ავჭალაში, ბერიაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ერთ ქუჩას აწესრიგებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ზარბეგ ბერიაშვილის ქუჩაზე სამუშაოების შედეგად, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, 3 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი ასფალტის საფარი დაიგება, რისთვისაც დაახლოებით, 600 000 ლარი დაიხარჯება. „მიმდინარე სამუშაო პროცესს, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ […]
„აგენტების კანონზე“ დადებული პრეზიდენტის ვეტო იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ე.წ. აგენტების კანონზე დადებული პრეზიდენტის ვეტო განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. ცნობილი არ არის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, როდის განიხილავს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს. პარლამენტში დაგეგმილ ღონისძიებათა ანონსის თანახმად, მიმდინარე კვირის განმავლობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დანიშნული არ არის. კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, ვეტოს დადების შემდეგ, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა უყაროს კენჭი […]
ცესკოს თავმჯდომარემ მე-12 გლობალური ფორუმის ფარგლებში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თანამედროვე პირდაპირი დემოკრატიის შესახებ გამართულ მე-12 გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. დემოკრატიული პროცესები და საარჩევნო ადმინისტრაციების როლი ამ მიმართულებით, ქვეყნების გამოცდილების განხილვა, გამოწვევები, რეფერენდუმის დაგეგმვა, ჩატარება და მისი მნიშვნელობა – ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ფორუმის ფარგლებში გამართული პანელის – სახელწოდებით „ძლიერი ინსტიტუციები: პირდაპირი დემოკრატიის […]
„ეს ნიშნავს, რომ ის ხელისუფლება გამოუვალ მდგომარეობაშია… ამას მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში მოახერხებს…“ – გია ხუხაშვილი

ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი. – ბატონო გია, უკვე თვეზე მეტია უამრავი ახალგაზრდა ქუჩაშია, რამდენჯერმე 200 000 კაციც გამოვიდა, მაგრამ კონკრეტული შედეგი ჯერ არ ჩანს. ხელისუფლებამ არათუ გაიწვია კანონი, სამივე მოსმენით მიიღო და ახლგაზრდებთან ფორმალური, დროის და მათი გულის მოსაგებად მოლაპარაკებაც არ გამართა „აგენტების კანონის“ შესახებ. რაიმე შეცდომა დაუშვეს ახალგაზრდებმა? რამე დააკლეს ამ […]
„საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები პოლიტიკური გახდა – პაატა კვიჟინაძე

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, ეს არ იყო მოტივირებული შენიშვნები. მისი თქმით, მთლიანად ამოღებული იყო დამტკიცებული ცვლილება და პრეზიდენტის სამოტივაციო ნაწილი სრულად ეყრდნობოდა ე.წ. დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს, თუმცა მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ იყო […]
საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 44%-ით შემცირდა – რა გავყიდეთ?

ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. „საქსტატის“ თანახმად, 2024 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან ევროკავშირში 163 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126 მილიონი დოლარით ნაკლებია. გასული წლის იანვარ-აპრილში ევროკავშირში უმსხვილესი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები იყო, 132 მილიონი დოლარის ოდენობით, წელს კი მხოლოდ 9.9 მილიონი დოლარის ღირებულების სპილენძის მადნების ექსპორტი […]
„ისტორია მეორდება“ – რას აქვეყნებს ანდრია ჯაღმაიძე

ეს საინტერესოა, (პანდემიის დროს, ვინც ვეზიარებოდით ქვეყნის მტრებად და მკვლელებად გვაცხადებდნენ) ამონარიდი 1937 წლის გაზეთიდან, სადაც საბჭოთა პრესა სიღნაღში მუცლის ტიფის გავრცელებას სანდრო ახმეტელს, მიხეილ ჯავახიშვილს, ტიციან ტაბიძეს და სხვებს აბრალებს. “ფაშისტური ოხრანკების აგენტები, მოღალატეები და გამცემლები აღმოჩნდნენ პროფესორები გ. ელიავა, ჯანდიერი, ცქიტიშვილი, ა. წე რეთელი, ლეონიძე ინჟინერი ჭიჭინაძე, რუსთაველის თეატრის ყოფილი დირექტორი ს. ახმეტელი, […]
გარდაიცვალა ექიმი-კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე

93 წლის ასაკში ქართველი ექიმი-კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ. გულიკო ჩაფიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს. 1954–1958 წლებში იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი. 1963-1975 წლებში ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1962-1964 წლებში კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1965-1994 წლებში – თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების ხელმძღვანელი. 1989 წლიდან დღემდე იყო […]
რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს 70 წელი შეუსრულდა

ზუსტად 70 წლის წინ – 1954 წლის 20 მაისს – დაიწყო რადიოსადგურ “ოსვობოჟდენიეს” (“გათავისუფლება”) მაუწყებლობა ბელარუსულ ენაზე. ეს დღე ითვლება რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის დაბადების დღედ – რადგან რამდენიმე წლის შემდეგ “ოსვობოჟდენიეს” ეს სახელი ეწოდა. რადიო 1953 წელს დააფუძნა ბოლშევიზმისგან გათავისუფლების ამერიკულმა კომიტეტმა, რის შემდეგაც დაიწყო რუსულენოვანი მაუწყებლობა. ორგანიზაცია “საბჭოთა კავშირის ხალხთა გათავისუფლების ლიგა” კი […]
პარლამენტი ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს

პარლამენტი 28-31 მაისის პლენარული სხდომების კვირაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას და ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს. ოთარ შამუგია და მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში მივლენ. მინისტრების მოსმენა ასახულია მომავალი სასესიო კვირის დღის წესრიგში.