პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვინც არ შემოდის, უარს ეუბნება საკუთარ ამომრჩეველს, რომ მისი მანდატი წარმოადგინოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვინც არ შემოდის, უარს ეუბნება საკუთარ ამომრჩეველს, რომ მისი მანდატი წარმოადგინოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში ის, ვინც არ შემოდის სხდომათა დარბაზში, უარს ეუბნება საკუთარ ამომრჩეველს, რომ მისი მანდატი წარმოადგინოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილს თქმით, ეს არის ბოიკოტის გამოცხადება საკუთარი ამომრჩევლისთვის. „ბოიკოტი არ არის […]

ალექსანდრე ლიტვინენკო – უკრაინა აცნობიერებს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, ამიტომ მოამზადა და ხელს უწყობს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსანდრე ლიტვინენკოს განცხადებით, უკრაინა აცნობიერებს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, ამიტომ მოამზადა და ხელს უწყობს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას. „უკრაინას ნათლად ესმის, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება. სწორედ ამიტომ მომზადდა პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულა. ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია და დარწმუნებული ვარ, რომ მას მხარს დაუჭერენ სამშვიდობო სამიტის მონაწილეები, რომელიც […]

თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლ „ზვავით“ წარსდგა

თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრის დასმა თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე “International Blacksea Theatre Festival”, სპექტაკლი “ზვავი” წარმოადგინა. პიესის ავტორი თურქი დრამატურგი – თუნჯერ ჯუჯენოღლუა. სპექტაკლი „ზვავი“ ახმეტელის თეატრში კოპროდუქციის შედეგად აზერბაიჯანელმა რეჟისორმა – ირადა გოზალოვამ 2019 წელს განახორციელა. ზვავი „ წარმატებით იდგმება მსოფლიოს სხავადასხვა თეატრების სცენაზე. ავტორი ამ პიესით ეხმიანება ისეთ აქტუალურ და […]

საქართველოს ხელისუფლებას სამაგალითო, საუკეთესო თანამშრომლობა აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან – ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან სამაგალითო თანამშრომლობა აქვს. ამის შესახებ დავითაშვილმა განაცხადა. „საქართველოს ხელისუფლებისთვის არის უმნიშვნელოვანესი მშვიდობა, სტაბილურობა, იმისთვის, რომ მოხდეს ზუსტად ეკონომიკური წინსვლა და განვითარება. ამას, ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება, მოსახლეობასთან ერთად, საკმაოდ კარგად აღწევს. რაც შეეხება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, შეგიძლიათ მათ პირდაპირ დაუსვათ ეს კითხვები. საქართველოს […]

მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები თბილისში არიან

მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები – Startupbootcamp/Rainmaking, Plug and Play, UPTEC, Baltic Innovation Agency, USMAC, 2080 Ventures, Startup Wise Guys, 500 Global in Eurasia, German Accelerator თბილისში არიან. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ GITA 2.0 ფარგლებში მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები და ახალი ინიციატივები გააცნო, რომელიც სტარტაპებისთვის ახალი საგადასახადო რეჟიმის ამოქმედებასა და გლობალური მასშტაბირებადობის […]

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“, მორიგი სხდომა გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“, მორიგი სხდომა გაიმართა საქართველოს კანონის ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“, მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები 9 მოქალაქის განცხადება სტატუსის მინიჭების შესახებ. აღნიშნული […]

მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკი მონაწილეებს ელის!

მედიის განვითარების ფონდი (MDF), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით, აცხადებს კონკურსს მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკის მონაწილეების შესარჩევად. 4-დღიანი საზაფხულო ბანაკის მონაწილეები ქართული და ესპანური ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების – „მითების დეტექტორის“ და „მალდიტასა“ ერთობლივ, ინტენსიურ მედია და ინფორმაციული წიგნიერების ტრენინგს გაივლიან და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის გამოცდილებას გაეცნობიან. საზაფხულო ბანაკი […]

„წელს პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 402 000 შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია” – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, წელს პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 % შეადგინა. ლევან დავითაშვილმა დასაქმების კუთხით არსებული პოზიტიური დინამიკის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია და თანხვედრაშია მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან. „2024 […]

დღეიდან თიბისის მობაილბანკიდან სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას მომენტალურად შეძლებთ

თიბისის მისიაა, გაუმარტივოს ადამიანებს ყოველდღიურობა, სწორედ ამ მოტივაციით შეიქმნა ფუნქციონალი მობაილბანკში, რომელიც სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას შესაძლებელს ხდის, თანხა კი ბარათზე მომენტალურად აისახება. მომენტალური გადარიცხვის ტექნოლოგია ქმნის მობაილბანკიდან გადარიცხვის/გადმორიცხვის შესაძლებლობას დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი ბანკის ბარათით და მომენტალური ასახვით. გადარიცხვა შესაძლებელია: · თიბისის ბარათიდან ნებისმიერი სხვა საქართელოში მოქმედი ბანკის ბარათზე · სხვა ბანკის ბარათიდან თიბისის […]

ICC-ის პროკურორი დაპატიმრების ორდერებს ითხოვს ისრაელის და ჰამასის ლიდერებისთვის

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა 20 მაისს განაცხადა, რომ სურს დაპატიმრების ორდერები გაიცეს ისრაელის ლიდერებზე, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ჩათვლით, ისევე, როგორც აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის ხელმძღვანელებზე. ორდერების მოთხოვნა უკავშირდება ქმედებებს შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარე ომში. მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის აზრით, ნეთანიაჰუ, მისი თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი და ჰამაასის სამი […]