ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჰააგის სასამართლოს პროკურორი პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს „ჰამასის“ ბოროტ, ნაცისტების მსგავს ურჩხულებთან ერთად მოიხსენიებს – ისტორიული სირცხვილი!

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელის ოფიციალური პირების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნას „ისტორიული სირცხვილი“ უწოდა. „მაშინ, როცა „ჰამასის“ წევრი მკვლელები და მოძალადეები კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადიან, პროკურორი ისრაელის პრემიერ-მინისტრს და თავდაცვის მინისტრს „ჰამასის“ ბოროტ ნაცისტების მსგავს ურჩხულებთან ერთად მოიხსენიებს – ისტორიული სირცხვილი, რომლის დამახსოვრება სამუდამოდ მოხდება!“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ […]

გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება, სადაც „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მინისტრი, პანელური დისკუსიის ფორმატში, მსოფლიოს 114 ქვეყნის განათლების მინისტრების წინაშე სიტყვით წარდგება და საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარების პერსპექტივებზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა […]

მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები თბილისში არიან

მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები – Startupbootcamp/Rainmaking, Plug and Play, UPTEC, Baltic Innovation Agency, USMAC, 2080 Ventures, Startup Wise Guys, 500 Global in Eurasia, German Accelerator თბილისში არიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებენ. მათი ცნობით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ GITA 2.0 […]

I კვარტალში 13 103 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, I კვარტალში 1433 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, შეადგენს 11 967-ს, ხოლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით 1136-ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა რეგიონული დანაყოფების მიხედვით (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით), 2024 წლის I კვარტალი – წინასწარი მონაცემებით, შემდეგნაირად […]

საპენსიო ბენეფიციარებს აქტივების მმართველი კომპანიის არჩევა აღარ შეეძლებათ – კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი განიხილება, რომელიც “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას, მათ შორის მონაწილეთათვის აქტივების მმართველი კერძო კომპანიის არჩევის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. კანონპროექტით, ბენეფიციარებს არ ექნებათ უფლება, თავიანთი აქტივები საპენსიო ფონდიდან აქტივების მართვის კერძო კომპანიაში გადაიტანონ და არსებულ კანონში გაუქმდება 29-ე მუხლი, სახელწოდებით “აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) არჩევის უფლება”. როგორც პროექტის განმარტებით ბარათში წერია, “კანონპროექტი […]

“ჩემი ქცევები უპატიებელია” – PUFF DADDY ეხმაურება CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს

“ჩემი ქცევები, რაც ვიდეოშია ასახული, უპატიებელია. მათზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ”. – შონ Diddy კომბსი [Puff Daddy] გამოცემა CNN-ის მიერ მოპოვებულ 2016 წლის ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც ჩანს, რომ რეპერი მაშინდელ მეგობარ გოგოზე, კასანდრა ვენტურაზე განმეორებითად ძალადობს. რეპერმა, რომელიც ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფდა, ვიდეო თავად გამოაქვეყნა Instagram-ზე, სადაც ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ პატიებას არ თხოულობს. […]

არჩევნებამდე 5 თვით ადრე „ოცნებას“ საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილებები შეაქვს

საპარლამენტო არჩევნებამდე 5 თვით ადრე მმართველ გუნდს საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილებები შეაქვს. კანონპროექტის მიხედვით, რომლის ავტორებიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან, იცვლება ცესკოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესი. კერძოდ, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ […]

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა. კანონპროექტი ეხება საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემის ცვლილებას, რის შედეგადაც საპენსიო სააგენტოში ორი არათანაბარი მმართველი რგოლის/საბჭოს (საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები) ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო – „მმართველობითი საბჭო“, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და შეასრულებს როგორც […]

„აგროსფეროს“ სპონსორობით არტიზანული ღვინის ფესტივალი 2024 გაიმართა

8 მაისს, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში ორგანიზაცია „ღვინისა და გასტრონომიის ამბასადორები საქართველოდან” ორგანიზებით არტიზანულ ღვინის ფესტივალი 2024 ჩატარდა. მასში მონაწილეობა 60-ზე მეტმა მცირე საოჯახო მარანმა მიიღო. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა დაეგემოვნებინა და შეეძინა ქართული წარმოების რჩეული ღვინოები. არტიზანული ღვინის ფესტივალი 2024-ის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ იყო. „აგროსფერო“ სიამოვნებით […]

დიდგორობის დღესასწაული სპორტულ-კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა

საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დიდგორობის დღესასწაული სპორტულ-კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა. სოფელ დიდგორში ტრადიციულ დოღსა და თავისუფალ ჭიდაობაში შეჯიბრი გაიმართა. გამარჯვებულებს საბურთალოს გამგებელმა, გიზო ვასაძემ და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ სხვადასხვა სახის პრიზები და საჩუქრები გადასცეს. ღონისძიებაზე შესრულდა ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი სახეობა – ხრიდოლი. ასევე, გაიმართა კონცერტი, სადაც მსმენელის წინაშე ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებლები წარდგნენ.