საპარლამენტო მდივანი: პრეზიდენტს არაფერი ჩაუკეტავს, ოცნებას კიდევ ერთი შანსი დაუტოვა

პრეზიდენტს არაფერი ჩაუკეტავს, მეორე მოსმენაზე მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტს, რომ აღნიშნული საკითხი განეხილათ, დაბრუნდებოდნენ და თავიდან ბოლომდე გაერკვიათ აღნიშნული კანონი და ისე განეხილათ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით. ქართულმა ოცნებამ აღნიშნული არ გაითვალისწინა, შესაბამისად, პრეზიდენტმა რატომ ჩაკეტა, ვერ ვხვდები. როგორც იყო ეს კანონი მიღებული, პროცედურა მოგეწონათ? ჩვენ რას უნდა დავლოდებოდით? დალოდებოდა “ოცნება”. ეს კანონი არის რუსული […]

ICJ-ის პროკურორები ნეთანიაჰუს, გალანტის და ჰამასის ლიდერების დაკავების ორდერებს ითხოვენ

ჰააგის სასამართლოში პროკურორები ომის დანაშაულების ბრალდებით პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტ იოავ გალანტზე და ჰამასის სამ ლიდერზე, მათ შორის იაჰია ალ-სინვარზე დაკავების ორდერებს ითხოვს. ჰააგის სასამართლოს პროკურორის კარიმ კანის თქმით, სასამართლომ დაკავების ორდერები შიმშილის ომის მეთოდად გამოყენებისთვის, ჰუმანიტარული დახმარების ხელის შეშლისთვის და სამოქალაქო პირების მიზანში ამოღებისთვის უნდა გამოსცეს. ჰამასის ლიდერებიდან დაკავების ორდერს პროკურატურა ითხოვს იაჰია […]

საპენსიო სააგენტოს გაზრდილი დაფინანსებით შეეძლება უფრო რთული საინვესტიციო აქტივების სარგებლიანობის შეფასებას – ირაკლი ნადარეიშვილი

სააგენტოა გაზრდილი დაფინანსებით შეეძლება უფრო რთული საინვესტიციო აქტივების სარგებლიანობის შეფასებას, რომელსაც ამჟამად ფონდი ვერ ახდენს, – ასე უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის კითხვას – თუ რაში სჭირდება საპენსიო სააგენტოს გაზრდილი ბიუჯეტი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი განმარტებით, არაერთ ევროპულ ქვეყნებში საპენსიო სააგენტოს მართვის საკომისიო ფონდის ზომის 1%-ს შეადგენს. „რაც შეეხება საკომისიოს, როგორც იცით პირველ […]

საქართველოდან, Halal Food-ის მიერ აზერბაიჯანში ექსპორტირებული ქათმის ხორცი უვარგისი აღმოჩნდა

საქართველოდან, Halal Food-ის მიერ აზერბაიჯანში ექსპორტირებული ქათმის ხორცი უვარგისი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ირკვევა, საქართველოდან შეტანილ გაყინულ ქათმის ხორცის პარტიაში სალმონელა აღმოაჩინეს. „სააგენტოს ლაბორატორიამ გამოიკვლია შპს Chirina-ს მიერ წარმოებული 5048 კგ მასის გაყინული ქათმის ხორცი, რომელიც ქვეყანაში Halal Food-ის მიერ იმპორტირდა. ტესტის შედეგების მიხედვით, პროდუქტის ნიმუშებში […]

ხვალ სამხატვრო აკადემიის, თეატრალურისა და კონსერვატორიის სტუდენტების მარში გაიმართება

21 მაისს, 10:00 საათზე სამხატვრო აკადემიის, თეატრალური უნივერსიტეტისა და კონსერვატორიის სტუდენტები რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშს გამართავენ. ისინი რუსთაველის მეტროდან სამივე უნივერსიტეტის გავლით კულტურის სამინისტროსთან მივლენ. ორგანიზატორები ამბობენ, რომ რუსული რეჟიმი, რომელსაც ხელისუფლება ამყარებს, ზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებასა და განვითარების გზებს, “იქნება ეს რუსული კანონით დამყარებული ცენზურა, თუ – სხვა სადამსჯელო ღონისძიებები”. “ხელოვნება არის თვითგამოხატვისა და სიტყვის […]

დე ძერბი: იმედი მაქვს, პრემიერლიგაში დავბრუნდები

“ბრაიტონის” აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მუშაობის გაგრძელება კვლავ პრემიერლიგაში სურს, თუმცა ამ დროისთვის არანაირი შეთავაზება არ აქვს. “ჯერჯერობით მოლაპარაკებებს არცერთ კლუბთან არ ვაწარმოებ. იმედი მაქვს, რომ პრემიერლიგაში მუშობის შესაძლებლობა კვლავ მომეცემა, არ ვიცი სად და როდის მაგრამ პრემიერლიგაში მუშაობა დიდი პატივია”, – განაცხადა დე ძერბიმ. შეგახსენებთ, […]

“წასვლასთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე დარჩენასთან” – გვარდიოლამ “სიტის” 2025 წელს დატოვება დააანონსა

გუშინ, 19 მაისს, “მანჩესტერ სიტიმ” “ვესტ ჰემი” 3:1 დაამარცხა და პრემიერლიგის ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიგო. მატჩის შემდეგ “ქალაქელების” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, კლუბს 2025 წლის ზაფხულში დატოვებს. “სიტუაცია ასეთია, წასვლასთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე დარჩენასთან. კლუბის ხელმძღვანელებთან ვისაუბრებ, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ მომდევნო სეზონში ისევ აქ ვიქნები”, – განაცხადა […]

,, ჩემი გადასახადებით შეგროვებულ ფულს იღებს პრემიერი, ვიღაცების ფრენას აფინანსებს და ქულებს თავად იწერს” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: ,,ისე რა უცნაურადაა მოწყობილი ეს ქვეყანა: ჩემი გადასახადებით შეგროვებულ ფულს იღებს პრემიერი, ვიღაცების ფრენას აფინანსებს და ქულებს თავად იწერს. :)”

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, თანდართულ კანონპროექტთან ერთად განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, თანდართულ კანონპროექტთან ერთად განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. სალომე ზურაბიშვილის ვეტო პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა, რომელმაც საკითხი იურიდიულ კომიტეტს გადასცა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში […]

ჰომოსექსუალი დიზაინერის სათვალე ოჯახის სიწმინდის დღეზე – ანუკი არეშიძეს ძვირადღირებულმა აქსესუარმა საზოგადოება აალაპარაკა

კახი კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშოძე ოჯახთან ერთად ოჯახის სიწმინდის დღეზე იმყოფებოდა. საზოგადოებაში დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია მისმა სათვალემ, რომელიც ჰომოსექსუალ დიზაინერს ეკუთვნის. სათვალე, როგორც აღვნიშნე, ჰომოსექსუალ დიზაინერ ტომ ფორდს ეკუთვნის და მისი ფასი 299 დო­ლა­რია.