების მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, თითოეულ დღეს სამინისტრომ 200-დან 9 ათასამდე პოლიციელი გამოკვება. ეს დადასტურებული, თუმცა […]

“ჯუნტოლიმ მითხრა, დე ლაურენტისთან მუშაობის შემდეგ, მზად ვარ ვიეტნამის ომშიც წავიდეო” – “კარპის” ყოფილი დირექტორი

“კარპის” ყოფილმა პრეზიდენტმა სტეფანო ბონაჩინიმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში “იუვენტუსის” სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის შესახებ ისაუბრა. 52 წლის საფეხბურთო სელექციონერი “კარპის” სპორტული დირექტორის პოსტს 2009/2015 წლებში იკავებდა. “ჯუნტოლი “იუვენტუსში” თავს შესანიშნავად გრძნობს და პირველივე სეზონში ტიტული მოიგო. “ნაპოლიში” მუშაობის დროს დიდი გამოცდილება მიიღო. ერთხელ კრისტიანომ მითხრა, დე ლაურენტისთან მუშაობის შემდეგ, მზად ვარ ვიეტნამის ომშიც […]

ყოჩაღ სალომე და ნახვამდის – ზურაბ ქადაგიძე

ყოჩაღ სალომე და ნახვამდის – ზურაბ ქადაგიძე „არავის ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი რაიმე განსაკუთრებულ არგუმენტს დააფიქსირებდა ვეტოს სახით,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. მისივე თქმით, არ ეგონა, რომ კანონზე გამჭვირვალობის შესახებ ვეტოს დადებისას პრეზიდენტი ფორმალურ შენიშვნებსაც არ წარმოადგენდა. ყოველივეს კი იმის დასტურად მიიჩნევს, რომ ბუნებაში არ არსებობს გამჭვირვალობის […]

მოკლული და დაჭრილი მამაკაცები ძმები არიან – სენაკში მომხდარი მკვლელობის დეტალები

სენაკში გორის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით მომხდარ მკვლელობაში,მოკლული და დაჭრილი მამაკაცები ძმები არიან. არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის ურთიერთდაპირისპირება მკვლელობით და დაჭრით დასრულდა. მოკლულია ოჯახის ერთი წევრი, 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, მისი ძმა კი მძიმედ არის დაჭრილი. ასევე დაჭრილია დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთი პირი. შსს კომენტარს მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით გაავრცელებს.

უცნობი ნომრებიდან ზარების შესახებ 70-მდე განცხადება მივიღეთ – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, სამსახურმა 70-მდე განცხადება/შეტყობინება მიიღო, მათგან 10-მდე განცხადება/შეტყობინება, რომელიც თავისი შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისი რეაგირებისათვის გადაეგზავნა უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სამსახურმა უკვე მიმართა მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებს, კონკრეტული სატელეფონო ნომრების კუთვნილებისა და […]

“გაიწვიეთ ეს კანონი, დიახ, ჩვენ სრულიად ნათელი ვართ გზავნილში” – პაველ ჰერჩინსკის განცხადება

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება: “ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის საქმე არ არის იმის თქმა, თუ რომელი კანონია სწორი ან რომელი არა, მაგრამ ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, ვუთხრა საზოგადოებას, რა შედეგები მოჰყვება ამას, ევროკავშირის გაფართოების პროცესის კუთხით, გარკვეული კანონების მიღების შემთხვევაში. გაიწვიეთ ეს კანონი. დიახ, ჩვენ სრულიად ნათელი ვართ გზავნილში. თუმცა, ევროკავშირი არის […]

უკრაინამ რუსეთის ხომალდი „კოვროვეცი“ გაანადგურა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 19 მაისის ღამეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პროექტ 266-M-ის რალერი „კოვროვეცი“ გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტრალერი არის სპეციალური დანიშნულების გემი, რომლის ამოცანაა მოძებნოს, აღმოაჩინოს და გაანადგუროს საზღვაო ნაღმები. განადგურებული ხომალდი მოდიფიცირებული იყო და განსხვავდებოდა საბჭოთა წინამორბედებისგან ნაღმების მოსაძიებელი და გამანადგურებელი უფრო მოწინავე აღჭურვილობით, ასევე დაბალი აკუსტიკური […]