6 თვე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და ბაიდენ-ტრამპის კამპანია

შეერთებული შტატების ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ ექვსი თვე რჩება. მართალია, პარტიის ყრილობებზე საბოლოო ნომინანტის ვინაობა ჯერ კიდევ არ გამოუცხადებიათ, მაგრამ არჩევანი ამერიკელებს დიდი ალბათობით, დემოკრატ ჯო ბაიდენსა და რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს შორის ექნებათ.

კონგრესმენი კოენი: რუსეთი საქართველოს მეგობარი არაა, მაგრამ „ოცნება“ როგორც ჩანს, სხვანაირად ფიქრობს

“კოშმარად ქცეული ოცნება” – ასე აფასებს საქართველოში განვითარებულ პროოცესებს ამერიკელი კონგრესმენი სტივ კოენი. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი, ტენესის შტატის დემოკრატი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის წევრი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, უფრო და უფრო აკარგვინებს ამერიკას დ აევროკავშირს სურვილს კარი გაუღონ საქართველოს. კოენი, რომელიც 2012 წლის 2 ოქტომბერს თბილისში იყო […]

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ნამსხვრევები ნაპოვნია – გადარჩენილი არავინ

დღეს, 20 მაისს მაშველებმა ირანის ჩრდილო-დასავლეთში მიაკვლიეს ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის კატასტროფის ადგილს. ვერტმფრენის ნამსხვრევები ნაპოვნია. როგორც ადგილობრივი, ისე დასავლეთის მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ცოცხალი არავინაა. პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან ერთად ვერტმფრენში იმყოფებოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი. ირანის სახელმწიფო სააგენტო IRINN-ი და ნახევრად ოფიციალური Mehr News-ი წერენ, რომ გადარჩენილი არავინაა. ეს დაადასტურეს ირანის […]

მედია – ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილი ვერავინ იპოვეს

ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილი ვერავინ იპოვეს, – ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, სააგენტო Reuters-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ვერტმფრენის ყველა მგზავრი დაღუპულია. „პრეზიდენტ რაისის ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა. სამწუხაროდ, ყველა მგზავრი დაღუპულია“, – განუცხადა Reuters-ს წყარომ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა იმ ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი დაადგინეს, რომელშიც 9 ადამიანი, […]

მედია – მაშველებმა ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი დაადგინეს

სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა იმ ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი დაადგინეს, რომელშიც 9 ადამიანი, მათ შორის ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი იმყოფებოდა, – ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მაშველები შემთხვევის ადგილს უახლოვდებიან. ამასთან, ირანული მედია არ აკონკრეტებს, რომელ ტერიტორიაზეა საუბარი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამძებრო-სამაშველო ჯგუფები მივიდნენ იმ ადგილას, სადაც […]

ხარკოვში, სადაც დაბომბვას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 20 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა

ხარკოვის ოლქში, რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში გამოწვეული მსხვერპლის გამო, 20 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა, – ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამზე“ წერს. „20 მაისი ხარკოვის ოლქში გლოვის დღეა. ოკუპანტებმა კუპიანსკის სოფლების : კოვშაროვკას, ნოვოოსინოვოს და მალოდანილოვსკის თემის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. დაღუპულთა შორის არის ორსული ქალი“, – […]

ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენში 9 ადამიანი იმყოფებოდა

ჩრდილო-დასავლეთ ირანში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში ცხრა ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის სამი ოფიციალური პირი, იმამი, ეკიპაჟისა უსაფრთხოების ჯგუფის წევრები, – ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენში იყვნენ : ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალეკ რაჰმატი, თავრიზის პარასკევის ლოცვის იმამი მოჰამად ალი ალეჰაშემი, ორი პილოტი, ეკიპაჟის […]

მედია – ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ძებნაში ჩართულმა თურქულმა დრონმა სითბოს წყარო გამოავლინა

ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ძებნაში დახმარების აღმოჩენის მიზნით თურქეთის მიერ გაგზავნილმა დრონმა სითბოს წყარო გამოავლინა, – ინფორმაციას BBC-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu Bayraktar Akıncı-ს ტიპის დრონის მიერ გადაღებულ კადრებს ავრცელებს, სადაც ნაჩვენებია ფერდობი და ბნელი ლაქა. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ადგილის კოორდინატები ირანის ხელისუფლებას აცნობეს. შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენმა, […]

7-კაცა | მე-7 ადგილი მიუნხენში

საქართველოს 7-კაცამ 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე, დასკვნითი ეტაპი მეშვიდე ადგილზე დაასრულა, რაც დუბაისა (მე-8) და მონტევიდეოს (მე-9) შემდეგ, საუკეთესო შედეგია. მიუნხენში, თასის მეოთხედფინალში საქართველო სერიის ლიდერს, მომავალ ჩემპიონ ურუგვაის შეხვდა და დებიუტში სერგი ჩხაიძის ლელოთი დაწინაურდა, რასაც ზუსტი გარდასახვაც მოჰყვა. მეტოქემ წონასწორობა ტაიმის შუაში აღადგინა. სამხრეთამერიკელები შესვენების წინ კაცნაკლული დარჩნენ, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობა […]

პოლონეთი დაახლოებით 2,5 მილიარდ დოლარს ჩადებს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების გასაძლიერებლად

პოლონეთის ხელისუფლება აპირებს 10 მილიარდი ზლოტი (დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი) ჩადოს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების გასაძლიერებლად. ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა. მან თქვა, რომ სამუშაოები “ფარი-აღმოსავლეთი” პროექტის ჩარჩოებში უკვე დაწყებულია. ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარეობს, პასუხისმგებელია არა მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებისთვის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვისაც – განსაკუთრებით ახლა, როცა […]